სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა, მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
გ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა (გარდა ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ასევე უზრუნველყონ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.
|
[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.
|
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
|
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №604 2017 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ+
+
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა:
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა, მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
+
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამავე დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
დანართი №1+
კოდი დასახელება 16100000 სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის 16300000 მოსავლის ასაღები მანქანები 16500000 ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის 16600000 სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები 16700000 ტრაქტორები 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები 32200000 რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა 32300000 ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა 32400000 ქსელები 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები 34200000 სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები 35410000 ჯავშნიანი სამხედრო მანქანები 37300000 მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები 39100000 ავეჯი[1] 39700000 საოჯახო ტექნიკა1 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები 42511000 სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები 42512000 ჰაერის კონდიცირების საშუალებები 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები 43100000 სამთო მანქანა-დანადგარები 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები 43500000 მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები 48500000 საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები [1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.+
დანართი №2საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
კოდი დასახელება 45100000ადგილის/სამშენებლო მოედნის მოსამზადებელი სამუშაო
45200000სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
45300000სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები
45400000შენობის მოწყობის სამუშაოები
71200000არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
71300000საინჟინრო მომსახურებები.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №604
2017 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები (დანართი №1), რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა:
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
გ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა (გარდა ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ასევე უზრუნველყონ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
მუხლი 21 ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლით განსაზღვრულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას უნდა დაურთონ:🔗
ა) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე, რომელიც აერთიანებს მინიმუმ ხუთი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ ხუთი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;
ბ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;
გ) ადმინისტრაციული შენობის აგების/ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ამ დადგენილების დანართებით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში შემავალი ობიქტების შესყიდვას, შესაბამისი შესყიდვის საჭიროება და მისი დასაბუთება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
მუხლი 22
ამ დადგენილების პირველი მუხლითა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობისგან წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან საქართველოს მთავრობისთვის ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც:
ა) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციის მიზნით მიღებულ დოკუმენტაციას უგზავნის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
ბ) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა;
გ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
მუხლი 3🔗
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამავე დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) ამ დადგენილების 22 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის საკუთარი პოზიციის მიწოდება დოკუმენტაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში;
ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ელექტრონული პროგრამის შესაბამის ველში წინასწარი თანხმობის მისაღებად ატვირთული საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით საქართველოს მთავრობის წევრებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში;
გ) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლების მიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
მუხლი 4
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.
დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
მუხლი 5
საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
დანართი №1
+
კოდი
დასახელება
16100000
სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის
16300000
მოსავლის ასაღები მანქანები
16500000
ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები
სოფლის მეურნეობისათვის
16600000
სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები
16700000
ტრაქტორები
30200000
კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
31100000
ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
32200000
რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა
32300000
ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
32400000
ქსელები
34100000
ავტოსატრანსპორტო საშუალებები
34200000
სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები
35410000
ჯავშნიანი სამხედრო მანქანები
37300000
მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები
39100000
ავეჯი[1]
39700000
საოჯახო ტექნიკა1
42400000
ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
42511000
სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები
42512000
ჰაერის კონდიცირების საშუალებები
42900000
სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
43100000
სამთო მანქანა-დანადგარები
43200000
მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები
43300000
სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
43500000
მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები
48100000
პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
48200000
ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
48500000
საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები
48600000
მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
48800000
საინფორმაციო სისტემები და სერვერები
48900000
სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.
+
დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
კოდი
დასახელება
45100000
ადგილის/სამშენებლო მოედნის მოსამზადებელი სამუშაო
45200000
სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
45300000
სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები
45400000
შენობის მოწყობის სამუშაოები
71200000
არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
71300000
საინჟინრო მომსახურებები.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, №604, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020314 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3976973-2/