საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (10)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
2. „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.
|
ზოგადი დებულებანი
საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზოგადი საფუძვლები
მუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო
1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი). 2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა. 3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა. მუხლი 2. მთავრობის საქმიანობა
1. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. 2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. 3. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე. მუხლი 3. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით. 2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით. მუხლი 4. მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა). 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად. 3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. 4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში. 5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები. 6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად. 7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ. 8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახებ. მუხლი 5. პრემიერ-მინისტრი
1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობას და მთავრობის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. 2. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. მუხლი 6. მთავრობის ადმინისტრაცია
1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით. 2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. 3. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი). მუხლი 7. მთავრობის სამართლებრივი აქტები
1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. 2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, წინასწარი შეთანხმების, შეთანხმების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის მიერ მისი კონტრასიგნაციის თაობაზე მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით. 6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა. კარი II
მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი თავი II
სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებისა და ინიციირების წესი მუხლი 8. სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირების უფლება
1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება): ა) სამინისტროებს; ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს; გ) პრეზიდენტს; დ) მთავრობის ადმინისტრაციას; ე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს; ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას; ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს; მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით. 4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 9. პროექტის ინიციირების წესი
1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას. მუხლი 10. პროექტი და მასზე თანდართული მასალები
1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროექტს. 2. პროექტს თან უნდა ერთოდეს: ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი; ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი დანართ №11-ის შესაბამისად; ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს: ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში); ბ.ბ) ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი; ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
თავი III
პროექტის მთავრობის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების წესი მუხლი 11. პროექტის შეთანხმების პროცედურა
1. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. 2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ: ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები; ბ) არ ეთანხმებიან პროექტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად. 4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება. 5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების მიზნით იგივე პროექტი. 6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
მუხლი 12. პროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა
1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარდგენის თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს. 2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში. 3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე. 4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი პროექტები განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე. 5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას, რისთვისაც პროექტი გადაეცემა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი). 6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებსა და სამართლის ზოგად პრინციპებთან. 7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის). 8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება. 9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე; ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ; გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის განსახილველ პროექტს. 11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ. 12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა. თავი IV
მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წესი მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო
1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც. 2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 10:00 საათი. 3. მთავრობის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს), ასევე მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ. 2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტი. მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება
1. მთავრობის სხდომას ესწრებიან: ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები; ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი; გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ე1) პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი; ვ) მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ზ) მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; თ) მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას. 2. პრეზიდენტი უფლებამოსილია დაესწროს მთავრობის სხდომას: ა) თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა. აღნიშნული საკითხის განხილვას აგრეთვე ესწრებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები; ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის შემთხვევაში. 3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში. 4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №361 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა
1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს. 2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა. 3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასაბუთებული თხოვნით, პრემიერ‑მინისტრს შეუძლია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი. 4. დღის წესრიგს არ დაემატება: ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები; ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა; გ) კანონპროექტ(ებ)ი; დ) საერთაშორისო ხელშეკრულება. 5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად. 6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პროექტის შემთხვევაში – 15 წუთს. 7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება
1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევრისა. 2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მთავრობის სხდომის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 18. მთავრობის სხდომაზე მიღებული აქტის ხელმოწერა
1. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ინიციატორი უწყების მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. თავი V
პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების წესი მუხლი 19. პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების პროცედურა
1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“). 3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად და იგი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები“. მუხლი 20. პროექტის ხელმოწერა
პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში. თავი VI
მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წესი მუხლი 21. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება
1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს. 2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას. მუხლი 22. სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა
1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებას და იმ დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამართლებრივ აქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ან რომელთა კომპეტენციაც დგინდება აღნიშნული სამართლებრივი აქტით. 2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი, უფლებამოსილი პირის წარდგინებით, იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – პრეზიდენტის ადმინისტრაცია). 3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე. კარი III
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესი და ურთიერთობა პარლამენტთან თავი VII
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა მუხლი 23. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა
1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმების მიხედვით. 2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში. 3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმები დგება სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით. 4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. 5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე. 6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაზე. 7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახულ უნდა იქნეს: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობლემის არსი და ანალიზი); გ) კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის გადაჭრის გზა); დ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ; ე) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ; ვ) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი. 8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის სასესიო პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. 9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება. 11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა, როგორც წესი, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. მუხლი 24. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა
1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას. 2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება. მუხლი 25. ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონროექტის გამოქვეყნების ვალდებულება
ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ამ რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. მუხლი 26. კონტროლი
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ან/და მთავრობის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. თავი VIII
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირების წესი მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება). მუხლი 28. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების წესი
1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას. მუხლი 29. კანონპროექტი და მასზე თანდართული მასალები
1. ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს. 2. კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება; დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენლი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. 4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია. თავი IX
კანონპროექტის შეთანხმების წესი მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან წინასწარი შეთანხმების პროცედურა
1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად. 4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია. 5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
მუხლი 31. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე. 2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს). 3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს: ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით); ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი; გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს: ა) კანონპროექტის სახელწოდება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება; გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები; დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი. 5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე. 6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა. მუხლი 32. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმება
