,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.08.2004 ძალადაკარგული 11.08.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№355
სარეგისტრაციო კოდი
120.260.010.05.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 26/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №355

2004 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №337 - სსმ III, №77, 01.06.2007 წ., მუხ.828

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესების, აგრეთვე ქვეყნის გარეთ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების განსაზღვრის მიზნით:

1. დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები (დანართი №2).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება №494 - სსმ III, №127, 08.11.2004 წ., მუხ.1120

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 აპრილის ბრძანებულება №239 - სსმ III, №48, 07.04.2006 წ., მუხ.601

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №337 - სსმ III, №77, 01.06.2007 წ., მუხ.828

2. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში სამხედრო სამსახური ჩაითვალოს როგორც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობა.

3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაღალი რისკის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმაზე დაუწესდეთ დანამატი 30%-ის ოდენობით.

31. რისკის დონეების მიხედვით ამ ბრძანებულების №2 დანართით დამტკიცებული ზღვრული ნორმე-ბის ფარგლებში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 აპრილის ბრძანებულება №239 - სსმ III, №48, 07.04.2006 წ., მუხ.601

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №337 - სსმ III, №77, 01.06.2007 წ., მუხ.828

4. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივები განისაზღვროს საქართველოსა და აშშ-ის „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივ პროგრამაში მონაწილე (პროგრამაგავლილი) სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივის ოდენობით.

5. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) უზრუნველყოს იმ სამხედრო მოსამსახურეებთან კონტრაქტის გაფორმება, რომლებიც იმსახურებენ შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებში და მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო ოპერაციებში.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 12 თებერვლის №43 ბრძანებულება.

8. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება №494 - სსმ III, №127, 08.11.2004 წ., მუხ.1120

2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 იანვრის ბრძანებულება №17 - სსმ III, №6, 20.01.2005 წ., მუხ.60

3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 აპრილის ბრძანებულება №239 - სსმ III, №48, 07.04.2006 წ., მუხ.601

4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №337 - სსმ III, №77, 01.06.2007 წ., მუხ.828

5. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის ბრძანებულება №382 - სსმ III, №89, 26.06.2007 წ., მუხ.953

დანართი №1

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება №494 - სსმ III, №127, 08.11.2004 წ., მუხ.1120

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 იანვრის ბრძანებულება №17 - სსმ III, №6, 20.01.2005 წ., მუხ.60

დანართი №2

ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები

(აშშ დოლარებით)

 

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

გრძელვადიანი მივლინების თანხა

პოლკოვნიკი

1700

ვიცე-პოლკოვნიკი

1500

მაიორი

1300

კაპიტანი

1100

უფროსი ლეიტენანტი

1000

ლეიტენანტი

980

უმცროსი ლეიტენანტი

950

სერჟანტ-ლეიტენანტი

930

მთავარი სერჟანტი

900

ბრიგადის სერჟანტი

870

ბატალიონის სერჟანტი

850

მასტერ სერჟანტი

800

უფროსი სერჟანტი

750

სერჟანტი

700

უმცროსი სერჟანტი

650

კაპრალი

600

ვადიანი სამხედრო მოსამსახურე

125

სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი (აღმოსავლური ენების თარჯიმანი)

 

1500

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 აპრილის ბრძანებულება №239 - სსმ III, №48, 07.04.2006 წ., მუხ.601

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 მაისის ბრძანებულება №337 - სსმ III, №77, 01.06.2007 წ., მუხ.828

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის ბრძანებულება №382 - სსმ III, №89, 26.06.2007 წ., მუხ.953

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ”“, №355, 26.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.05.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35950-5/