1. იმ პირს, რომელმაც განსაზღვრული პირობით დადო გარიგება, არა აქვს უფლება პირობის დადგომამდე შეასრულოს რაიმე ისეთი მოქმედება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მისი ვალდებულების შესრულებას.
2. თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და პირს უკვე შესრულებული აქვს ასეთი მოქმედება, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი მოქმედებით წარმოშობილი ზიან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
საქმე №ას-41-41-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2016
…ფართია 50.34 კვმ, ხოლო მოპასუხის - 74.94 კვმ, მხარეების თანასაკუთრებაშია, აგრეთვე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 586.40 კვმ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 953-ე, 95ე მუხლები; იხ. ამონაწერი საჯარო რეეტრიდან - ს.ფ. 13-14). 2. 1930 წლის 26 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდეგში: ხელშეკრულებით), რომელიც ოფიციალური საარქივო…
…თანახმად, გამოკვეთილია პოზიცია საწარმოს,,მოღვაწეობის” დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით და შპს,,...» ატყობინებს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ვადით საშემოსავლო და სოციალური გადასახადების ყოველთვიური ანგარიშგების წარუდგენლობის სსკ-ის 95-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების შესახებ. ამ წერილში მოსარჩელე არ აკონკრეტებს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლით დადგენილ ცნობას 2007წ.
საგადასახადო დეკლარაცია წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის წერილობით ანგარიშგებას არა მარტო მიღებული შემოსავლების, არამდე გაწეული ხარჯების, შემოსავლის წყაროების, გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების, საგადასახადო შეღავათების, გამოანგარიშებული გადასახადის თანხის ან/და გადასახადის გამოანგარიშებასა და გადასახადთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ ( სსკ-ის 95-ე მუხლი). ამდენად, სასამართლოს მოსაზრება, რომ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი განცხადება გარკვეული ვადით საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე, თითქოს დღგ-ის დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგან საწარმოს გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა, საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო.
საქმე №3გ/ად-189-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2001
სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საბინაო კოდექსის 95-ე, 99-ე, მე-100 მუხლები, კასატორის აზრით, ეხება საცხოვრებელ ფართობს და არა არასაცხოვრებელს. ასევე მიუთითებს, რომ ა-იანების ოჯახს სარდაფზე კანონიერი ნფლობელობა არ ჰქონია და მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა აუცილებლობას, რომ ისინი სარდაფის შესყიდვამდე ყოფილიყვნენ ცნობილი სადავო ფართზე უფლებადაკარგულად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 95, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-95/