1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს კანონპროექტის შესწავლას როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. 2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან). 4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით. 5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე; გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 7. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ: ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან; გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს. 71. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმება. 8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას. 9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №584 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
მუხლი 33. მთავრობის საპარლამენტო მდივანთან კანონპროექტის განხილვის პროცედურები
1. კანონპროექტის განხილვა ხორციელდება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით. 2. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებენ: ა) კანონპროექტის ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორი ან/და ინიციატორი უწყების შესაბამისი თანამშრომელი; ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით; გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი. 3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე; დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. თავი X
კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების წესი მუხლი 34. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“. 2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. 3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა. 4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 35. მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი
ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების შედეგი და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. თავი XI
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის, შეთანხმებისა და პარლამენტში წარდგენის წესი მუხლი 36. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა
1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს. 2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით. 3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით. 4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის ადმინისტრაციაში. 6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს. მუხლი 37. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის წესი
1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა) შეთანხმებიდან, ხოლო მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტს. 2. ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი: ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; გ) საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით; დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით. 4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; დ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება; ე) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. 6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით. 7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული/გამარტივებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა. 8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თავი XII
მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი მუხლი 38. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას. 2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს. 3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში. 5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად. მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლამენტში წარდგენა
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით. 2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას. 3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები. თავი XIII
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი მუხლი 40. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტი. 2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები. თავი XIV
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა მუხლი 41. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შეთანხმების წესი
1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს. 3. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არაუგვიანეს 20 ივნისისა, მთავრობას ეგზავნება პარლამენტის კომიტეტების დასკვნები. 5. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს. 6. მთავრობა, არაუგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს. 7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პარლამენტს წარედგინება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას. მუხლი 42. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შეთანხმების წესი
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს პარლამენტში წარსადგენად. 8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. 9. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 10. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 11. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს პარლამენტში წარსადგენად. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით. 12. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. 13. პარლამენტიდან არაუგვიანეს 15 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე. 14. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის შესაბამისი დოკუმენტების საბოლოო ვარიანტებს. 15. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. 16. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 17. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. მუხლი 43. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარსადგენად. 5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 7. პარლამენტიდან 7 დღის ვადაში წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე დასკვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენად. 9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით. 10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. თავი XV
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების წესი მუხლი 44. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების პროცედურა
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს მთავრობას. 2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მთავრობა წამყვან კომიტეტს წარუდგენს თავის შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით. 3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში. 5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე პოზიცია: „თანხმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად. მუხლი 45. მთავრობის დასკვნის მომზადება და წარდგენა პარლამენტში
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების გათვალისწინებით ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით. 2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის დასკვნის მომზადებას. 3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ამავე რეგლამენტის შესაბამისად, იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ასევე მთავრობის წარმომადგენელს. 5. პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს მთავრობას. 6. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 1 კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დასკვნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან დაკავშირებით. თავი XVI
მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე მუხლი 46. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში
1. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში პარლამენტს წარედგინება წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში. 2. პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. 3. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის უწყებებიდან გამოთხოვასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. კარი IV
მთავრობის ურთიერთობა პრეზიდენტთან თავი XVII
კონტრასიგნაცია მუხლი 47. პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში. 4. კონტრასიგნაციის შემთხვევაში, სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. 5. პრეზიდენტის კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხეა მთავრობა. მუხლი 48. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას
1. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები; ბ) პრეზიდენტის ბრძანება, გარდა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა. 2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება: ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნასა და მის დათხოვნას კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას; ბ) კანონის ხელმოწერასა და გამოქვეყნებას, აგრეთვე პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას; გ) კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებასა და გადაყენებას, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) სასამართლოსთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას; ე) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენებასა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას; თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას; ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით; კ) პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას; ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას; მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას. მუხლი 49. კონტრასიგნაციის განხორციელების წესი
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით. 3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 4. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებრივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე. 5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კონტრასიგნაციისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად. 6. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. 7. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს. 8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა კონტრასიგნაციისათვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. 9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს. 10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. 11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა. 12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 50. კონტრასიგნაცია დაჩქარებული წესით
1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაცია. 2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 3. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს. 4. კონტრასიგნაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. 5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს. 6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში. 7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, კონტრასიგნაცია განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტს. მუხლი 51. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების/საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტის კონტრასიგნაცია
1. პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ, ასევე პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც გამოცემულია საგანგებო მდგომარეობის დროს, კონტრასიგნაციისათვის გადაეცემა პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე. სამართლებრივი აქტის წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2. პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის ბრძანებულება/დეკრეტი 24 საათის განმავლობაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. 3. თუ მთავრობა ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით, მოიწონებს პრეზიდენტის ბრძანებულებას/დეკრეტს, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ ახორციელებს კონტრასიგნაციას, რომელიც გადაეცემა პრეზიდენტს. ხოლო თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის ბრძანებულებას/დეკრეტს, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, მიმართოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანებულების/დეკრეტის კონტრასიგნაციის მოთხოვნით მომდევნო 24 საათის განმავლობაში. თავი XVIII
პრეზიდენტის უფლებამოსილებების მთავრობასთან შეთანხმება/მთავრობის წარდგინებით განხორციელება მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას
1. პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება; გ) სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღება; დ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენა; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გადაყენება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროა მთავრობის წინასწარი თანხმობა.
