ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2017 ბოლო ცვლილება 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№605
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.020315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №605

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსისა  და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ  მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები“ (შემდგომში – წესი).
მუხლი 2
ბიზნესოპერატორი, რომელიც  მე-3 კატეგორიის მასალიდან აწარმოებს შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებულ საკვებს, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2018 წლის პირველი მაისიდან.
მუხლი 21
თევზის ფქვილის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2019 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.

მუხლი 22
შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვების, შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვების, ძაღლის საღრღნელი ძვლის, მატყლის, ტყავისა და კანის  მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2020 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 23
მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან (მადპ) დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 24
ცხოველთა სასაკლაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები, გარდა სისხლთან დაკავშირებული მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 25
დადგენილების    მე-2,  21  – 23   მუხლებით განსაზღვრული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 26
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის  45-ე მუხლის     მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 3
ამ  დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ ექსპლუატაციაში მყოფ მოქმედ წვის საამქროებზე წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები გავრცელდეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
მუხლი 4
დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2, 21 – 24     მუხლებისა და ამ მუხლებთან დაკავშირებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“, №605, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020315 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3977566-2/