სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(83)
საქმე №ბს-234(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
…საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის ან გ.მ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობა) წარმოდგენა.
საქმე №ას-1373-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
ხელშეკრულება კონკრეტულ პირობებს და ვადებს მოიცავს, სსკ-ის 98-ე მუხლი, რომელიც სისტემურად პირობითი გარიგებების თავს განეკუთვნება, აწესრიგებს კეთილსინდისიერების მნიშვნელობას პირობების დადგომისას.
აქვე პალატა დამატებით განმარტავს, რომ შუამდგომლობის განსახილველად დანიშნულს სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის სახელით გამოცხადდა არაუფლებამოსილი წარმომადგენელი (სსკ-ის 98-ე, 440-ე მუხლები), რის გამოც სასამართლომ გადადო სასამართლო სხდომა მინდობილობაში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.
საქმე №ბს-888(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2022
მორიგების აქტზე ხელმომწერ მხარეთა წარმომადგენლებს მინდობილობებით მარწმუნებელთა მიერ, სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ საგანმკარგულებო უფლებამოსილება დაასრულონ დავა მორიგებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქმე №ბს-329(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
…მიერ ნ. კ-ას სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომლის უფლებამოსილების ვადა არის გასული (ს.ფ. 44). საკასაციო საჩივარზე დართული ორდერის თანახმად ნ. კ-ას მიენიჭა უფლება საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაიცვას კასატორის ინტერესები. სსკ-ის 98-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების თაობაზე სპეციალურად უნდა იქნეს მითითებული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საქმე №ას-888-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
საქმე №ას-1645-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 98, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-98/