საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
|
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანდართული წესდება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №48 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ’’. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება
თავი I ზოგადი დებულებები |
|
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო |
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. აკადემიის სტატუსი 1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“. 2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. 3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 4. აკადემიას აქვს აკადემიის დროშა და ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
მუხლი 3. აკადემიის უფლებაუნარიანობა 1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად. 21. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. მუხლი 4. აკადემიის მისია აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 5. აკადემიის მიზნები და ამოცანები 1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია: ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრებისა და სხვა კადრების მომზადება; ბ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა; გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება; დ) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ვ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა; ზ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; თ) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა. 2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია: ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით და გასცემს შესაბამის დიპლომებს და სერტიფიკატებს; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას; დ)ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს; ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით; ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ზ)აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს; თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს; ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას; კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.

თავი II აკადემიის სტრუქტურა და მართვა მუხლი 6. სამინისტროს კომპეტენცია აკადემიის მართვის სფეროში 1. სამინისტრო: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით , ამტკიცებს აკადემიის წესდებას; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვასა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ; დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე; ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში / მაგისტრატურაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა / მსმენელთა რაოდენობას; ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ; ზ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; ი) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე მათი დანამატების ოდენობებს და გაცემის წესს; კ) ამტკიცებს რექტორის მოადგილე – შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს; ლ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას; მ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.
მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა აკადემიის სტრუქტურა შედგება: ა) მართვის ორგანოებისაგან (მმართველი სუბიექტები); ბ) შტაბისაგან; გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან: გ.ა) ბაკალავრიატი; გ.ბ) მაგისტრატურა. დ) საგანმანათლებლო ერთეულებისგან: დ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); დ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი; დ.გ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა; დ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); დ.ე) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); დ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი; დ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება; დ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრი. ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან; ვ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან; ზ) შიდა აუდიტის სამსახურისგან; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან; ი) საგამოცდო ცენტრისაგან; კ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისგან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 71. ბაკალავრიატი 1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან. 2. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 4. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება. 5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 72. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი 1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი; ბ) იუნკერთა I კურსი; გ) იუნკერთა II კურსი; დ) იუნკერთა III კურსი; ე) იუნკერთა IV კურსი. 2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური. 3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მართვას; ბ) იუნკერთა სამხედრო მომზადების, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მონიტორინგს; გ) იუნკერთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლს; დ) იუნკერთათვის სამხედრო საქმის სწავლა-სწავლების ხარისხის ინტენსიურ ზრდას; ე) იუნკერთა პიროვნული და ზნეობრივი დონის ამაღლებას; ვ) სამხედრო სწავლების განხორციელებას; ზ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს; თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. იუნკერთა სასწავლო ბატალიონს და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 73. მაგისტრატურა 1. მაგისტრატურა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან. 2. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 3. მაგისტრატურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 5. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება. 6. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მაგისტრატურის ხელმძღვანელის, აკადემიის რექტორის და აკადემიის რექტორის მოადგილის წინაშე. 7. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსებს, რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 74. (ამოღებულია) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 75. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა 1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 3. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა უზრუნველყოფს: ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას; ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას; გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. 5. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლას და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 76. (ამოღებულია) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 77. (ამოღებულია) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 78. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი 1. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 3. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. 4. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 79. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება 1. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება არის აკადემიის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული. 2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს სპორტული სახეობების შესწავლას, ფიზიკური მომზადების დაგეგმვასა და განხორციელებას. 3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 710. დისტანციური სწავლების ცენტრი 1. დისტანციური სწავლების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 3. დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორციელების დაგეგმვას, ორგანიზებას, სასწავლო პროცესის მხარდაჭერასა და კონტროლს. 4. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 711. შიდა აუდიტის სამსახური 1. შიდა აუდიტის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას. 3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე. 4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 712. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 713. საგამოცდო ცენტრი 1. საგამოცდო ცენტრი არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს აკადემიაში ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას, საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფასა და მონიტორინგს. 3. საგამოცდო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 4. საგამოცდო ცენტრის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ. მუხლი 8. აკადემიის ბიბლიოთეკა 1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. აკადემიის ბიბლიოთეკის მიზნებია: ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება. 3. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. მუხლი 9. