სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.04.2016 ძალადაკარგული 05.03.2024
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016369
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №23

2016 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ

+
მუხლი 1
1. წარდგინების შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:

ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი);

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით (შემდგომში - სადისციპლინო წესდება) განსაზღვრული უფროსი.

2. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:

ა) სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული უფროსი;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი  მოსამსახურე;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი მოსამსახურე.

დ) გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე, თუ:

დ.ა) ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან სექსუალური შევიწროება;

დ.ბ) სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა სავარაუდოდ განპირობებულია გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

2​1. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია დისციპლინურ ოქმში მიუთითოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომლებიც მას აძლევს ობიექტური ვარაუდის საფუძველს, რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს.

3. დამტკიცდეს:

ა) წახალისების სახის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №1);

ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №2);

გ) წარდგინების ფორმა (დანართი №3);

დ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №4);

ე) სადისციპლინო საბჭოს რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №5);

ვ) თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების  წესი (დანართი №6);

ზ) სამკაულების ნუსხა (დანართი №7);

თ) საპატიო სიგელის ფორმა (დანართი №8).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 26.04.2018 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 16.11.2018წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №109 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 აპრილიდან.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“, №23, 12.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3250440-14/