მუხლი 53. პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული წინადადების (სამართლებრივი აქტის) მთავრობასთან შეთანხმების წესი
1. ამ რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული წინადადების (სამართლებრივი აქტის) შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის XIX თავით დადგენილი წესით. 2. ამ რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ – ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ წინადადების (სამართლებრივი აქტის) მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამის თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 3. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით. 4. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი) წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვას მთავრობის სხდომაზე. 6. პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი), მისი წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 7. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა თანხმობას მისცემს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით) პრეზიდენტის წინადადებას (სამართლებრივ აქტს), მთავრობის განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება პრეზიდენტს. 8. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიიღება მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რაც ასევე ეგზავნება პრეზიდენტს. 9. პრეზიდენტი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაზე მისი წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის წინადადება განიხილება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით. მუხლი 54. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება მთავრობის წარდგინებით
1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინების საფუძველზე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას; ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს; გ) უფლებამოსილია, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება მატერიალური ფორმით, შესაბამის თანდართულ დოკუმენტებთან და მთავრობის განკარგულების პროექტთან ერთად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წინადადებას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო. 4. წინადადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება მთავრობის უახლოეს ან მომდევნო სხდომაზე ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით ან მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის V თავით დადგენილი წესით (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით). 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესახებ მთავრობის წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. კარი V
მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავი XIX
საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობასთან შეთანხმება მუხლი 55. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების შეთანხმება
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მათ შორის, პრეზიდენტისათვის წარდგენილი რეკომენდაციები, რომლებიც მოწონებულ იქნა მის მიერ და მათი მხარდაჭერის თხოვნით გადაეცა მთავრობას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით. 2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე. მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხმება
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ. 2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით. 3. თუ მთავრობა მოიწონებს, ამ რეგლამენტის 55-ე მუხლით დადგენილი წესით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე, აღნიშნული წინადადება გადაეცემა პრეზიდენტს. 4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას. მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა
1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორმით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში. 2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება: ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ; ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა; ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი; ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები); თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა. 3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით. 5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით. 6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან. 7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს. მუხლი 58. პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა
1. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულება თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 2. საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობასთან შეთანხმებისა და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად. 3. წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 5. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით), პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. 6. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი გადაეცემა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მიერ. 7. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების თაობაზე მთავრობის განკარგულების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. 9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებას და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს. 10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. 11. პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა. 12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 59. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე
1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე. მუხლი 60. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. 2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საერთაშორისო ხელშეკრულების პრეზიდენტისათვის გადაცემა, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობასთან შეთანხმება და კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 601. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებათა მიღების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული, შესაბამისი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №211 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
თავი XX
საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტისათვის წარდგენის წესი მუხლი 61. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის სხდომაზე განხილვა და რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) პარლამენტში წარდგენა
1. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც: ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; ბ) სამხედრო ხასიათისაა; გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას; დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან; ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას; ვ) რატიფიცირებას საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად. 2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად განიხილება მთავრობის სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით. 5. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, თუ: ა) საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ; ბ) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; გ) სამხედრო ხასიათისაა; დ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას. 6. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, მისი პრეზიდენტისათვის გადაგზავნა, კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. 8. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სიგელი გადაეცემა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სიგელს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი (კონტრასიგნაცია) და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას. 2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე მთავრობა გადასცემს პრეზიდენტს. 3. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ − პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, წარუდგენს პარლამენტს. საკითხის მთავრობასთან შეთანხმება და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას. კარი VI
მთავრობის სხვა საქმიანობის განხორციელების წესი თავი XXI
წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მუხლი 63. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლოებში
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის, კონტრასიგნებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, წარმომადგენლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს იურიდიული დეპარტამენტი. მუხლი 64. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნოს დამოუკიდებელი ორგანო. 2. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი. 3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. 4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს. 6. მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტამენტი. თავი XXII
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები მუხლი 65. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი
1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო). 2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს, ამ ორგანოს შექმნისას, განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს. თავი XXIII
ელექტრონული პეტიციების განხილვის წესი მუხლი 66. მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების განხილვა
1. მთავრობის ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ელექტრონული პეტიცია, რომელმაც „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებული საკითხის ინიციირებას ელექტრონული მთავრობის პროგრამაში. 3. ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ინიციირებული ელექტრონული პეტიციის შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის II და III თავებით დადგენილი წესით. თავი XXIV
სხვა დოკუმენტების განხილვის წესი მუხლი 67. სხვა დოკუმენტების განხილვის პროცედურა
1. სხვა დოკუმენტები (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და სხვ.), რომლებიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფორმაში ვერ ექცევა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაეცნოს საქართველოს მთავრობას საკითხის მნიშვნელობის ან/და კოორდინაციის გეგმის შემუშავების მიზნით, ასევე განიხილება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში მთავრობის სამართლებრივი აქტის შეთანხმების პირველი ეტაპისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით. 2. შეთანხმების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. კარი VII
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავი XXV
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი მუხლი 68. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სტატუსი და კომპეტენცია
1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულებას ამტკიცებს მთავრობა. 3. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი: ა) მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) მთავრობის დავალების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; გ) უფლებამოსილია, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში. 4. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება, რომელსაც კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით აუქმებს მთავრობა. 5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან – გუბერნატორისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები.
დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ. განმარტებითი ბარათი
ინფორმაცია პროექტის შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება)
ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ 1
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან)
პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო ‑ ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება

(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროექტის მოსალოდნელი შედეგები

(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზეც გავლენას მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება)
პროექტის განხორციელების ვადები

(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)
პროექტის ავტორ ( ებ ) ი და წარმდგენი

(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორმაცია ორივეს შესახებ).
დანართი №11 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი
1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი. 2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა. 3. ამ ცხრილში საქართველოს სამართლებრივი აქტისთვის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი. 4. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი). 5. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა. 6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო). 7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები.
შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა.
1 ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისას გამოყენებულია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დანართი №2
1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“; 2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“; 3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; 5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“; 6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“; 7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; 8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; 9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“; 10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“; 11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“; 12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“; 13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“; 14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“ 15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; 16. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“; 17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“; 18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“; 19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“; 20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.
| ||||||||||||||||||||||||||||
2
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №77 2018 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისისაქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“.
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
2. „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
საქართველოს მთავრობის რეგლამენტი კარი I ზოგადი დებულებანი+
თავი I საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზოგადი საფუძვლებიმუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო🔗
1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი).
2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა.1. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. 3. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე.1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობას და მთავრობის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
2. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.3. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი).
1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, წინასწარი შეთანხმების, შეთანხმების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის მიერ მისი კონტრასიგნაციის თაობაზე მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა.1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება):
ა) სამინისტროებს; ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს; გ) პრეზიდენტს; დ) მთავრობის ადმინისტრაციას; ე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს; ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას; ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს;მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით.
4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროექტს.
2. პროექტს თან უნდა ერთოდეს: ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი; ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი დანართ №11-ის შესაბამისად;
ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს:
ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში);
ბ.ბ) ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი;
ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება.