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები 1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან: ა) აკადემიური საბჭო; ბ) რექტორი; გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი; ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო; ა.გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელი; ა.დ) მაგისტრატურის საბჭო; ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ბ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). ბ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური; ბ.გ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). ბ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). ბ.ე) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი; ბ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი; ბ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი; ბ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი. 3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 10. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი 1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან. 2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან (გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი. 21. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით. 4. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა. 6. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

მუხლი 11. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი 1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო: ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და წარუდგენს რექტორს; ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესებს; ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს; თ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32); ი) (ამოღებულია - 21.04.2017, №32); კ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32); ლ) განიხილავს აკადემიის წესდების პროექტს; მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ნ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს; პ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს; ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს; რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს რექტორს; ტ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე მაგისტრატურის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას; უ) ამტკიცებს იუნკერთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს; უ1) ამტკიცებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს; უ2. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); უ3. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „მ“, „პ“, „ჟ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი; 3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32). 4. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 12. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა 1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ. 2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს რექტორი. 3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) მართვის ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი; გ) დამსწრეთა ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები; ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი. მუხლი 13. რექტორი 1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი. 2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 21. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); 3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32). 4. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. 6. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისა. 7. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. რექტორი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს. 71. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი), შვებულებაში გაშვებას. 8. რექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 9. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს. 10. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს. 11. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე პროექტს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს რექტორის ბრძანებით შექმნილი (მათ შორის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული) სამუშაო ჯგუფი. 12. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელ კონტრაქტს ამტკიცებს რექტორი. 13. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტს მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს რექტორი. 14) რექტორი მართავს აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 16.07.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 16.10.2023წ.
მუხლი 14. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი 1. რექტორი აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის მეშვეობით. 2. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 3. რექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. რექტორის პირველ მოადგილედ და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 5. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის წინაშე. 6. რექტორის მოადგილეებზე და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 15. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილება 1. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. 2. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი: ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს რექტორს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად; ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე; ზ) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს; თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, რექტორთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 16. შტაბის სტრუქტურა 1. შტაბი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) იურიდიული სამმართველო; ბ) ფინანსების მართვის სამმართველო; გ) შესყიდვების სამმართველო; დ) კანცელარია; ე) G-1 სამსახური; ვ) G-3/G-2 სამსახური; ზ) G-4 სამსახური; თ) G-5 სამსახური; ი) G-6 სამსახური; კ) უზრუნველყოფის სამსახური. 2. შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შტაბის დებულებით. 3. შტაბის დებულებას შეიმუშავებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 17. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის იუნკერები/მსმენელები. 2. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით. 3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად. 4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო 5 წლის ვადით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ. მუხლი 18. (ამოღებულია) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ. მუხლი 181. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია: ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია; ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა და აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართვა/კოორდინაცია; გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით; დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 08.11.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
თავი III ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 19. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო 1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები. 2. მაგისტრატურის წარმომადგენლობითი ორგანოა მაგისტრატურის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის მაგისტრატურის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი. 3. ბაკალავრიატის საბჭო: ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს; ბ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს; დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. მაგისტრატურის საბჭო: ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს მაგისტრატურის ბიუჯეტს; ბ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს მაგისტრატურის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს; დ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 5. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო უფლებამოსილია, თუ ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. 6. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 7. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 20. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი 1. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; დ) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 21. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი 1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/ დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი არის სამოქალაქო პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი. 3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი: ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
