საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (70)
შემდგომი ცვლილებები (54)
წინა ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №119
2004 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის № 17 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ა გვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №609-სსმ III, №152, 27.12.2004წ; მუხ.1384
3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აპრილის ბრძანებულება №249-სსმ III, №49, 25.04.2005წ; მუხ.503
4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ივლისის ბრძანებულება №673-სსმ III, №89, 01.08.2005წ; მუხ.1013
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7-სსმ III, №2, 09.01.2006წ; მუხ.6
6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №476-სსმ III, №108, 15.08.2006წ; მუხ.1475
7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის ბრძანებულება №535-სსმ III, №122, 07.09.2006წ; მუხ.1630
8. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №706-სსმ III, №159, 27.11.2006წ; მუხ.2181
9. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №759-სსმ III, №174, 26.12.2006წ; მუხ.2354
10. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №44-სსმ III, №8, 23.01.2007წ; მუხ.61
11. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №336-სსმ III, №77, 01.06.2007წ; მუხ.827
12. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №457-სსმ III, №113, 13.08.2007წ; მუხ.1248
13. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულება №571-სსმ III, №145, 18.10.2007წ; მუხ.1617
14. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №690-სსმ III, №179, 18.12.2007წ; მუხ.1969
15. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №720-სსმ III, №186, 28.12.2007წ; მუხ.2074
16. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის ბრძანებულება №139-სსმ III, №40, 17.03.2008წ; მუხ.443
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.
2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.
3. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები.
4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ თავიანთი სიმბოლიკა და დროშა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. № 20.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №44-სსმ III, №8, 23.01.2007წ; მუხ.61
მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები
1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად;
გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა;
დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა;
ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა;
ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება.
2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა;
ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა;
გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება;
დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;
ე) რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და, მისგან გამომდინარე, მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება;
ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ლ) სამხედრო კადრების მომზადება;
მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება;
ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება;
ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისათვის;
პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში პრეზიდენტის ბრძანებით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა;
ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა;
რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებში მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №336-სსმ III, №77, 01.06.2007წ; მუხ.827
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით; მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მოხელეებს ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;
დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, დაქვემდებარებული ჯარების სახეობების სარდლებისა და სამშვიდობო ძალების უფროსების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
თ) პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ი) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით, კანონის შესაბამისად წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს საკლასო ჩინებს სახელმწიფო მრჩევლამდე, კანონის შესაბამისად წარადგენს კანდიდატებს საკლასო ჩინის – სახელმწიფო მრჩევლის – მისანიჭებლად;
ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
მ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის საკითხების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული ხარჯვისათვის;
ო) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანებული შტაბის დებულებას;
პ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, გარდა გაერთიანებული შტაბისა, დებულებებს;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, გარდა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა;
ჟ1) ადგენს სამინისტროს სამოქალაქო ტექნიკური თანამდებობების დასახელებასა და თანამდებობათა ნუსხას;
რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;
ს) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ტ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს მიანიჭოს ამ პუნქტის ,,ვ“ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლება;
უ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობათა დებულებებს;
ფ) გასცემს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას;
ქ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესს.
4. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აპრილის ბრძანებულება №249-სსმ III, №49, 25.04.2005წ; მუხ.503
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7-სსმ III, №2, 09.01.2006წ; მუხ.6
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №476-სსმ III, №108, 15.08.2006წ; მუხ.1475
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის ბრძანებულება №535-სსმ III, №122, 07.09.2006წ; მუხ.1630
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №706-სსმ III, №159, 27.11.2006წ; მუხ.2181
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №457-სსმ III, №113, 13.08.2007წ; მუხ.1248
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №720-სსმ III, №186, 28.12.2007წ; მუხ.2074
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის ბრძანებულება №139-სსმ III, №40, 17.03.2008წ; მუხ.443
მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) ხელს აწერს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;
ი) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო.
11. გაერთიანებულ შტაბს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა გაერთიანებული შტაბისა, ქმნის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდეგში – ოფისი).
3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) გაერთიანებული შტაბი:
ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;
ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი მდგომარეობის დროს;
ა.გ) მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:
ბ.ა) (ამორებულია) ;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემის ორგანოების ინსპექტირებასა და შემოწმებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.გ) სამსახურებრივ შემოწმებასა და შემდგომ რეაგირებას სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით:
გ.ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა, სამინისტროს არქივის მართვა;
გ.ბ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
გ.გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება, შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა;
გ.დ) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ.ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების მომზადება, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.ვ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება და ანალიზი, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში საჯარო მოსამსახურეთა, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, შრომითი ურთიერთობების შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვ.) მომზადება, წარმოება;
გ.ზ) მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებში მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და შემდგომში მისი განვითარების უზრუნველყოფა;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი:
დ.ა) განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის და შეიმუშავებს თანამიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
დ.ბ) მონაწილეობს თავდაცვის სტრატეგიის განსაზღვრაში და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში;
დ.გ) აყალიბებს სამინისტროს ამოცანებს, რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;
დ.დ) ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამების განხორციელებას;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:
ე.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;
ე.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;
ე.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;
ე.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;
ე.ე) თავდაცვის სამინისტროს ოფისისა და გაერთიანებული შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ვ.ა) ახორციელებს საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;
ვ.ბ) ახორციელებს შესყიდული საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურების, სამუშაოების ხარისხის და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლს;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:
ზ.ა) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს;
ზ.ბ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
ზ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინირებას;
ზ.დ) აწარმოებს სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობის საქმიანობის კოორდინირებას;
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში;
ი) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო:
ი.ა) წარმართავს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირებასა და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოებას;
ი.ბ) უწევს კოორდინაციასა და კონტროლს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობას და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას;
ი.გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №609-სსმ III, №152, 27.12.2004წ; მუხ.1384