4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.1. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:
ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები; ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.
5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების მიზნით იგივე პროექტი.
6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარდგენის თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს.
2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი პროექტები განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე.
5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას, რისთვისაც პროექტი გადაეცემა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი).
6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებსა და სამართლის ზოგად პრინციპებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის).8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება.
9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე;
ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ; გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის განსახილველ პროექტს.
11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.
12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა.1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც.
2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 10:00 საათი.
3. მთავრობის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს), ასევე მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტი.ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;ე1) პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
ვ) მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ზ) მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
თ) მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას. 2. პრეზიდენტი უფლებამოსილია დაესწროს მთავრობის სხდომას: ა) თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა. აღნიშნული საკითხის განხილვას აგრეთვე ესწრებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები;ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის შემთხვევაში.
3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში.
4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №361 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.
2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა.3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასაბუთებული თხოვნით, პრემიერ‑მინისტრს შეუძლია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი.
4. დღის წესრიგს არ დაემატება: ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები; ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა; გ) კანონპროექტ(ებ)ი; დ) საერთაშორისო ხელშეკრულება.5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად.
6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პროექტის შემთხვევაში – 15 წუთს.
7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევრისა.
2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მთავრობის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
1. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ინიციატორი უწყების მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.
1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“).
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად და იგი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები“.
პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში.
მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წესი
1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას.
1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებას და იმ დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამართლებრივ აქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ან რომელთა კომპეტენციაც დგინდება აღნიშნული სამართლებრივი აქტით.
2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი, უფლებამოსილი პირის წარდგინებით, იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – პრეზიდენტის ადმინისტრაცია).
3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე.1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმების მიხედვით.
2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში.3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმები დგება სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით.
4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.
5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.
6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაზე. 7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახულ უნდა იქნეს: ა) კანონპროექტის დასახელება;ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობლემის არსი და ანალიზი);
გ) კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის გადაჭრის გზა); დ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ; ე) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ; ვ) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის სასესიო პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა, როგორც წესი, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს.1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.
2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ან/და მთავრობის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება🔗
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება).
1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.
1. ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს.
2. კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენლი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან წინასწარი შეთანხმების პროცედურა🔗
1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია.
5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს).
3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს:
ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით);
ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს: ა) კანონპროექტის სახელწოდება;ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება;
გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები;
დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.
5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა.
1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს კანონპროექტის შესწავლას როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან).
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;
გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
7. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:
ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;
გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.71. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმება.
8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას.
9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა.
ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;
გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი.3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე;დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.
ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების შედეგი და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს.
2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით. 3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.
4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
დ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება;
ე) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით.
7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული/გამარტივებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა.
8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.მუხლი 38. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას.
2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლამენტში წარდგენა🔗
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით.
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.
მუხლი 40. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება🔗
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტი.
2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები.
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.3. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არაუგვიანეს 20 ივნისისა, მთავრობას ეგზავნება პარლამენტის კომიტეტების დასკვნები.
5. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს.
6. მთავრობა, არაუგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს.
7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პარლამენტს წარედგინება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.6. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს პარლამენტში წარსადგენად.
8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
10. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
11. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს პარლამენტში წარსადგენად. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
12. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
13. პარლამენტიდან არაუგვიანეს 15 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე.
14. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის შესაბამისი დოკუმენტების საბოლოო ვარიანტებს.
15. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
16. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
17. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.მუხლი 43. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი🔗
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარსადგენად.
5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
7. პარლამენტიდან 7 დღის ვადაში წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე დასკვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენად.
9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების წესი
მუხლი 44. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების პროცედურა🔗
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს მთავრობას.
2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მთავრობა წამყვან კომიტეტს წარუდგენს თავის შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე პოზიცია: „თანხმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს.8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
მუხლი 45. მთავრობის დასკვნის მომზადება და წარდგენა პარლამენტში🔗
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების გათვალისწინებით ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით.
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ამავე რეგლამენტის შესაბამისად, იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ასევე მთავრობის წარმომადგენელს.
5. პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს მთავრობას.
6. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 1 კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დასკვნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან დაკავშირებით.
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.
4. კონტრასიგნაციის შემთხვევაში, სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
5. პრეზიდენტის კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხეა მთავრობა.
1. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები; ბ) პრეზიდენტის ბრძანება, გარდა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;გ) პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.
2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნასა და მის დათხოვნას კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას;
ბ) კანონის ხელმოწერასა და გამოქვეყნებას, აგრეთვე პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას; გ) კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებასა და გადაყენებას, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;დ) სასამართლოსთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას;
ე) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენებასა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას; თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას;ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;
კ) პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას; ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას; მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას.2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.
3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
4. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებრივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე.
5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კონტრასიგნაციისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად. 6. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. 7. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა კონტრასიგნაციისათვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაცია.
2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
3. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.4. კონტრასიგნაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.
7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, კონტრასიგნაცია განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტს.
1. პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ, ასევე პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც გამოცემულია საგანგებო მდგომარეობის დროს, კონტრასიგნაციისათვის გადაეცემა პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე. სამართლებრივი აქტის წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
2. პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის ბრძანებულება/დეკრეტი 24 საათის განმავლობაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.3. თუ მთავრობა ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით, მოიწონებს პრეზიდენტის ბრძანებულებას/დეკრეტს, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ ახორციელებს კონტრასიგნაციას, რომელიც გადაეცემა პრეზიდენტს. ხოლო თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის ბრძანებულებას/დეკრეტს, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, მიმართოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანებულების/დეკრეტის კონტრასიგნაციის მოთხოვნით მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას🔗
1. პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება; გ) სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღება;დ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენა;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გადაყენება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროა მთავრობის წინასწარი თანხმობა.3. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.
4. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი) წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვას მთავრობის სხდომაზე.
6. პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი), მისი წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 7. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა თანხმობას მისცემს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით) პრეზიდენტის წინადადებას (სამართლებრივ აქტს), მთავრობის განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება პრეზიდენტს. 8. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიიღება მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რაც ასევე ეგზავნება პრეზიდენტს.9. პრეზიდენტი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაზე მისი წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის წინადადება განიხილება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.
ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;
გ) უფლებამოსილია, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება მატერიალური ფორმით, შესაბამის თანდართულ დოკუმენტებთან და მთავრობის განკარგულების პროექტთან ერთად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წინადადებას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო. 4. წინადადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება მთავრობის უახლოეს ან მომდევნო სხდომაზე ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით ან მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის V თავით დადგენილი წესით (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით). 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესახებ მთავრობის წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ წარდგინება პრეზიდენტს გადაეცემა მთავრობის მიერ, წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მათ შორის, პრეზიდენტისათვის წარდგენილი რეკომენდაციები, რომლებიც მოწონებულ იქნა მის მიერ და მათი მხარდაჭერის თხოვნით გადაეცა მთავრობას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით.
2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხმება🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ.
2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
3. თუ მთავრობა მოიწონებს, ამ რეგლამენტის 55-ე მუხლით დადგენილი წესით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე, აღნიშნული წინადადება გადაეცემა პრეზიდენტს. 4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას.მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა🔗
1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორმით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ; ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა; ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი;ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები);
თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა. 3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით.5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით.
6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 58. პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა🔗
1. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულება თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობასთან შეთანხმებისა და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად. 3. წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 5. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით), პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. 6. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი გადაეცემა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მიერ. 7. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების თაობაზე მთავრობის განკარგულების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებას და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
11. პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.
მუხლი 60. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება🔗
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საერთაშორისო ხელშეკრულების პრეზიდენტისათვის გადაცემა, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობასთან შეთანხმება და კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 601. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებათა მიღების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები🔗
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული, შესაბამისი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №211 დადგენილების შესაბამისად.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება № 228 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად განიხილება მთავრობის სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.
5. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, თუ: ა) საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ; ბ) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; გ) სამხედრო ხასიათისაა; დ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას. 6. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, მისი პრეზიდენტისათვის გადაგზავნა, კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. 8. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სიგელი გადაეცემა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სიგელს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი (კონტრასიგნაცია) და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.მუხლი 62. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე🔗
1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას. 2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე მთავრობა გადასცემს პრეზიდენტს. 3. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია პრეზიდენტის მიერ − პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, წარუდგენს პარლამენტს. საკითხის მთავრობასთან შეთანხმება და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის, კონტრასიგნებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, წარმომადგენლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს იურიდიული დეპარტამენტი.
2. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი.
3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები.
4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს.
6. მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტამენტი.
მუხლი 65. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი🔗
1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო).
2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს, ამ ორგანოს შექმნისას, განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს.
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი
1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.
2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულებას ამტკიცებს მთავრობა. 3. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი: ა) მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) მთავრობის დავალების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; გ) უფლებამოსილია, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში.4. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება, რომელსაც კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით აუქმებს მთავრობა.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან – გუბერნატორისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები. დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.განმარტებითი ბარათი
ინფორმაცია პროექტის შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება)
ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ1
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან)
პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო ‑ ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზეც გავლენას მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება)
პროექტის განხორციელების ვადები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)
პროექტის ავტორ ( ებ ) ი და წარმდგენი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორმაცია ორივეს შესახებ).
დანართი №11
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი
ევროკავშირის სამართლებრივი აქტი
საქართველოს სამართლებრივი აქტის/აქტების პროექტი/პროექტები და შესაბამისი მოქმედი სამართლებრივი აქტი/აქტები, არსებობის შემთხვევაში:
№1. სამართლებრივი აქტის პროექტი
№2. სამართლებრივი აქტი
შესაბამისობა:
სშ − სრულად შესაბამისი
ნშ − ნაწილობრივ შესაბამისი
შ − შეუსაბამო
ას − არასავალდებულო
1
2
3
4
5
6
7
მუხლი ან ნაწილი
ნორმის ტექსტი
№
მუხლი ან პუნქტი (ნაწილი)
ნორმის ტექსტი
შესაბამისობა შენიშვნები 1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი. 2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა. 3. ამ ცხრილში საქართველოს სამართლებრივი აქტისთვის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი. 4. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი). 5. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა. 6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო). 7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები. შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა.1 ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისას გამოყენებულია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დანართი №21. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;
3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;
6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“;
7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“;
10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;
11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“;
12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;
13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;
14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
16. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;
17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;
19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“;
20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.
2
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №77
2018 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“.
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
2. „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
საქართველოს მთავრობის რეგლამენტი
კარი I
ზოგადი დებულებანი
+
თავი I
საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზოგადი საფუძვლები
მუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო🔗
მუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო🔗
1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების თანახელმოწერის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი).
1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი).
2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 2. მთავრობის საქმიანობა🔗
1. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
3. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 3. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები🔗
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.
მუხლი 4. მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა🔗
1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა).
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.
4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები.
6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახებ.
მუხლი 5. პრემიერ-მინისტრი🔗
1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობას და მთავრობის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს და მთავრობის საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.
3. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 6. მთავრობის ადმინისტრაცია🔗
1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი).
მუხლი 7. მთავრობის სამართლებრივი აქტები🔗
1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, წინასწარი შეთანხმების, შეთანხმების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის მიერ მისი კონტრასიგნაციის თაობაზე მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, პრემიერ-მინისტრის მიერ მისი თანახელმოწერის, პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის, აგრეთვე პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით.
6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები არ აღემატება ერთ მილიონ ლარს (აღნიშნული მონეტარული ზღვარი არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებზე), შესაძლებელია მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის სხდომაზე განხილვის ან/და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გარეშეც, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების (ე.წ. „სველი ხელმოწერა“) და რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხმათა მინიმალური რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.