თავი IV აკადემიის პერსონალი მუხლი 22. პერსონალი აკადემიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამხედრო და დამხმარე თანამდებობები. მუხლი 23. აკადემიის აკადემიური პერსონალი 1. აკადემიის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი. 2. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 3. ასისტენტი მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით. 4. აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. მუხლი 24. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად. 3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. მუხლი 25. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს, არანაკლებ 5 წლის ვადით. 2. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა. 4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. 6. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 7. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესაბამისად, აკადემიაში შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. მუხლი 26. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად. მუხლი 27. აკადემიური წოდებები აკადემიური საბჭო დადგენილი წესის შესაბამისად, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ანიჭებს საპატიო დოქტორის წოდებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები 1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში წინამდებარე წესდების შესაბამისად; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) განახორციელოს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას აკადემიის წესდებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების მოთხოვნები; ბ) დაიცვას აკადემიის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ. მუხლი 29. აკადემიაში სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადაადგილება და თანამდებობიდან გათავისუფლება 1. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეს, აკადემიის რექტორის წარდგინებით, სამხედრო თანამდებობაზე ნიშნავს, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული სხვა უფლებები და მოვალეობები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. მუხლი 30. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი/ინსტრუქტორი და უფროსი მასწავლებელი/უფროსი ინსტრუქტორი. 4. მასწავლებელი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. აკადემია უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 31. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა. 4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით, რექტორის მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი V აკადემიის იუნკერი/მსმენელი მუხლი 32. აკადემიის იუნკერი 1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები. 2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 33. აკადემიაში იუნკერთა ჩარიცხვის წესი 1. აკადემიაში იუნკერის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს. 2. იუნკერის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. მუხლი 34. აკადემიაში მსმენელთა მოვლინების წესი პროფესიული განვითარების კურსებზე აკადემიაში მსმენელთა მოვლინება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკადემიის წლიური საგანმანათლებლო კვოტების შესაბამისად, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 35. იუნკერის/მსმენელის უფლებები იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში; გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესების შესაბამისად; დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები; ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. მუხლი 36. იუნკერის/მსმენელის ვალდებულებები იუნკერი/მსმენელი ვალდებულია: ა) აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა; ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს; გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას; დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას; ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ. მუხლი 37. იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 38. იუნკერის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა იუნკერის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ. თავი VI აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 39. აკადემიის ქონება 1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება. 2. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 3. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 40. აკადემიის ქონებით სარგებლობა 1. აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 41. აკადემიის დაფინანსება 1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) შემოწირულობები; ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 42. სახელმწიფო კონტროლი აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს აკადემიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აკადემიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 43. აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება 1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VII აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 44. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 45. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი აკადემიის წესდებაში ცვლილების პროექტს სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორი. |
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრისბრძანება №16
2017 წლის 14 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანდართული წესდება. |
+
მუხლი 2ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №48 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ’’. + მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია + საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება თავი I ზოგადი დებულებები+ მუხლი 1. რეგულირების სფერო |
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. აკადემიის სტატუსი 1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“. 2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. 3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 4. აკადემიას აქვს აკადემიის დროშა და ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
მუხლი 3. აკადემიის უფლებაუნარიანობა 1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად. 21. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. მუხლი 4. აკადემიის მისია აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 5. აკადემიის მიზნები და ამოცანები 1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია: ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრებისა და სხვა კადრების მომზადება; ბ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა; გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება; დ) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ვ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა; ზ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; თ) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა. 2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია: ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით და გასცემს შესაბამის დიპლომებს და სერტიფიკატებს; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას; დ)ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს; ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით; ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ზ)აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს; თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს; ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას; კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
თავი II აკადემიის სტრუქტურა და მართვა მუხლი 6. სამინისტროს კომპეტენცია აკადემიის მართვის სფეროში 1. სამინისტრო: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით , ამტკიცებს აკადემიის წესდებას; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვასა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ; დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე; ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში / მაგისტრატურაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა / მსმენელთა რაოდენობას; ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ; ზ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; ი) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე მათი დანამატების ოდენობებს და გაცემის წესს; კ) ამტკიცებს რექტორის მოადგილე – შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს; ლ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას; მ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.
მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა აკადემიის სტრუქტურა შედგება: ა) მართვის ორგანოებისაგან (მმართველი სუბიექტები); ბ) შტაბისაგან; გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან: გ.ა) ბაკალავრიატი; გ.ბ) მაგისტრატურა. დ) საგანმანათლებლო ერთეულებისგან: დ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); დ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი; დ.გ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა; დ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); დ.ე) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); დ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი; დ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება; დ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრი. ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან; ვ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან; ზ) შიდა აუდიტის სამსახურისგან; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან; ი) საგამოცდო ცენტრისაგან; კ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისგან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 71. ბაკალავრიატი🔗1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან. 2. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 4. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება. 5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 72. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი🔗1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი; ბ) იუნკერთა I კურსი; გ) იუნკერთა II კურსი; დ) იუნკერთა III კურსი; ე) იუნკერთა IV კურსი. 2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური. 3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მართვას; ბ) იუნკერთა სამხედრო მომზადების, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მონიტორინგს; გ) იუნკერთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლს; დ) იუნკერთათვის სამხედრო საქმის სწავლა-სწავლების ხარისხის ინტენსიურ ზრდას; ე) იუნკერთა პიროვნული და ზნეობრივი დონის ამაღლებას; ვ) სამხედრო სწავლების განხორციელებას; ზ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს; თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. იუნკერთა სასწავლო ბატალიონს და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 73. მაგისტრატურა🔗1. მაგისტრატურა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან. 2. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 3. მაგისტრატურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 5. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება. 6. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მაგისტრატურის ხელმძღვანელის, აკადემიის რექტორის და აკადემიის რექტორის მოადგილის წინაშე. 7. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსებს, რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 74. (ამოღებულია)🔗საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 75. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა🔗1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 3. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა უზრუნველყოფს: ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას; ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას; გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. 5. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლას და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 76. (ამოღებულია)🔗საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 77. (ამოღებულია)🔗საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 78. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი🔗1. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 3. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. 4. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 79. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება🔗1. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება არის აკადემიის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული. 2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს სპორტული სახეობების შესწავლას, ფიზიკური მომზადების დაგეგმვასა და განხორციელებას. 3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 710. დისტანციური სწავლების ცენტრი🔗1. დისტანციური სწავლების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 3. დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორციელების დაგეგმვას, ორგანიზებას, სასწავლო პროცესის მხარდაჭერასა და კონტროლს. 4. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 711. შიდა აუდიტის სამსახური🔗1. შიდა აუდიტის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას. 3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე. 4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 712. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური🔗1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 713. საგამოცდო ცენტრი🔗1. საგამოცდო ცენტრი არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს აკადემიაში ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას, საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფასა და მონიტორინგს. 3. საგამოცდო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 4. საგამოცდო ცენტრის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 8. აკადემიის ბიბლიოთეკა 1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. აკადემიის ბიბლიოთეკის მიზნებია: ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება. 3. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 9. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები 1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან: ა) აკადემიური საბჭო; ბ) რექტორი; გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი; ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო; ა.გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელი; ა.დ) მაგისტრატურის საბჭო; ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ბ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). ბ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური; ბ.გ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). ბ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). ბ.ე) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი; ბ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი; ბ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი; ბ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი. 3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 10. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი 1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან. 2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან (გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი. 21. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით. 4. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა. 6. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 11. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი 1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო: ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და წარუდგენს რექტორს; ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესებს; ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს; თ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32); ი) (ამოღებულია - 21.04.2017, №32); კ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32); ლ) განიხილავს აკადემიის წესდების პროექტს; მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ნ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს; პ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს; ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს; რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს რექტორს; ტ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე მაგისტრატურის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას; უ) ამტკიცებს იუნკერთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს; უ1) ამტკიცებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს; უ2. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); უ3. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „მ“, „პ“, „ჟ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი; 3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32). 4. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 12. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა 1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ. 2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს რექტორი. 3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) მართვის ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი; გ) დამსწრეთა ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები; ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი. მუხლი 13. რექტორი 1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი. 2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 21. (ამოღებულია - 20.05.2020, №43); 3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32). 4. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. 6. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისა. 7. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. რექტორი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს. 71. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი), შვებულებაში გაშვებას. 8. რექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 9. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს. 10. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს. 11. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე პროექტს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს რექტორის ბრძანებით შექმნილი (მათ შორის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული) სამუშაო ჯგუფი. 12. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელ კონტრაქტს ამტკიცებს რექტორი. 13. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტს მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს რექტორი. |
14) რექტორი მართავს აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
მუხლი 14. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი
1. რექტორი აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის მეშვეობით.
2. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. რექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. რექტორის პირველ მოადგილედ და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
5. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის წინაშე.
6. რექტორის მოადგილეებზე და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
მუხლი 15. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილება
1. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
2. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი:
ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს რექტორს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად;
ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე;
ზ) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს;
თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, რექტორთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
მუხლი 16. შტაბის სტრუქტურა
1. შტაბი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) იურიდიული სამმართველო;
ბ) ფინანსების მართვის სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო;
დ) კანცელარია;
ე) G-1 სამსახური;
ვ) G-3/G-2 სამსახური;
ზ) G-4 სამსახური;
თ) G-5 სამსახური;
ი) G-6 სამსახური;
კ) უზრუნველყოფის სამსახური.
2. შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შტაბის დებულებით.
3. შტაბის დებულებას შეიმუშავებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
მუხლი 17. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის იუნკერები/მსმენელები.
2. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად.
4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო 5 წლის ვადით.
მუხლი 18. (ამოღებულია)
მუხლი 181. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი🔗
1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია:
ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა და აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართვა/კოორდინაცია;
გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით;
დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
თავი III
ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება

მუხლი 19. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო
1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები.
2. მაგისტრატურის წარმომადგენლობითი ორგანოა მაგისტრატურის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის მაგისტრატურის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.
3. ბაკალავრიატის საბჭო:
ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს;
ბ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;
დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. მაგისტრატურის საბჭო:
ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს მაგისტრატურის ბიუჯეტს;
ბ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს მაგისტრატურის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;
დ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

5. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო უფლებამოსილია, თუ ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.
6. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
7. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
მუხლი 20. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი
1. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
დ) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 21. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი
1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/ დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი არის სამოქალაქო პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.
3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
თავი IV
აკადემიის პერსონალი
მუხლი 22. პერსონალი
აკადემიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამხედრო და დამხმარე თანამდებობები.
მუხლი 23. აკადემიის აკადემიური პერსონალი
1. აკადემიის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.
2. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
3. ასისტენტი მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით.
4. აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
მუხლი 24. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად.
3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
მუხლი 25. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს, არანაკლებ 5 წლის ვადით.
2. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.
4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
6. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
7. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესაბამისად, აკადემიაში შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
მუხლი 26. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები
აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად.
მუხლი 27. აკადემიური წოდებები
აკადემიური საბჭო დადგენილი წესის შესაბამისად, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ანიჭებს საპატიო დოქტორის წოდებას.
მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები
1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში წინამდებარე წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) განახორციელოს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას აკადემიის წესდებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას აკადემიის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.
მუხლი 29. აკადემიაში სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადაადგილება და თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეს, აკადემიის რექტორის წარდგინებით, სამხედრო თანამდებობაზე ნიშნავს, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული სხვა უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 30. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი/ინსტრუქტორი და უფროსი მასწავლებელი/უფროსი ინსტრუქტორი.
4. მასწავლებელი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. აკადემია უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
მუხლი 31. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა.
4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით, რექტორის მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
აკადემიის იუნკერი/მსმენელი
მუხლი 32. აკადემიის იუნკერი
1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები.
2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.
მუხლი 33. აკადემიაში იუნკერთა ჩარიცხვის წესი
1. აკადემიაში იუნკერის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს.
2. იუნკერის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.
მუხლი 34. აკადემიაში მსმენელთა მოვლინების წესი
პროფესიული განვითარების კურსებზე აკადემიაში მსმენელთა მოვლინება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკადემიის წლიური საგანმანათლებლო კვოტების შესაბამისად, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 35. იუნკერის/მსმენელის უფლებები
იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში;
გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესების შესაბამისად;
დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 36. იუნკერის/მსმენელის ვალდებულებები
იუნკერი/მსმენელი ვალდებულია:
ა) აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;
ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;
გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას;
დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას;
ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 37. იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა
იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 38. იუნკერის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა
იუნკერის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
თავი VI
აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 39. აკადემიის ქონება
1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება.
2. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
3. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 40. აკადემიის ქონებით სარგებლობა
1. აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 41. აკადემიის დაფინანსება
1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) შემოწირულობები;
ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 42. სახელმწიფო კონტროლი
აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს აკადემიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აკადემიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 43. აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VII
აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 44. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 45. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
აკადემიის წესდებაში ცვლილების პროექტს სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორი.
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №16
2017 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანდართული წესდება.🔗
+
მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №48 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ’’.🔗
+
მუხლი 3 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება
ზოგადი დებულებები
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. აკადემიის სტატუსი🔗
1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“.
2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.
3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
4. აკადემიას აქვს აკადემიის დროშა და ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
მუხლი 3. აკადემიის უფლებაუნარიანობა🔗
1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, თავდაცვის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, წინამდებარე წესდებისა და შიდა მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად.
21. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს.
21. თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 4. აკადემიის მისია🔗
აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 5. აკადემიის მიზნები და ამოცანები🔗
1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია:
ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრებისა და სხვა კადრების მომზადება;
ბ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;
გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
დ) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
ვ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ზ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა.
2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია:
ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით და გასცემს შესაბამის დიპლომებს და სერტიფიკატებს;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას;
დ)ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;
ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით;
ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
ზ)აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს;
თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს;
ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;
კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
აკადემიის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 6. სამინისტროს კომპეტენცია აკადემიის მართვის სფეროში🔗
1. სამინისტრო:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით , ამტკიცებს აკადემიის წესდებას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვასა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ;
დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე;
ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში / მაგისტრატურაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა / მსმენელთა რაოდენობას;
ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;
ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ;
ზ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;
ი) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე მათი დანამატების ოდენობებს და გაცემის წესს;
კ) ამტკიცებს რექტორის მოადგილე – შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს;
ლ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას;
მ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა🔗
აკადემიის სტრუქტურა შედგება:
ა) მართვის ორგანოებისაგან (მმართველი სუბიექტები);
ბ) შტაბისაგან;
გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან:
გ.ა) ბაკალავრიატი;
გ.ბ) მაგისტრატურა.
დ) საგანმანათლებლო ერთეულებისგან:
დ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79);
დ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი;
დ.გ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა;
დ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79);
დ.ე) (ამოღებულია - 30.11.2021, №79);
დ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი;
დ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება;
დ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრი.
ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან;
ზ) შიდა აუდიტის სამსახურისგან;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან;
ი) საგამოცდო ცენტრისაგან;
კ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისგან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 71. ბაკალავრიატი🔗
მუხლი 71. ბაკალავრიატი🔗
1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან.
2. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.
4. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება.
5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 72. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი🔗
მუხლი 72. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი🔗
1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი;
ბ) იუნკერთა I კურსი;
გ) იუნკერთა II კურსი;
დ) იუნკერთა III კურსი;
ე) იუნკერთა IV კურსი.
2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური.
3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს:
ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მართვას;
ბ) იუნკერთა სამხედრო მომზადების, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მონიტორინგს;
გ) იუნკერთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლს;
დ) იუნკერთათვის სამხედრო საქმის სწავლა-სწავლების ხარისხის ინტენსიურ ზრდას;
ე) იუნკერთა პიროვნული და ზნეობრივი დონის ამაღლებას;
ვ) სამხედრო სწავლების განხორციელებას;
ზ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;
თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას.
4. იუნკერთა სასწავლო ბატალიონს და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.
5. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 73. მაგისტრატურა🔗
მუხლი 73. მაგისტრატურა🔗
1. მაგისტრატურა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან.
2. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
3. მაგისტრატურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.
4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
5. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება.
6. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მაგისტრატურის ხელმძღვანელის, აკადემიის რექტორის და აკადემიის რექტორის მოადგილის წინაშე.
7. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსებს, რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 74. (ამოღებულია)🔗

მუხლი 75. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა🔗

1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.
2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
3. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა უზრუნველყოფს:
ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას;
ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას;
გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას.
4. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.
5. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლას და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 76. (ამოღებულია)🔗

მუხლი 77. (ამოღებულია)🔗

მუხლი 78. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი🔗

1. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.
2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
3. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს.
4. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 79. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება🔗

1. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება არის აკადემიის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული.
