1. გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია.
2. გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი ოცდამეორე
თავდებო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
- საქმე №ას-1079-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
კერძოდ, რაკი სადავო არაა, რომ გარანტმა ბენეფიციარს (შემსყიდველს) გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო პრინციპალმა (მიმწოდებელმა) ეს თანხა რეგრესის წესით აუნაზღაურა გარანტს ( სსკ-ის 890.1 მუხლი), ნათელია, რომ ბენეფიციარის ქმედებით პრინციპალს მიადგა ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს. ამასთან, პალატის მოსაზრებით, სადავო თანხის პრინციპალისათვის…
- საქმე №ას-70-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2025
კერძოდ, რაკი სადავო არაა, რომ გარანტმა ბენეფიციარს (მყიდველს) გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო გამყიდველმა (პრინციპალმა) ეს თანხა რეგრესის წესით გადაუხადა გარანტს ( სსკ-ის 890.1 მუხლი), ნათელია, რომ ბენეფიციარის ქმედებით პრინციპალს მიადგა ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს. ამასთან, პალატის მოსაზრებით, სადავო თანხის პრინციპალისათვის…
- საქმე №ას-653-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე); 882-ე მუხლი (საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); 890-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარანტის უფლება მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია).
- საქმე №ას-3-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება პრინციპალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე, აგრეთვე, გარანტორის მიერ საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) საგარანტიო თანხის გადახდა და აღნიშნული თანხის რეგრესული წესით უკუმოთხოვნა ( სსკ-ის 890-ე მუხლი), ქმნის ვარგის სამართლებრივ საფუძველს ბენეფიციარის (შემკვეთის) მხრიდან უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დასაბრუნებლად, სსკ-ის 385-ე (ის, რაც ვალდებულების…
- საქმე №ას-107-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ თუნდაც დადგინდეს საგარანტიო თანხის სამართლებრივი საფუძვლის გამოთხოვის ფაქტი, პრინციპალს ბენეფიციარისგან მიღებული გარანტიის უსაფუძვლო გამდიდრების წესებით გამოთხოვის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი უტყუარად დადასტურდება, რომ სსკ 890.1 მუხლის შესაბამისად პრინციპალს გარანტის წინაშე რეგრესის წესით უკვე გადახდილი აქვს თანხა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, ესე იგი, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის ქონება გაიზარდა მოსარჩელის ქონების შემცირების ხარჯზე და ამგვარ გადანაცვლებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.
- საქმე №ას-605-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
- საქმე №ას-380-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2023
- საქმე №ას-193-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
- საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
- საქმე №ას-1181-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-40-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ბს-320(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ას-1391-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
- საქმე №ას-1317-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
- საქმე №ას-476-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ას-1115-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2019
- საქმე №ას-1900-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2019
- საქმე №ას-1203-1163-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2017
- საქმე №ას-484-452-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2017
- საქმე №ას-367-348-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2017
- საქმე №ას-396-376-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2016
- საქმე №ას-871-833-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2015
- საქმე №ას-685-651-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2015
- საქმე №ას-1229-1170-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2015
- საქმე №ას-1139-1086-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №ბს-6-5(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2010
- საქმე №3კ/880-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2002
- საქმე №3კ/432-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2002
- საქმე №180210018001884333 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330210018002366702 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.01.2020
- საქმე №330210018002397167 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.01.2020
- საქმე №330210018002366688 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.01.2020
- საქმე №330210016001250999 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330210015788614 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.06.2018
- საქმე №330210019003281943 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2020
- საქმე №330210117002058105 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.05.2019
- საქმე №190210018002653420 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330210018002495606 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №330210018002397122 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №330210014421206 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 41-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება