გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის არსებობისას დამქირავებელს სურს მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად ან მისი ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 550. გამქირავებლის უარის დაუშვებლობა ქვექირავნობაზე
სამოქალაქო კოდექსის 550-ე მუხლი · სკ 550
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1256-2022
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 531-ე, 549-ე და 550-ე მუხლებით და განმარტა, რომ ქირავნობა სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და ქირავნობის და ქვექირავნობის სამართლებრივი ურთიერთობების არსებობისათვის აუცილებელი ელემენტებია,…
- საქმე №ას-1154-1109-2016
სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 352-ე, 405-ე, 429-ე, 533-ე, 535-ე, 536-ე, 537-ე, 550-ე მუხლები, რადგანაც გამქირავებელი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა უარს ფართის მიღებაზე, რომლის მართლზომიერად დაბრუნებაც დამქირავებელს მისი ნაკლის გამო სურდა.
- საქმე №ას-1210-1155-2013
სამოქალაქო კოდექსის 549-ე და 550-ე მუხლები ითვალისწინებს ქვექირავნობის ნივთის მესაკუთრესთან შეთანხმების ვალდებულებას, მაგრამ ნივთის მესაკუთრეს უფლება არ აქვს, უარი თქვას ქვექირავნობაზე გარდა 550-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
- საქმე №ბს-535-463-კ-04
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ასევე სრული იგნორირება გაუკეთა სკ-ის 550-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არც აპელანტმა და არც სასამართლომ არ დაასაბუთეს, რომ ქვემოქირავნე თავდაპირველი გამქირავებლისათვის წარმოადგენდა არასასურველ…
- საქმე №330210014502133
სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 352-ე, 405-ე, 429-ე, 533-ე, 535-ე, 536-ე, 537-ე, 550-ე მუხლები, რადგანაც გამქირავებელი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა უარს ფართის მიღებაზე, რომლის მართლზომიერად დაბრუნებაც დამქირავებელს მისი ნაკლის გამო სურდა.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 543. დამქირავებლის მოვალეობანი გაქირავებული ნივთის ნაკლის აღმოჩენისას
- მუხლი 545. გამქირავებლის ვალდებულება
- მუხლი 546. დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე
- მუხლი 547. პასუხისმგებლობა ნივთის ნორმალური ცვეთისათვის
- მუხლი 548. მიმდინარე რემონტის ხარჯები
- მუხლი 549. გამქირავებლის თანხმობა ქვექირავნობაზე
- მუხლი 551. ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას
- მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა
- მუხლი 553. ქირის გადახდის წესი
- მუხლი 554. დამქირავებლის ბრალით ქირის გადაუხდელობის შედეგები
- მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის ინიციატივით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 550, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-550/