1. თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას. თუ ფულადი თანხა წინასწარ არის გადასახდელი, მაშინ დამქირავებელი უფლებამოსილია გადაიხადოს იგი ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად სამი თვის განმავლობაში.
2. წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით დადგენილი პროცენტები და ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად.
3. დამქირავებლის საზიანოდ დადებული სხვაგვარი შეთანხმება ბათილი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-746-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
სააპელაციო პალატამ ასევე იმსჯელა მოპასუხის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის, 912 ლარის, საბოლოო ანგარიშსწორების თანხაში ჩათვლის შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლით და აღნიშნა შემდეგი: ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები გადადიან ახალ…
- საქმე №ას-1200-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
„კაუციონი“ გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლით). ამრიგად, უკვე გადაცემული 10 000 აშშ დოლარი დასაშვებია, მიმართული ყოფილიყო ამ ინტერესისკენაც.
- საქმე №ას-901-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
…კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო და ბათილ გარიგებად მიჩნევისათვის, კანონში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ამგვარი გარიგების დადების დაუშვებლობის შესახებ (მაგ., სამოქალაქო კოდექსის 276.3, 300.21, 301.12, 552.3 მუხლები, რომლებშიც პირდაპირაა მითითებული, რომ სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელი, ან ბათილია). განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით კანონი ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებს.
- საქმე №ას-1529-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2020
მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას.
- საქმე №ას-261-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2019
…სსკ-ის 54-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით კანონსაწინააღმდეგო და ბათილ გარიგებად ჩაითვალოს, კანონში პირდაპირ უნდა იყოს მითითება ამგვარი გარიგებების დადების დაუშვებლობასთან დაკავშირებით (მაგ. იხ. სსკ-ს 276.3, 300.21, 301.12, 552.3 მუხლები, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელი, ან ბათილია). გამომდინარე იქიდან, რომ კანონი განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებს, მხარეები უფლებამოსილი იყვნენ სადავო შეთანხმება დაედოთ.
- საქმე №ას-485-453-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-62-60-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ას-32-29-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ას-1686-1580-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2013
- საქმე №ას-1754-1735-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2012
- საქმე №330210019002932184 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.11.2019
- საქმე №330210117002182131 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330310018002249376 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება