ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №605
2017 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესები“ (შემდგომში – წესი).
+
მუხლი 2
ბიზნესოპერატორი, რომელიც მე-3 კატეგორიის მასალიდან აწარმოებს შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებულ საკვებს, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2018 წლის პირველი მაისიდან.
+
მუხლი 21
თევზის ფქვილის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2019 წლის პირველი ივლისიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
+
მუხლი 22
შინაური ბინადარი ცხოველის ნედლი საკვების, შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვების, ძაღლის საღრღნელი ძვლის, მატყლის, ტყავისა და კანის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას 2020 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 23
მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან (მადპ) დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 24
ცხოველთა სასაკლაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები, გარდა სისხლთან დაკავშირებული მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 25
დადგენილების მე-2, 21 – 23 მუხლებით განსაზღვრული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 26
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
+
მუხლი 27
დადგენილების 25 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 აპრილის დადგენილება №226 – ვებგვერდი, 09.04.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
+
მუხლი 28
დადგენილების 24 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2022 წლის პირველ იანვრამდე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
+
მუხლი 29 რესტორნიდან, სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან და სამზარეულოდან მიღებულ გამოყენებულ კულინარიულ ცხიმებთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.🔗
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №428 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
+
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ ექსპლუატაციაში მყოფ მოქმედ წვის საამქროებზე წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები გავრცელდეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
+
მუხლი 4
დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2, 21 – 24 მუხლებისა და ამ მუხლებთან დაკავშირებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“, №605, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020315 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3977566-5/