სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2017 ბოლო ცვლილება 26.10.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№604
სარეგისტრაციო კოდი
040090000.10.003.020314
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №604

2017 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

+
მუხლი 1
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები (დანართი №1), რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი  მუხლით  განსაზღვრული სუბიექტების  გარდა:

ა)  სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;

ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

გ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა (გარდა ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ასევე უზრუნველყონ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17  აპრილის დადგენილება №183  – ვებგვერდი, 18.04.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის  დადგენილება №241  – ვებგვერდი, 23.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის  დადგენილება №464  – ვებგვერდი, 13.09.2018წ.

+
მუხლი 2​1
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლით განსაზღვრულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას უნდა დაურთონ:

ა) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე, რომელიც აერთიანებს მინიმუმ ხუთი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ ხუთი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;

ბ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;

გ) ადმინისტრაციული შენობის აგების/ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ამ დადგენილების დანართებით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში შემავალი ობიქტების შესყიდვას, შესაბამისი შესყიდვის საჭიროება და მისი დასაბუთება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის  დადგენილება №464  – ვებგვერდი, 13.09.2018წ.

+
მუხლი 2​2
ამ დადგენილების პირველი მუხლითა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობისგან წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან საქართველოს მთავრობისთვის ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც:

ა) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციის მიზნით მიღებულ დოკუმენტაციას უგზავნის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;

ბ) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა;

გ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის  დადგენილება №464  – ვებგვერდი, 13.09.2018წ.

+
მუხლი 3
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ამ დადგენილების 2​2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის საკუთარი პოზიციის მიწოდება დოკუმენტაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში;

ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ელექტრონული პროგრამის შესაბამის ველში წინასწარი თანხმობის მისაღებად ატვირთული საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით საქართველოს მთავრობის წევრებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში;

გ) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლების მიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის  დადგენილება №241  – ვებგვერდი, 23.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის  დადგენილება №464  – ვებგვერდი, 13.09.2018წ.

+
მუხლი 4
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:

ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების (დონორები) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა.

დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის  დადგენილება №464  – ვებგვერდი, 13.09.2018წ.

+
მუხლი 5
საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



დანართი №1

+

კოდი

დასახელება

16100000

სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის

16300000

მოსავლის ასაღები მანქანები

16500000

ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები

სოფლის მეურნეობისათვის

16600000

სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები

16700000

ტრაქტორები

30200000

კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

31100000

ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

32200000

რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა

32300000

ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

32400000

ქსელები

34100000

ავტოსატრანსპორტო საშუალებები

34200000

სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები

35410000

ჯავშნიანი სამხედრო მანქანები

37300000

მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები

39100000

ავეჯი[1]

39700000

საოჯახო ტექნიკა1

42400000

ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

42511000

სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები

42512000

ჰაერის კონდიცირების საშუალებები

42900000

სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები

43100000

სამთო მანქანა-დანადგარები

43200000

მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები

43300000

სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები

43500000

მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები  

48100000

პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები

48200000

ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები

48500000

საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები

48600000

მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები

48800000

საინფორმაციო სისტემები და სერვერები

48900000

სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

 

[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს.

 


+
დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის  დადგენილება №241  – ვებგვერდი, 23.05.2018წ.


კოდი

დასახელება

45100000

ადგილის/სამშენებლო მოედნის მოსამზადებელი სამუშაო

45200000

სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

45300000

სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები

45400000

შენობის მოწყობის სამუშაოები

71200000

არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

71300000

საინჟინრო მომსახურებები.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, №604, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020314 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3976973-3/