სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.05.2004 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 25/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №181

2004 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წელი – №002) მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციონალური ვალდებულების უზრუნველყოფისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით, მათი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად:

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სოციალური დაცვის დამატებითი ნორმის სახით დაუწესდეთ კვების ხარჯები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსს, მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის განყოფილების თანამშრომლებს – ყოველთვიური კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;

ბ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის:

ბ.ა) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

ბ.ბ) მოსამსახურეებს საგანგებო მდგომარეობის დროს, სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

გ) სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი (პირად მცველთა მომზადების და გადამზადების) ცენტრის:

გ.ა) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი;

გ.ბ.) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

გ.გ.) პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

დ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს;

დ.ა) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლაგეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

დ.ბ.) (ამოღებულია).

 

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის  ბრძანებულება №465-სსმ III, №69, 10.06.2005წ; მუხ.742

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 აგვისტოს  ბრძანებულება №498-სსმ III, №114, 29.08.2006წ; მუხ.1565

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 დეკემბრის  ბრძანებულება №667-სსმ III, №172, 04.12.2007წ; მუხ.1904

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის  ბრძანებულება №230-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.750

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 აგვისტოს  ბრძანებულება №499-სსმ III, №101, 14.08.2009წ; მუხ.1107

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 7 ოქტომბრის  ბრძანებულება №676-სსმ III, №126, 19.10.2009წ; მუხ.1449

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა განისაზღვროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:    

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის  ბრძანებულება №465-სსმ III, №69, 10.06.2005წ; მუხ.742

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 აგვისტოს  ბრძანებულება №498-სსმ III, №114, 29.08.2006წ; მუხ.1565

3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 დეკემბრის  ბრძანებულება №667-სსმ III, №172, 04.12.2007წ; მუხ.1904

4. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის  ბრძანებულება №230-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.750

5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 აგვისტოს  ბრძანებულება №499-სსმ III, №101, 14.08.2009წ; მუხ.1107

6. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 7 ოქტომბრის  ბრძანებულება №676-სსმ III, №126, 19.10.2009წ; მუხ.1449

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“, №181, 24.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35410-6/