1. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება:
ა
) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია;
ბ
) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა;
გ
) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.
2. გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე პრინციპალ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ას-1391-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
სსკ-ის 887-ე, 889-ე მუხლები), მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარმა გარანტს 2014 წლის 22 დეკემბერს, განმეორებით მიმართა გარანტს საგარანტიო თანხის გადახდის მოთხოვნით, რაც სსკ-ის 887-ე მუხლიდან გამომდინარე, უდავოდ წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
- საქმე №ას-415-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზი არ იძლეოდა ასეთი დასკვნის საფუძველს. 13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
- საქმე №ას-1778-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2019
სსკ-ის 887-ე, 889-ე მუხლები)- შდრ. სუსგ-ებს: #ას-1900-2018, 12.03.2019წ; #ას-1511-2018, 26.03.2019წ. 20. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი…
- საქმე №ბს-367-364(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2017
ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას საბანკო გარანტიის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
- საქმე №ას-755-706-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2017
…სადაზღვევო კომპანიაში 2014 წლის 3 ივნისს არ შესულა. 18.6. ამრიგად, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მატარებელმა მოსარჩელემ დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა. სსკ-ის 889-ე მუხლი ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გარანტის პასუხისმგებლობა შეწყდება.
- საქმე №ას-1058-992-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2012
- საქმე №ას-1303-1229-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2012
- საქმე №ას-802-755-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2012
- საქმე №ას-786-1073-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
- საქმე №ას-562-871-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2009
- საქმე №ას-781-996-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2009
- საქმე №ას-242-566-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2005
- საქმე №ას-104-797-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2003
- საქმე №3კ-62-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2001
- საქმე №330210017001774002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2019
- საქმე №330210016001480778 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2018
- საქმე №330210018002631985 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №330210017001774002 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება