საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2017 ძალადაკარგული 30.12.2025
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №16

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ


მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანდართული წესდება.
მუხლი 2
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება

 

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. აკადემიის სტატუსი

1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“.

2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.

3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

4. აკადემიას აქვს აკადემიის დროშა და ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  25 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.

მუხლი 3. აკადემიის უფლებაუნარიანობა

1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

21. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.

მუხლი 4. აკადემიის მისია

აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 5. აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია:

ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრებისა და სხვა კადრების მომზადება;

ბ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;

გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

დ) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;

ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ვ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ზ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; 

თ) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა.

2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია:

ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს; 

ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით და გასცემს შესაბამის დიპლომებს და სერტიფიკატებს;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს  და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას;

დ)ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;

ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით;

ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ზ)აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს;

თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს;

ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;

კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას; 

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №106- ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

თავი II

აკადემიის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 6. სამინისტროს კომპეტენცია აკადემიის მართვის სფეროში

1. სამინისტრო:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით , ამტკიცებს აკადემიის წესდებას; 

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვასა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ;

დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე;

ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში / მაგისტრატურაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა / მსმენელთა რაოდენობას; 

ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ;

ზ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;

ი) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის დანამატების ოდენობებს და მათი გაცემის წესს;

კ) ამტკიცებს რექტორის მოადგილე – შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს;

ლ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას;

მ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის  25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა

აკადემიის სტრუქტურა შედგება:

ა) მართვის ორგანოებისაგან;

ბ) შტაბისაგან;

გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან:

გ.ა) ბაკალავრიატი;

გ.ბ)  მაგისტრატურა.

დ) საგანმანათლებლო ერთეულებისგან:

დ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); 

დ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი;

დ.გ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა;

დ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); 

დ.ე) (ამოღებულია - 30.11.2021, №79); 

დ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი;

დ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური;

დ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრი.

ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან;

ზ) შიდა აუდიტის სამსახურისგან;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისაგან;

ი) საგამოცდო ცენტრისაგან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 71. ბაკალავრიატი

1. ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან და ენობრივი მომზადების განყოფილებისაგან.

2. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

3. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ბაკალავრიატის ხელმძღვანელის, რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.

4. ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები.

5. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულების უფროსებს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 72. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი

1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი;

ბ) იუნკერთა I კურსი;

გ) იუნკერთა II კურსი;

დ) იუნკერთა III კურსი;

ე) იუნკერთა IV კურსი.

2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური.

3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს:

ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მართვას;

ბ) იუნკერთა სამხედრო მომზადების, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მონიტორინგს;

გ) იუნკერთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლს;

დ) იუნკერთათვის სამხედრო საქმის სწავლა-სწავლების ხარისხის ინტენსიურ ზრდას;

ე) იუნკერთა პიროვნული და ზნეობრივი დონის ამაღლებას;

ვ) სამხედრო  სწავლების განხორციელებას;

ზ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა  მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას.

4. იუნკერთა სასწავლო ბატალიონს და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.

5. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 73. მაგისტრატურა

1. მაგისტრატურა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან.

2. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

3. მაგისტრატურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 

4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 7​4. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 7​5. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა

1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.

2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

3. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა უზრუნველყოფს:

ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას;

ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას;

გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას.

4. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.

5. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლას და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 7​6. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 7​7. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 7​8. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი

1. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.

2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

3. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს.

4. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 7​9. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური

1. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.

2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური უზრუნველყოფს სპორტული სახეობების შესწავლას, ფიზიკური მომზადების დაგეგმვასა და განხორცილებას. 

4. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 710. დისტანციური სწავლების ცენტრი

1. დისტანციური სწავლების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.

2. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

3. დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორციელების დაგეგმვას, ორგანიზებას, სასწავლო პროცესის მხარდაჭერასა და კონტროლს. 

4. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 711. შიდა აუდიტის სამსახური

1.  შიდა აუდიტის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას.

3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.

4. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.
მუხლი 7​12. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.

მუხლი 713. საგამოცდო ცენტრი

1. საგამოცდო ცენტრი არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს აკადემიაში ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას, საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფასა და მონიტორინგს.

3. საგამოცდო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.

4. საგამოცდო ცენტრის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.

მუხლი 8. აკადემიის ბიბლიოთეკა

1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. აკადემიის ბიბლიოთეკის მიზნებია:

ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება.

3. (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 9. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები

1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან:

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) რექტორი;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 

2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი;

ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო;

ა.გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელი;

ა.დ) მაგისტრატურის საბჭო;

ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ბ.ა) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

ბ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური;

ბ.გ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

ბ.დ) (ამოღებულია - 30.11.2021, №79). 

ბ.ე) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი;

ბ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი;

ბ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის უფროსი;

ბ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი.

3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 10. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი

1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.

2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან, სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული ერთი წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 

3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.

4. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.

6. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 11. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი

1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო:

ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და წარუდგენს რექტორს;

ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; 

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესებს; 

ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს;

თ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);

ი) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);

კ) (ამოღებულია - 21.04.2017, №32);

ლ) განიხილავს აკადემიის წესდების პროექტს;

მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ნ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;

პ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს;

ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს;

რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს რექტორს;

ტ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე მაგისტრატურის  წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას;

უ) ამტკიცებს იუნკერთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს; 

უ​1) ამტკიცებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს;

უ2. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);

უ3. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „მ“, „პ“, „ჟ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;

3. (ამოღებულია - 21.04.2017, №32).

4. (ამოღებულია - 20.05.2020, №43);

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  21 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის  25 ივნისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20  მაისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 21.05.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 04.11.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 01.12.2021წ.

მუხლი 12. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა

1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.

2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარე

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“, №16, 14.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016468 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3603670-9/