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ივლისის ბრძანებულება №673-სსმ III, №89, 01.08.2005წ; მუხ.1013

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №759-სსმ III, №174, 26.12.2006წ; მუხ.2354
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №44-სსმ III, №8, 23.01.2007წ; მუხ.61
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №336-სსმ III, №77, 01.06.2007წ; მუხ.827
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №457-სსმ III, №113, 13.08.2007წ; მუხ.1248
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულება №571-სსმ III, №145, 18.10.2007წ; მუხ.1617
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №690-სსმ III, №179, 18.12.2007წ; მუხ.1969
მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
1
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №119
2004 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის № 17 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753

ტ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს მიანიჭოს ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლება;

ფ) გასცემს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას.

17. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის ბრძანებულება №222-სსმ III, №66, 02.05.2008წ; მუხ.729
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.
2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.
3. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები.
4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ თავიანთი სიმბოლიკა და დროშა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. № 20.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №44-სსმ III, №8, 23.01.2007წ; მუხ.61
მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები🔗
1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად;
გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა;
დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა;
ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა;
ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება.
2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა;
ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა;
გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება;
დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;
ე) რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და, მისგან გამომდინარე, მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება;
ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ლ) სამხედრო კადრების მომზადება;
მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება;
ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება;
ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისათვის;
პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში პრეზიდენტის ბრძანებით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა;
ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა;
რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებში მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №336-სსმ III, №77, 01.06.2007წ; მუხ.827
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით; მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მოხელეებს ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;
დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, დაქვემდებარებული ჯარების სახეობების სარდლებისა და სამშვიდობო ძალების უფროსების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
თ) პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ი) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით, კანონის შესაბამისად წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს საკლასო ჩინებს სახელმწიფო მრჩევლამდე, კანონის შესაბამისად წარადგენს კანდიდატებს საკლასო ჩინის – სახელმწიფო მრჩევლის – მისანიჭებლად;
ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
მ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის საკითხების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული ხარჯვისათვის;
ო) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანებული შტაბის დებულებას;
პ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, გარდა გაერთიანებული შტაბისა, დებულებებს;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, გარდა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა;
ჟ1) ადგენს სამინისტროს სამოქალაქო ტექნიკური თანამდებობების დასახელებასა და თანამდებობათა ნუსხას;
რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;
ს) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ტ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს მიანიჭოს ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლება;
უ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობათა დებულებებს;
ფ) გასცემს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას;
ქ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესს.
4. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აპრილის ბრძანებულება №249-სსმ III, №49, 25.04.2005წ; მუხ.503
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7-სსმ III, №2, 09.01.2006წ; მუხ.6
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №476-სსმ III, №108, 15.08.2006წ; მუხ.1475
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის ბრძანებულება №535-სსმ III, №122, 07.09.2006წ; მუხ.1630
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება №706-სსმ III, №159, 27.11.2006წ; მუხ.2181
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №457-სსმ III, №113, 13.08.2007წ; მუხ.1248
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №720-სსმ III, №186, 28.12.2007წ; მუხ.2074