2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს სპორტული სახეობების შესწავლას, ფიზიკური მომზადების დაგეგმვასა და განხორციელებას.
3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 710. დისტანციური სწავლების ცენტრი🔗

1. დისტანციური სწავლების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.
2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
3. დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორციელების დაგეგმვას, ორგანიზებას, სასწავლო პროცესის მხარდაჭერასა და კონტროლს.
4. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 711. შიდა აუდიტის სამსახური🔗
მუხლი 711. შიდა აუდიტის სამსახური🔗
1. შიდა აუდიტის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.
2. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას.
3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.
4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 712. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური🔗

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 713. საგამოცდო ცენტრი🔗
მუხლი 713. საგამოცდო ცენტრი🔗
1. საგამოცდო ცენტრი არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.
2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს აკადემიაში ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას, საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფასა და მონიტორინგს.
3. საგამოცდო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.
4. საგამოცდო ცენტრის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 8. აკადემიის ბიბლიოთეკა🔗
1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.
2. აკადემიის ბიბლიოთეკის მიზნებია:
ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება.
3. (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 9. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები🔗
1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან:
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) რექტორი;
გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:
ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:
ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი;
ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო;
ა.გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელი;
ა.დ) მაგისტრატურის საბჭო;
ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:
ბ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
ბ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური;
ბ.გ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
ბ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79).
ბ.ე) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი;
ბ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი;
ბ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი;
ბ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი.
3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 10. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი🔗
1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.
2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან (გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი.
21. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.
4. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
6. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
მუხლი 11. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი🔗
1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო:
ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და წარუდგენს რექტორს;
ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესებს;
ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს;
თ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);
ი) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);
კ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);
ლ) განიხილავს აკადემიის წესდების პროექტს;
მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ნ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;
პ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს;
ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს;
რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ს) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს რექტორს;
ტ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე მაგისტრატურის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას;
უ) ამტკიცებს იუნკერთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;
უ1) ამტკიცებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს;

უ2. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);
უ2. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);
უ3. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);
უ3. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „მ“, „პ“, „ჟ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32).
4. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 12. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა🔗
1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.
2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს რექტორი.
3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) მართვის ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;
გ) დამსწრეთა ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;
ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი.
მუხლი 13. რექტორი🔗
1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი.
2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
21. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);
21. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);
3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32).
4. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
6. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისა.
7. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. რექტორი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს.
71. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი), შვებულებაში გაშვებას.

8. რექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
9. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.
10. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს.
11. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე პროექტს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს რექტორის ბრძანებით შექმნილი (მათ შორის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული) სამუშაო ჯგუფი.
12. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელ კონტრაქტს ამტკიცებს რექტორი.
13. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტს მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს რექტორი.
14) რექტორი მართავს აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 16.07.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 23.05.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 16.10.2023წ.
მუხლი 14. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი🔗
1. რექტორი აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის მეშვეობით.
2. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. რექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. რექტორის პირველ მოადგილედ და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
5. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის წინაშე.
6. რექტორის მოადგილეებზე და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 15. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილება🔗
1. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
2. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი:
ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს რექტორს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად;
ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე;
ზ) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს;
თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, რექტორთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 16. შტაბის სტრუქტურა🔗
1. შტაბი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) იურიდიული სამმართველო;
ბ) ფინანსების მართვის სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო;
დ) კანცელარია;
ე) G-1 სამსახური;
ვ) G-3/G-2 სამსახური;
ზ) G-4 სამსახური;
თ) G-5 სამსახური;
ი) G-6 სამსახური;
კ) უზრუნველყოფის სამსახური.
2. შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შტაბის დებულებით.
3. შტაბის დებულებას შეიმუშავებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 17. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური🔗
1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის იუნკერები/მსმენელები.
2. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად.
4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო 5 წლის ვადით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
მუხლი 18. (ამოღებულია)🔗
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
მუხლი 181. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი🔗
მუხლი 181. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი🔗
1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია:
ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა და აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართვა/კოორდინაცია;
გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით;
დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 08.11.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
მუხლი 19. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო🔗
1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები.
2. მაგისტრატურის წარმომადგენლობითი ორგანოა მაგისტრატურის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის მაგისტრატურის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.