7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი II
მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებისა და ინიციირების წესი
მუხლი 8. სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირების უფლება🔗
1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება):
ა) სამინისტროებს;
ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს;
გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
დ) მთავრობის ადმინისტრაციას;
ე) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს;
ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას;
ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს;
მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით.
4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 9. პროექტის ინიციირების წესი🔗
1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.
მუხლი 10. პროექტი და მასზე თანდართული მასალები🔗
1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროექტს.
2. პროექტს თან უნდა ერთოდეს:
ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი;
ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი დანართ №11-ის შესაბამისად;
ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს:
ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში);
ბ.ბ) ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი;
ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება.
4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
პროექტის მთავრობის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების წესი
მუხლი 11. პროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:
ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;
ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.
5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების მიზნით იგივე პროექტი.
6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
მუხლი 12. პროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა🔗
1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარდგენის თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს.
2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი პროექტები განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე.
4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები, განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საკითხები მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.
5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას, რისთვისაც პროექტი გადაეცემა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი).
6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებსა და სამართლის ზოგად პრინციპებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის).
8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება.
9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე;
ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ;
გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის განსახილველ პროექტს.
11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.
12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წესი
მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო🔗
1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც.
2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 10:00 საათი.
3. მთავრობის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს), ასევე მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა🔗
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტი.
მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება🔗
1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:
ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;
ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
ე1) პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
ვ) მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ზ) მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
თ) მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას.
2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის შემთხვევაში.
3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში.
4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №361 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა🔗
1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.
2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა.
3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასაბუთებული თხოვნით, პრემიერ‑მინისტრს შეუძლია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი.
3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. პრემიერ-მინისტრი ასევე უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი, თუ აღნიშნული პროექტ(ებ)ი მთავრობის სხდომის გამართვამდე ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი დასაბუთებული თხოვნით წარმოდგენილი და დარეგისტრირებულია მთავრობის ადმინისტრაციაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.
4. დღის წესრიგს არ დაემატება:
ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები;
ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა;
გ) კანონპროექტ(ებ)ი;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულება.
5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად.
6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პროექტის შემთხვევაში – 15 წუთს.
7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება🔗
1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევრისა.
2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მთავრობის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 18. მთავრობის სხდომაზე მიღებული აქტის ხელმოწერა🔗
1. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ინიციატორი უწყების მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.
პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების წესი
მუხლი 19. პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების პროცედურა🔗
1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“).
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად და იგი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები“.
მუხლი 20. პროექტის ხელმოწერა🔗
პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში.
მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წესი
მუხლი 21. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება🔗
1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას.
მუხლი 22. სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა🔗
1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებას და იმ დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამართლებრივ აქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ან რომელთა კომპეტენციაც დგინდება აღნიშნული სამართლებრივი აქტით.
2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი, უფლებამოსილი პირის წარდგინებით, იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – პრეზიდენტის ადმინისტრაცია).
3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე.
კარი III
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესი და ურთიერთობა პარლამენტთან
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
მუხლი 23. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა🔗
1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმების მიხედვით.
1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმების მიხედვით.
2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.
3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმები დგება სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით.
3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმები დგება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, მათ შორის, სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.
4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.
5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.
5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.
6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის მომზადებაზე.
7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული უნდა იქნეს:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობლემის არსი და ანალიზი);
ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა);
გ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ;
დ) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ;
ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.
8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 აგვისტოსი.
8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის სასესიო პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ კანონპროექტის გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამის დასაბუთებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა მთავრობის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 24. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა🔗
1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.
2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
მუხლი 25. ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონროექტის გამოქვეყნების ვალდებულება🔗
ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ამ რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 26. კონტროლი🔗
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ან/და მთავრობის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირების წესი
მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება🔗
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება).
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება).
მუხლი 28. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების წესი🔗
1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.
მუხლი 29. კანონპროექტი და მასზე თანდართული მასალები🔗
1. ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს.
2. კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება;
გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.
3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენლი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან წინასწარი შეთანხმების პროცედურა🔗
მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან წინასწარი შეთანხმების პროცედურა🔗
1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია.
4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის ან ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.
5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიას.
5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების ან ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში, კორექტირებულ კანონპროექტს შეთანხმების ფურცელთან ერთად „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ხელახლა უგზავნის შესათანხმებლად მხოლოდ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ს და მთავრობის ადმინისტრაციას. ამ შემთხვევაში შენიშვნის ავტორი მთავრობის წევრი, ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია 5 დღის ვადაში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ინიციატორი უწყება მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 31. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა🔗
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, როგორც წესი, უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს).
11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება შემცირდეს ინიციატორი უწყების დასაბუთებული (წერილობითი) მოთხოვნით მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.
12. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და ამ მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე.“
2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს).
3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს:
ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით);
ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს:
ა) კანონპროექტის სახელწოდება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება;
გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები;
გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები;
დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.
5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 32. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმება🔗
1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს კანონპროექტის შესწავლას როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას, როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან).
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;
გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
7. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:
7. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:
ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;
ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;
გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.
71. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმება.
71. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმება.
8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას.
9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №584 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 33. მთავრობის საპარლამენტო მდივანთან კანონპროექტის განხილვის პროცედურები🔗
1. კანონპროექტის განხილვა ხორციელდება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით.
2. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებენ:
ა) კანონპროექტის ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორი ან/და ინიციატორი უწყების შესაბამისი თანამშრომელი;
ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;
ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;
გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი.
3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე;
დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი იღებს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
4. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების წესი
მუხლი 34. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“.
1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 35. მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი🔗
ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების შედეგი და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების შედეგი და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის, შეთანხმებისა და პარლამენტში წარდგენის წესი
მუხლი 36. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა🔗
1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს.
1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს; პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, იმ უწყების თანამდებობის პირს, რომლსაც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.
