სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.05.2004 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 25/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №181

2004 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წელი – №002) მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციონალური ვალდებულების უზრუნველყოფისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით, მათი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად:

1. საქართველოს ს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს სო ციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით დაუწესდეთ სასურსათო ულუფის დამატებითი საკომპენსაციო თანხა შემდეგი ოდენობებით:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართვე ლოს ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრ ების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს – თვ ეში 300 ლარი;

ბ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოსამსა-ხურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სასწავლო ცენტრის დაცვის მორიგე განწესში მყოფ, აგრეთვე წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო შეკრებისას სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი, ხოლო სასწავლო ცენტრში მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი – სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად ;

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 მარტის ბრძანებულება №125 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.

დ) საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლის დაცვის მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

ე ) სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტების დაცვ აში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის  ბრძანებულება №465-სსმ III, №69, 10.06.2005წ; მუხ.742

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 აგვისტოს  ბრძანებულება №498-სსმ III, №114, 29.08.2006წ; მუხ.1565

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 დეკემბრის  ბრძანებულება №667-სსმ III, №172, 04.12.2007წ; მუხ.1904

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის  ბრძანებულება №230-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.750

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 აგვისტოს  ბრძანებულება №499-სსმ III, №101, 14.08.2009წ; მუხ.1107

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 7 ოქტომბრის  ბრძანებულება №676-სსმ III, №126, 19.10.2009წ; მუხ.1449

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის  ბრძანებულება №802-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1843

1​1.მოსამსახურეთა კვებით სრული ან ნაწილობრივი უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ს „ბ-ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის  ბრძანებულება №802-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1843

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა განისაზღვროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:        

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის  ბრძანებულება №465-სსმ III, №69, 10.06.2005წ; მუხ.742

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 აგვისტოს  ბრძანებულება №498-სსმ III, №114, 29.08.2006წ; მუხ.1565

3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 დეკემბრის  ბრძანებულება №667-სსმ III, №172, 04.12.2007წ; მუხ.1904

4. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის  ბრძანებულება №230-სსმ III, №70, 08.05.2008წ; მუხ.750

5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 აგვისტოს  ბრძანებულება №499-სსმ III, №101, 14.08.2009წ; მუხ.1107

6. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 7 ოქტომბრის  ბრძანებულება №676-სსმ III, №126, 19.10.2009წ; მუხ.1449

7. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ოქტომბრის  ბრძანებულება №802-სსმ III, №127, 04.10.2010წ; მუხ.1843

8. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 მარტის ბრძანებულება №125 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“, №181, 24.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35410-8/