3. ბაკალავრიატის საბჭო:
ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს;
ბ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;
დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. მაგისტრატურის საბჭო:
ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს მაგისტრატურის ბიუჯეტს;
ბ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს მაგისტრატურის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;
დ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
5. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო უფლებამოსილია, თუ ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.
6. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
7. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
მუხლი 20. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი🔗
1. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
დ) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 21. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი🔗
1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/ დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი არის სამოქალაქო პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.
3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
აკადემიის პერსონალი
მუხლი 22. პერსონალი🔗
აკადემიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამხედრო და დამხმარე თანამდებობები.
მუხლი 23. აკადემიის აკადემიური პერსონალი🔗
1. აკადემიის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.
2. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
3. ასისტენტი მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით.
4. აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 24. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი🔗
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად.
3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
მუხლი 25. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები🔗
1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს, არანაკლებ 5 წლის ვადით.
2. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.
4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
6. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
7. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესაბამისად, აკადემიაში შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 26. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები🔗
აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად.
მუხლი 27. აკადემიური წოდებები🔗
აკადემიური საბჭო დადგენილი წესის შესაბამისად, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ანიჭებს საპატიო დოქტორის წოდებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები🔗
1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში წინამდებარე წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) განახორციელოს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას აკადემიის წესდებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას აკადემიის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
მუხლი 29. აკადემიაში სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადაადგილება და თანამდებობიდან გათავისუფლება🔗
1. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეს, აკადემიის რექტორის წარდგინებით, სამხედრო თანამდებობაზე ნიშნავს, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული სხვა უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 30. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი🔗
1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი/ინსტრუქტორი და უფროსი მასწავლებელი/უფროსი ინსტრუქტორი.
4. მასწავლებელი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. აკადემია უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 31. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში🔗
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა.
4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით, რექტორის მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აკადემიის იუნკერი/მსმენელი
მუხლი 32. აკადემიის იუნკერი
მუხლი 32. აკადემიის იუნკერი/მაგისტრატურის მსმენელი🔗
1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები.
1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ეწოდება იუნკერი, ხოლო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს მსმენელი და მათზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები.
2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.
2. აკადემიის იუნკერთან/მაგისტრატურის მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 33. აკადემიაში იუნკერთა ჩარიცხვის წესი
მუხლი 33. აკადემიაში იუნკერთა/მაგისტრატურის მსმენელთა ჩარიცხვის წესი🔗
1. აკადემიაში იუნკერის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს.
1. აკადემიაში იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს.
2. იუნკერის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.
2. იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 34. აკადემიაში მსმენელთა მოვლინების წესი
მუხლი 34. აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მსმენელთა მოვლინების წესი🔗
პროფესიული განვითარების კურსებზე აკადემიაში მსმენელთა მოვლინება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკადემიის წლიური საგანმანათლებლო კვოტების შესაბამისად, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.
პროფესიული განვითარების კურსებზე აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელთა მოვლინება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკადემიის წლიური საგანმანათლებლო კვოტების შესაბამისად, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 35. იუნკერის/მსმენელის უფლებები🔗
იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში;
გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესების შესაბამისად;
დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 36. იუნკერის/მსმენელის ვალდებულებები🔗
იუნკერი/მსმენელი ვალდებულია:
ა) აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;
ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;
ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;
გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას;
დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას;
ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები;
ვ) ვალდებულია აიმაღლოს განათლების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებში ჩართულობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 37. იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა🔗
იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 38. იუნკერის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა
მუხლი 38. იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა🔗
იუნკერის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს/მაგისტრატურის მსმენელს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 39. აკადემიის ქონება🔗
1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება.
2. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
3. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 40. აკადემიის ქონებით სარგებლობა🔗
1. აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 41. აკადემიის დაფინანსება🔗
1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ა) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) შემოწირულობები;
დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 42. სახელმწიფო კონტროლი🔗
აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს აკადემიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აკადემიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 43. აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება🔗
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 44. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 45. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
აკადემიის წესდებაში ცვლილების პროექტს სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“, №16, 14.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016468 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3603670-13/