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის ბრძანებულება №139-სსმ III, №40, 17.03.2008წ; მუხ.443
მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) ხელს აწერს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753
მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;
ი) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო.
11. გაერთიანებულ შტაბს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა გაერთიანებული შტაბისა, ქმნის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდეგში – ოფისი).
3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) გაერთიანებული შტაბი:
ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;
ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი მდგომარეობის დროს;
ა.გ) მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:
ბ.ა) (ამორებულია) ;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემის ორგანოების ინსპექტირებასა და შემოწმებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.გ) სამსახურებრივ შემოწმებასა და შემდგომ რეაგირებას სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით:
გ.ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა, სამინისტროს არქივის მართვა;
გ.ბ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
გ.გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება, შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა;
გ.დ) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ.ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების მომზადება, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.ვ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება და ანალიზი, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში საჯარო მოსამსახურეთა, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, შრომითი ურთიერთობების შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვ.) მომზადება, წარმოება;
გ.ზ) მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებში მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და შემდგომში მისი განვითარების უზრუნველყოფა;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი:
დ.ა) განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის და შეიმუშავებს თანამიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
დ.ბ) მონაწილეობს თავდაცვის სტრატეგიის განსაზღვრაში და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში;
დ.გ) აყალიბებს სამინისტროს ამოცანებს, რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;
დ.დ) ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამების განხორციელებას;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:
ე.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;
ე.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;
ე.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;
ე.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;
ე.ე) თავდაცვის სამინისტროს ოფისისა და გაერთიანებული შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ვ.ა) ახორციელებს საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;
ვ.ბ) ახორციელებს შესყიდული საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურების, სამუშაოების ხარისხის და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლს;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:
ზ.ა) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს;
ზ.ბ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
ზ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინირებას;
ზ.დ) აწარმოებს სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობის საქმიანობის კოორდინირებას;
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში;
ი) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო:
ი.ა) წარმართავს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირებასა და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოებას;
ი.ბ) უწევს კოორდინაციასა და კონტროლს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობას და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას;
ი.გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №609-სსმ III, №152, 27.12.2004წ; მუხ.1384
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 აპრილის ბრძანებულება №249-სსმ III, №49, 25.04.2005წ; მუხ.503
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ივლისის ბრძანებულება №673-სსმ III, №89, 01.08.2005წ; მუხ.1013
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7-სსმ III, №2, 09.01.2006წ; მუხ.6
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულება №759-სსმ III, №174, 26.12.2006წ; მუხ.2354
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №44-სსმ III, №8, 23.01.2007წ; მუხ.61
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №336-სსმ III, №77, 01.06.2007წ; მუხ.827
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №457-სსმ III, №113, 13.08.2007წ; მუხ.1248
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულება №571-სსმ III, №145, 18.10.2007წ; მუხ.1617
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №690-სსმ III, №179, 18.12.2007წ; მუხ.1969
მუხლი 51. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:🔗
ა) საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
დ) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;
ე) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის ბრძანებულება №222-სსმ III, №66, 02.05.2008წ; მუხ.729
მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი🔗
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №119, 05.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35188-16/