საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2017 ძალადაკარგული 30.12.2025
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №16

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანდართული წესდება.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
+



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება

 

თავი I

ზოგადი დებულებები


+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. აკადემიის სტატუსი

1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“.

2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.

3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

4. აკადემიას აქვს აკადემიის დროშა და ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

მუხლი 3. აკადემიის უფლებაუნარიანობა

1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

2​1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 4. აკადემიის მისია

აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსთვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, მაღალი აკადემიური და სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 5. აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია:

ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრებისა და სხვა კადრების მომზადება;

ბ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;

გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

დ) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;

ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ვ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ზ) აკადემიის მიზნების განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა.

2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია:

ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით და გასცემს შესაბამის დიპლომებს და სერტიფიკატებს;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს  და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას;

დ)ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;

ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით;

ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ზ)აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს;

თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს;

ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;

კ) ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.

თავი II

აკადემიის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 6. სამინისტროს კომპეტენცია აკადემიის მართვის სფეროში

1. სამინისტრო:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს აკადემიის წესდებას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვასა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ;

დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე;

ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში (შემდგომში – კოლეჯი)/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში/ენობრივი მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;

ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ;

ზ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;

ი) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის დანამატების ოდენობებს და მათი გაცემის წესს;

კ) ამტკიცებს აკადემიის შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს;

ლ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას;

მ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის  25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა

1. აკადემიის სტრუქტურა შედგება:

ა) მართვის ორგანოებისაგან;

ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან:

ბ.ა) ბაკალავრიატი;

ბ.ბ) კოლეჯი;

გ) საგანმანათლებლო ერთეულებისგან:

გ.ა) ენობრივი მომზადების სკოლა;

გ.ბ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა;

გ.გ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი;

დ) შტაბისაგან;

ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან;

ვ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 7​1. ბაკალავრიატი

1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან.

2. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.

4. ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები.

5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 7​2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი

1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს.

2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს:

ა) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას;

ბ) იუნკერთა პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური და პროფესიული დონის ამაღლებას;

გ) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას;

დ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას.

4. ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 8. აკადემიის ბიბლიოთეკა

1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. აკადემიის ბიბლიოთეკის მიზნებია:

ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება.

3. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

მუხლი 9. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები

1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან:

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) რექტორი;

გ) რექტორის პირველი მოადგილე;

დ) რექტორის მოადგილე;

ე) შტაბის უფროსი;

ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი;

ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო;

ა.გ) კოლეჯის მეთაური;

ა.დ) კოლეჯის საბჭო;

ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ბ.ა) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი;

ბ.ბ) ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი;

ბ.გ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური.

3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

მუხლი 10. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი

1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.

2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, კოლეჯიდან, იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, ენობრივი მომზადების სკოლიდან არჩეული/შერჩეული, თანაბარ პირთა რაოდენობა, არანაკლებ ორი წარმომადგენლისა. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო კოლეჯიდან, კოლეჯის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.

4. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.

6. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

მუხლი 11. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი

1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო:

ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და წარუდგენს რექტორს;

ბ) ბაკალავრიატის/კოლეჯის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს  მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესს;

ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს;

თ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);

ი) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);

კ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);

ლ) განიხილავს აკადემიის წესდების პროექტს;

მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ნ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეჯის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;

პ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს;

ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს;

რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს რექტორს;

ტ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე კოლეჯის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას;

უ) ამტკიცებს იუნკერთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო - კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

უ​1) ამტკიცებს აკადემიის შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს;

უ​2. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);

უ​3. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „მ“, „პ“, „ჟ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;

3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32).

4. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის  25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 12. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა

1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.

2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს რექტორი.

3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) მართვის ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;

გ) დამსწრეთა ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;

ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი.

მუხლი 13. რექტორი

1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე შტაბის უფროსი.

2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2​1. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);

3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32).

4. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

6. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა პერსონალს, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტებს და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

7. რექტორი ახორციელებს „აკადემიის“ მოსამსახურეების (პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას, სამხედრო მოსამსახურეებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით წარუდგენს მინისტრს.

8. რექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

9. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.

10. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს.

11. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე პროექტს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს რექტორის ბრძანებით შექმნილი (მათ შორის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული) სამუშაო ჯგუფი.

12. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელ კონტრაქტს ამტკიცებს რექტორი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის  25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 16.07.2020წ.

მუხლი 14. რექტორის მოადგილეები და შტაბის უფროსი

1. რექტორი აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და შტაბის უფროსის მეშვეობით.

2. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

3. რექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. რექტორის პირველ მოადგილედ და შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

5. რექტორის მოადგილეები და შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის წინაშე.

6. რექტორის მოადგილეებზე და შტაბის უფროსზე უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 15. შტაბის უფროსის უფლებამოსილება

1. შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხიმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

2. შტაბის უფროსი:

ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს რექტორს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად;

ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე;

ზ) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს;

თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, რექტორთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის  25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 16. შტაბის სტრუქტურა

1. შტაბი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) იურიდიული სამმართველო;

ბ) ფინანსების მართვის სამმართველო;

გ) შესყიდვების სამმართველო;

დ) კანცელარია;

ე) G-1 სამსახური;

ვ) G-3 სამსახური;

ზ) G-4 სამსახური;

თ) G-5 სამსახური;

ი) G-6 სამსახური;

კ) უზრუნველყოფის სამსახური.

2. შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შტაბის დებულებით.

3. შტაბის დებულებას შეიმუშავებს შტაბის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 17. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის იუნკერები/მსმენელები.

2. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.

3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად.

4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო 5 წლის ვადით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

მუხლი 18​1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

1. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია:

ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა ჩართვა/კოორდინაცია;

გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით;

დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 08.11.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

თავი III

ბაკალავრიატის/კოლეჯის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 19. კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭო

1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.

2. კოლეჯის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეჯის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კოლეჯის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, კურსის უფროსები და ინსტრუქტორები. 

3. ბაკალავრიატის საბჭო: 

ა) შეიმუშავებს და შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს;

ბ) (ამოღებულია - 25.12.2017, №96);

გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;  

დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის  სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;

ე) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის  წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის  დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;    

ვ) (ამოღებულია - 25.12.2017, №96);

ზ) (ამოღებულია - 25.12.2017, №96);

თ) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. კოლეჯის საბჭო:

ა) შეიმუშავებს და შტაბის უფროსს წარუდგენს კოლეჯის ბიუჯეტს;

ბ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს კოლეჯის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს კოლეჯის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;

დ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს კოლეჯის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

5. კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭო უფლებამოსილია, თუ კოლეჯის/ბაკალავრიატის  საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

6. კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

7. კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კოლეჯის/ბაკალავრიატის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 20. კოლეჯის მეთაური/ბაკალავრიატის ხელმძღვანელი

1. კოლეჯის მეთაური არის აკადემიის კოლეჯის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის აკადემიის ბაკალავრიატის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. კოლეჯის მეთაური/ბაკალავრიატის ხელმძღვანელი:

ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

დ) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. კოლეჯის მეთაურის/ბაკალავრიატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

მუხლი 21. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი

1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) შეიმუშავებს და შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

თავი IV

აკადემიის პერსონალი

მუხლი 22. პერსონალი

აკადემიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამხედრო და დამხმარე თანამდებობები.

მუხლი 23. აკადემიის აკადემიური პერსონალი

1. აკადემიის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.

2. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

3. ასისტენტი მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით.

4. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

მუხლი 24. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

მუხლი 25. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილებადა რომელიც აკმაყოფილებს აკადემიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს, არანაკლებ 5 წლის ვადით.

2. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.

4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.

6. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

7. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიაში შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

მუხლი 26. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად.                                            

მუხლი 27. აკადემიური წოდებები

აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.

მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები

1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში წინამდებარე წესდების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) განახორციელოს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას აკადემიის წესდებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას აკადემიის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

მუხლი 29. აკადემიის სამხედრო პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადაადგილება და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. აკადემიის სამხედრო პერსონალს, აკადემიის რექტორის წარდგინებით, აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან დამხმარე სამხედრო თანამდებობაზე ნიშნავს, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემიის სამხედრო პერსონალზე დამატებით ვრცელდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული სხვა უფლებები და მოვალეობები.

მუხლი 30. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, კოლეჯის მეთაური, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი, ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი/ინსტრუქტორი და უფროსი მასწავლებელი/უფროსი ინსტრუქტორი.

4. მასწავლებელი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.

6. აკადემია უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის  25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 31. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში

1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა.

4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით, რექტორის მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V

აკადემიის იუნკერი/მსმენელი

მუხლი 32. აკადემიის იუნკერი

1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები.

2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, კოლეჯის/ბაკალავრიატის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

მუხლი 33. აკადემიაში იუნკერთა ჩარიცხვის წესი

1. აკადემიაში იუნკერის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს.

2. იუნკერის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.

მუხლი 34. აკადემიაში მსმენელთა მოვლინების წესი

პროფესიული განვითარების კურსებზე აკადემიაში მსმენელთა მოვლინება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკადემიის წლიური საგანმანათლებლო კვოტების შესაბამისად, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 35. იუნკერის/მსმენელის უფლებები

იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში;

გ) ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;

ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 36. იუნკერის/მსმენელის ვალდებულებები

იუნკერი/მსმენელი ვალდებულია:

ა) აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;

ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ  პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;

გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას;

დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას;

ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.

მუხლი 37. იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა

იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 38. იუნკერის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა

იუნკერის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების, აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.

თავი VI

აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 39. აკადემიის ქონება

1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება.

2. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

3. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 40. აკადემიის ქონებით სარგებლობა

1. აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 41. აკადემიის დაფინანსება

1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) შემოწირულობები;

ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 42. სახელმწიფო კონტროლი

აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს აკადემიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აკადემიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარდგენა.

მუხლი 43. აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება

1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

თავი VII

აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 44. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 45. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

აკადემიის წესდებაში ცვლილების პროექტს სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს  რექტორი.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“, №16, 14.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016468 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3603670-7/