1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა შესრულებულად ითვლება, თუკი აღნიშნული ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე; პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, როცა ვადის გასვლამდე აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია.
2. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, პირობა შესრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათელი გახდება, რომ მოვლენა არ დადგებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-89-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408-ე მუხლის პირველი…
- საქმე №ას-164-164-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
თავად პირობა წარმოადგენს ნეგატიურს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის კანომისმიერი წინაპირობის დაუდგომლობა _ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არშეწყვეტაა დათქმული, რაც…
- საქმე №ას-1044-984-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2015
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16, 94-ე მუხლებით; საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 31-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე, 137-ე-138-ე მუხლებით.
- საქმე №ას-453-429-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2013
აღნიშნული სამართლებრივად დასტურდება 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 93-ე, 94-ე, 1131-ე მუხლებით. 1997 წლის 25 ნოემბერს ამოქმედდა სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელი გახდა…
- საქმე №ას-699-658-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 137-ე, 144-ე მუხლებით, შრომის კანონთა კოდექსის 75-ე, 94-ე მუხლებით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით პირი კარგავს სასამართლოს მეშვეობით მოთხოვნის იძულებით განხორცილების შესაძლებლობას.
- საქმე №ბს-639-611(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2008
- საქმე №ბს-457-436(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2008
- საქმე №ბს-427-410(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2008
- საქმე №ბს-160-156(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2008
- საქმე №ას-1051-1282-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2006
- საქმე №ბს-394-521-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2005
- საქმე №ბს-1027-835-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2004
- საქმე №ას-122-442-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2004
- საქმე №3კ/1182-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2003
- საქმე №3კ/384-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2002
- საქმე №3გ/ად-155-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2001
- საქმე №3გ/ად-194-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2001
- საქმე №3კ-53-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2000
- საქმე №330210015001178932 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.01.2019
- საქმე №340310019003170032 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 19.09.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება