სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №604 |
|
2017 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.
|
[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.
|
+
ქ. თბილისი
+
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები (დანართი №1), რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა:
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
გ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა (გარდა ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ასევე უზრუნველყონ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
მუხლი 21
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლით განსაზღვრულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას უნდა დაურთონ:
ა) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე, რომელიც აერთიანებს მინიმუმ ხუთი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ ხუთი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;
ბ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;
გ) ადმინისტრაციული შენობის აგების/ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ამ დადგენილების დანართებით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში შემავალი ობიქტების შესყიდვას, შესაბამისი შესყიდვის საჭიროება და მისი დასაბუთება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
მუხლი 22
ამ დადგენილების პირველი მუხლითა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობისგან წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან საქართველოს მთავრობისთვის ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც:
ა) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციის მიზნით მიღებულ დოკუმენტაციას უგზავნის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
ბ) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა;
გ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა, სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 3🔗
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) ამ დადგენილების 22 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის საკუთარი პოზიციის მიწოდება დოკუმენტაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში;
ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ელექტრონული პროგრამის შესაბამის ველში წინასწარი თანხმობის მისაღებად ატვირთული საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით საქართველოს მთავრობის წევრებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში;
გ) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლების მიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა: ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა; გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №464 – ვებგვერდი, 13.09.2018წ.
+
საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+
მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები
[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.
+
დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 23.05.2018წ.
კოდი
დასახელება
45100000
ადგილის/სამშენებლო მოედნის მოსამზადებელი სამუშაო
45200000
სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
45300000
სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები
45400000
შენობის მოწყობის სამუშაოები
71200000
არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
71300000
საინჟინრო მომსახურებები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 29.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №604. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.10.003.020314.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, №604, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020314 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3976973/