1. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.
2. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-19-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…შემცირდა 300 000 აშშ დოლარით და ამჯერად, 392 889.66 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსთხოვა, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა. 3.9 სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 879-ე, 885-ე, 886-ე და 887-ე მუხლების საფუძველზე, და მიიჩნია, რომ 05.08.2022წ. #OCB/21-000296-1 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრა ის წინაპირობები რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, კერძოდ: ა) საგარანტიო მოთხოვნის პირობები და ლიმიტები არ უნდა აჭარბებდეს გარანტიის პირობებსა და საგარანტიო თანხას;
- საქმე №ას-107-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
ამასთან, საქმეში უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ გარანტმა ბენეფიციარისგან მოთხოვნის მიღებისთანავე წერილობითი კომუნიკაცია დაამყარა პრინციპალთან და სსკ 886.1 მუხლის შესაბამისად აცნობა მიღებული მოთხოვნის შინაარსი, თუმცა ამ მოთხოვნას პრინციპალი არ შეწინააღმდეგებია.
- საქმე №ას-1208-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი; სსკ-ის 405-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა. სსკ-ის 886-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და ა.შ.
- საქმე №ას-415-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
კასატორი მიუთითებს სსკ-ის 885-ე, 886-ე და 879-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა დავის გადასაწყვეტად აღნიშნული ნორმები და ნაცვლად აღნიშნულისა, განჩინება დააფუძნა იმ ნორმებზე, რომლის გამოყენების შესაძლებლობას საქმეში არსებულიფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა.
- საქმე №ას-492-460-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2017
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 879-ე, 885-ე მუხლებით, 886-ე მუხლის მეორე ნაწილით, 887-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას და მისი მიზანია ძირითადი ვალდებულების შესრულება.
- საქმე №ბს-505-500(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2016
- საქმე №ას-574-549-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2016
- საქმე №ას-396-376-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2016
- საქმე №ას-749-709-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2015
- საქმე №ას-65-60-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
- საქმე №3გ-ად-373-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2003
- საქმე №ას-1627-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210016001470890 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №330310017002080012 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №330210018002631985 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2019
- საქმე №330210016001480759 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №330210016001470890 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.05.2018
- საქმე №330210015790279 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2018
- საქმე №330210016001480778 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2018
- საქმე №330210019003281943 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2020
- საქმე №330210117002058105 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.05.2019
- საქმე №330210018002631985 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება