სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (11)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
| სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. წარდგინების შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით (შემდგომში - სადისციპლინო წესდება) განსაზღვრული უფროსი. 2. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან: ა) სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული უფროსი; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი მოსამსახურე. დ) გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე, თუ: დ.ა) ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან სექსუალური შევიწროება; დ.ბ) სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა სავარაუდოდ განპირობებულია გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. 21. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია დისციპლინურ ოქმში მიუთითოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომლებიც მას აძლევს ობიექტური ვარაუდის საფუძველს, რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს. 3. დამტკიცდეს: ა) წახალისების სახის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №1); ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №2); გ) წარდგინების ფორმა (დანართი №3); დ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №4); ე) სადისციპლინო საბჭოს რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №5); ვ) თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესი (დანართი №6); ზ) სამკაულების ნუსხა (დანართი №7); თ) საპატიო სიგელის ფორმა (დანართი №8). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 26.04.2018 წ. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 აპრილიდან. |
|
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრისბრძანება №23
2016 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი| სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
+
მუხლი 1
1. წარდგინების შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით (შემდგომში - სადისციპლინო წესდება) განსაზღვრული უფროსი.
2. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:
ა) სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული უფროსი;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი მოსამსახურე. |
21. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია დისციპლინურ ოქმში მიუთითოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომლებიც მას აძლევს ობიექტური ვარაუდის საფუძველს, რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს.
+
მუხლი 2ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 აპრილიდან. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი |
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“, №23, 12.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3250440-7/