ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2017 ბოლო ცვლილება 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№605
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.020315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №605

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსისა  და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ  მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები“ (შემდგომში – წესი).
+
მუხლი 2
ბიზნესოპერატორი, რომელიც  მე-3 კატეგორიის მასალიდან აწარმოებს შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებულ საკვებს, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2018 წლის პირველი მაისიდან.
+
მუხლი 2​1
თევზის ფქვილის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2019 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.

+
მუხლი 3
ამ  დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ ექსპლუატაციაში მყოფ მოქმედ წვის საამქროებზე წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები გავრცელდეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
+
მუხლი 4
დადგენილება, ამ დადგენილების მე-2 და 2 ​1 მუხლების  მხედველობაში მიღებით, ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“, №605, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020315 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3977566-1/