1. საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
11. ბენეფიციარის მიერ გარანტორისათვის ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წერილობითი ფორმით წარდგენა საჭირო არ არის, თუ ბენეფიციარსა და გარანტორს შორის არსებობს შეთანხმება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღების თაობაზე.
2. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3537 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(87)
- საქმე №ას-1016-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სსკ-ის 885.2 მუხლით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან 2023 წლის 21 ივლისს ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის პირველადი მოთხოვნის წარდგენისას საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადა არ იყო ამოწურული - ვადის დენის შეჩერების გამო;
- საქმე №ას-70-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2025
…შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). 22. სსკ-ის 885-ე მუხლით მოწესრიგებულია ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმა და მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის საკითხი, კერძოდ, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით.
- საქმე №ას-1157-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესი სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია: „ სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ., სუსგ №ას-781-996-08, 17.03.2009წ.).
- საქმე №ას-671-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
…„პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება. 22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885.1 მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს.
- საქმე №ას-19-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…შემცირდა 300 000 აშშ დოლარით და ამჯერად, 392 889.66 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსთხოვა, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა. 3.9 სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 879-ე, 885-ე, 886-ე და 887-ე მუხლების საფუძველზე, და მიიჩნია, რომ 05.08.2022წ. #OCB/21-000296-1 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრა ის წინაპირობები რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, კერძოდ: ა) საგარანტიო მოთხოვნის პირობები და ლიმიტები არ უნდა აჭარბებდეს გარანტიის პირობებსა და საგარანტიო თანხას;
- საქმე №ას-250-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2024
- საქმე №ას-662-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-1066-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-653-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ას-107-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-1356-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2023
- საქმე №ას-1164-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
- საქმე №ბს-248(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ას-605-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
- საქმე №ას-380-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2023
- საქმე №ას-1181-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-40-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ას-1391-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
- საქმე №ას-989-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
- საქმე №ას-1365-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
- საქმე №ას-1789-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
- საქმე №ას-523-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2020
- საქმე №ას-1978-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
- საქმე №ას-415-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1778-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2019
- საქმე №ას-1511-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2019
- საქმე №ას-1231-1151-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2017
- საქმე №ას-950-886-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2017
- საქმე №ას-894-834-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2017
- საქმე №ას-960-925-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2017
- საქმე №ას-755-706-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2017
- საქმე №ას-492-460-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2017
- საქმე №ას-964-929-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2017
- საქმე №ას-1202-1162-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2017
- საქმე №ას-1038-999-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.02.2017
- საქმე №ას-1189-1149-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2017
- საქმე №ას-1189-1149-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2017
- საქმე №ას-1082-1019-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2016
- საქმე №ას-604-572-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2016
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 87-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება