სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (13)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
| სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. წარდგინების შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით (შემდგომში - სადისციპლინო წესდება) განსაზღვრული უფროსი. 2. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან: ა) სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული უფროსი; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი მოსამსახურე. 3. დამტკიცდეს: ა) წახალისების სახის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №1); ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №2); გ) წარდგინების ფორმა (დანართი №3); დ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №4); ე) სადისციპლინო საბჭოს რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №5); ვ) თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესი (დანართი №6); ზ) სამკაულების ნუსხა (დანართი №7); თ) საპატიო სიგელის ფორმა (დანართი №8). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 აპრილიდან. |
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“, №23, 12.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3250440-5/