3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.
4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 37. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის წესი🔗
1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა), ასევე, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის შემდეგ, ეგზავნება პარლამენტს.
2. ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი:
ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
გ) საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით;
დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით;
4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს:
ე) განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე (მათ შორის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე) და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
დ) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.
5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით.
7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული/გამარტივებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა.
7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის გამარტივებული/დაჩქარებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს დასაბუთებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.
71. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ იყო გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს აღნიშნულ დასაბუთებას, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.
8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 38. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას.
2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.
8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლამენტში წარდგენა🔗
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით.
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის წამყვან კომიტეტს შესაძლებელია გაეგზავნოს მხოლოდ სამინისტროს პოზიცია (დასკვნა).
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 40. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება🔗
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტი.
2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები.
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
მუხლი 41. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შეთანხმების წესი🔗
1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.
3. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არაუგვიანეს 20 ივნისისა, მთავრობას ეგზავნება პარლამენტის კომიტეტების დასკვნები.
5. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს.
6. მთავრობა, არაუგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს.
7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პარლამენტს წარედგინება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას.
8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას.
მუხლი 42. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შეთანხმების წესი🔗
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს პარლამენტში წარსადგენად.
7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
10. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
10. ამ მუხლი მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
11. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს პარლამენტში წარსადგენად. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში განხილვის განრიგი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.
12. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
12. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
13. პარლამენტიდან არაუგვიანეს 15 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე.
13. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
14. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის შესაბამისი დოკუმენტების საბოლოო ვარიანტებს.
14. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
15. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
15. პარლამენტიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე.
16. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
16. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტების (პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
17. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
18. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
19. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს (წარადგენენ) პრემიერ-მინისტრი ან/და მთავრობის სხვა წევრი (წევრები) პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 43. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი🔗
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები, ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარსადგენად.
4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს.
5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
7. პარლამენტიდან 7 დღის ვადაში წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე დასკვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
61. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის გრაფიკი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.
8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის საპარლამენტო მდივანს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენად.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პარლამენტიდან წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების წესი
მუხლი 44. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების პროცედურა🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს მთავრობას.
მუხლი 44. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 45. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მთავრობა წამყვან კომიტეტს წარუდგენს თავის შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
მუხლი 46. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი აღნიშნულ ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე პოზიცია: „თანხმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმებიან კანონპროექტს.8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
მუხლი 45. მთავრობის დასკვნის მომზადება და წარდგენა პარლამენტში🔗
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების გათვალისწინებით ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს მატერიალური ფორმით.
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ამავე რეგლამენტის შესაბამისად, იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ასევე მთავრობის წარმომადგენელს.
5. პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს მთავრობას.
6. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 1 კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დასკვნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან დაკავშირებით.
კარი IV
მთავრობის ურთიერთობა პრეზიდენტთან
თანახელმოწერა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 47. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.
3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემთხვევაში.
4. კონტრასიგნაციის შემთხვევაში, სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
4. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
5. პრეზიდენტის კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხეა მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 48. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას
1. თანახელმოწერას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:
1. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;
ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;
გ) პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.
დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნასა და მის დათხოვნას კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას;
ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
დ) სასამართლოსთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას;
ი) პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
ე) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენებასა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 49. თანახელმოწერის განხორციელების წესი
ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;
კ) პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას; ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას; მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას.2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.
3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
4. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებრივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე.
5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით თანახელმოწერისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად, გარდა ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება.
7. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.
8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა კონტრასიგნაციისათვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა თანახელმოწერისთვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის, რის შემდეგაც მეორდება თანახელმოწერისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 50. თანახელმოწერა დაჩქარებული წესით
1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაცია.
1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა.
2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
3. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.
4. კონტრასიგნაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
4. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.
7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, კონტრასიგნაცია განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტს.
7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 51. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანების, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტის თანახელმოწერა
1. პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ, ასევე პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც გამოცემულია საგანგებო მდგომარეობის დროს, კონტრასიგნაციისათვის გადაეცემა პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე. სამართლებრივი აქტის წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
1. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
2. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. თანახელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
3. თუ მთავრობა ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით, მოიწონებს პრეზიდენტის ბრძანებულებას/დეკრეტს, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ ახორციელებს კონტრასიგნაციას, რომელიც გადაეცემა პრეზიდენტს. ხოლო თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის ბრძანებულებას/დეკრეტს, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, მიმართოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანებულების/დეკრეტის კონტრასიგნაციის მოთხოვნით მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
3. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერამდე, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შესაბამის სათათბირო (კოლეგიურ) ორგანოსთან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
პრეზიდენტისათვის მთავრობის მიერ თანხმობის მიცემის, მთავრობის/პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის წესი
მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობის თანხმობას
1. პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით:
ა) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში;
ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
დ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენა;
დ) ახორციელებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღებას.
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასამტკიცებლად წარდგენა;
2. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი წინადადებების შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გადაყენება.
3. პრეზიდენტის წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
4. პრეზიდენტის წინადადებაზე მთავრობის თანხმობა ან უარი მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 53. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება მთავრობის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე
1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით:
ა) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
3. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.
ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს;
4. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის წინადადება (სამართლებრივი აქტი) წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
გ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს პრეზიდენტის წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვას მთავრობის სხდომაზე.
დ) პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ე) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.
2. პრეზიდენტი, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე იწვევს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. ასევე, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი.
9. პრეზიდენტი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაზე მისი წინადადების (სამართლებრივი აქტის) განხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის წინადადება განიხილება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.
3. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება თანდართულ დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად.
4. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას მთავრობას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო.
5. პრეზიდენტისათვის წარსადგენი წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
6. მთავრობის გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის შესახებ მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.
ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;
7. მთავრობის სხდომაზე განხილვამდე, წინადადების შესწავლას, შესაბამისი წარდგინებით/მოთხოვნით მიმართვის მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგაზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
გ) უფლებამოსილია, პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 54. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე
2. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება მატერიალური ფორმით, შესაბამის თანდართულ დოკუმენტებთან და მთავრობის განკარგულების პროექტთან ერთად.
1. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით:
ა) გამოსცემს ბრძანებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ;
ბ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს;
გ) გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ.
2. პრემიერ-მინისტრის წარდგინების მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერა ხორციელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი V
მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით
საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობასთან შეთანხმება
მუხლი 55. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების შეთანხმება🔗
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მათ შორის, პრეზიდენტისათვის წარდგენილი რეკომენდაციები, რომლებიც მოწონებულ იქნა მის მიერ და მათი მხარდაჭერის თხოვნით გადაეცა მთავრობას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით.
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხმება🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ.
2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
3. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა🔗
1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორმით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა;
ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი;
ვ1) განმარტებითი ბარათი საერთაშორისო ხელშეკრულების არსის შესახებ;
ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები);
თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა.
3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით.
5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით.
5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.
7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 58. პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა🔗
1. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულება თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობასთან შეთანხმებისა და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად. 3. წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 5. თუ მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე ამ რეგლამენტის IV ან V თავით დადგენილი წესით მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს (მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით), პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. 6. კონტრასიგნებული სამართლებრივი აქტი გადაეცემა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მიერ. 7. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების თაობაზე მთავრობის განკარგულების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებას და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
11. პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება კონტრასიგნაციისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 58. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 59. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე🔗
1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 60. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება🔗
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
2. თუ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საერთაშორისო ხელშეკრულების პრეზიდენტისათვის გადაცემა, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობასთან შეთანხმება და კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ რეგლამენტის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 601. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებათა მიღების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები🔗
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული, შესაბამისი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №211 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტისათვის წარდგენის წესი
მუხლი 61. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის სხდომაზე განხილვა და რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) პარლამენტში წარდგენა🔗
1. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას;
ვ) რატიფიცირებას საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.
2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად განიხილება მთავრობის სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, რატიფიცირებისათვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.
4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.
5. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
8. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 611. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის წესი
1. საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციას წერილით წარმოუდგენს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის დედნებს.
2. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას და ხელმოწერილი სიგელის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 62. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე
1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.
მუხლი 62. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე🔗
2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.
3. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
5. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა წარუდგენს პარლამენტს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი VI
მთავრობის სხვა საქმიანობის განხორციელების წესი
წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა
მუხლი 63. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლოებში🔗
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის, კონტრასიგნებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, წარმომადგენლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს იურიდიული დეპარტამენტი.
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს იურიდიული დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 64. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა🔗
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნოს დამოუკიდებელი ორგანო.
2. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი.
3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები.
4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს.
6. მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტამენტი.
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები
მუხლი 65. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი🔗
1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო).
2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს, ამ ორგანოს შექმნისას, განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს.
ელექტრონული პეტიციების განხილვის წესი
მუხლი 66. მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების განხილვა🔗
1. მთავრობის ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ელექტრონული პეტიცია, რომელმაც „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებული საკითხის ინიციირებას ელექტრონული მთავრობის პროგრამაში.
3. ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ინიციირებული ელექტრონული პეტიციის შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის II და III თავებით დადგენილი წესით.
სხვა დოკუმენტების განხილვის წესი
მუხლი 67. სხვა დოკუმენტების განხილვის პროცედურა🔗
1. სხვა დოკუმენტები (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და სხვ.), რომლებიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფორმაში ვერ ექცევა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაეცნოს საქართველოს მთავრობას საკითხის მნიშვნელობის ან/და კოორდინაციის გეგმის შემუშავების მიზნით, ასევე განიხილება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში მთავრობის სამართლებრივი აქტის შეთანხმების პირველი ეტაპისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
2. შეთანხმების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
კარი VII
სახელმწიფო რწმუნებული
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი
სახელმწიფო რწმუნებული – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 68. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი და კომპეტენცია
1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.
1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები.
2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებული:
ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას;
ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;
4. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება, რომელსაც კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით აუქმებს მთავრობა.
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება, რომელიც სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შესაძლებელია გაუქმდეს მთავრობის მიერ კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
ინფორმაცია პროექტის შესახებ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება)
ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ1
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან)
პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო ‑ ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზეც გავლენას მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება)
პროექტის განხორციელების ვადები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)
პროექტის ავტორ ( ებ ) ი და წარმდგენი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორმაცია ორივეს შესახებ).
დანართი №11
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი
ევროკავშირის სამართლებრივი აქტი
საქართველოს სამართლებრივი აქტის/აქტების პროექტი/პროექტები და შესაბამისი მოქმედი სამართლებრივი აქტი/აქტები, არსებობის შემთხვევაში:
№1. სამართლებრივი აქტის პროექტი
№2. სამართლებრივი აქტი
№2. სამართლებრივი აქტი
შესაბამისობა:
შესაბამისობა:
სშ − სრულად შესაბამისი
სშ − სრულად შესაბამისი
ნშ − ნაწილობრივ შესაბამისი
ნშ − ნაწილობრივ შესაბამისი
შ − შეუსაბამო
შ − შეუსაბამო
ას − არასავალდებულო
ას − არასავალდებულო
1
2
3
4
5
6
7
მუხლი ან ნაწილი
ნორმის ტექსტი
№
მუხლი ან პუნქტი (ნაწილი)
ნორმის ტექსტი
შესაბამისობა
შენიშვნები
1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი.
2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა.
3. ამ ცხრილში საქართველოს სამართლებრივი აქტისთვის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი.
4. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი).
5. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა.
6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო).
7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები.
შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა.
1 ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისას გამოყენებულია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დანართი №2
1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;
3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;
6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“;
7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“;
10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;
11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“;
12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;
13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;
14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“
15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
16. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;
17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;
19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“;
20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №77, 14.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020392 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4062183-5/