საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
2. „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.
|
ზოგადი დებულებანი
საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზოგადი საფუძვლები
მუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების თანახელმოწერის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი). 2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა. 3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 2. მთავრობის საქმიანობა1. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. 2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. 3. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 3. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით. 2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით. მუხლი 4. მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა). 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად. 3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. 4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში. 5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები. 6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად. 7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ. 8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახებ. მუხლი 5. პრემიერ-მინისტრი1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს და მთავრობის საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით. 3. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 6. მთავრობის ადმინისტრაცია1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით. 2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. 3. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი). მუხლი 7. მთავრობის სამართლებრივი აქტები1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. 2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 21. მთავრობის წევრის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას მის მიერ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამით განსახორციელებელ უფლებამოსილებებზე ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი. 3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, პრემიერ-მინისტრის მიერ მისი თანახელმოწერის, პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის, აგრეთვე პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით. 6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები არ აღემატება ერთ მილიონ ლარს (აღნიშნული მონეტარული ზღვარი არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებზე), შესაძლებელია მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის სხდომაზე განხილვის ან/და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გარეშეც, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების (ე.წ. „სველი ხელმოწერა“) და რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხმათა მინიმალური რაოდენობის არსებობის შემთხვევაში. 7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №493 – ვებგვერდი, 18.10.2019წ.
კარი II
მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი თავი II
სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებისა და ინიციირების წესი მუხლი 8. სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირების უფლება1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება): ა) სამინისტროებს; ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს; გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25); დ) მთავრობის ადმინისტრაციას; ე) (ამოღებულია - 30.01.2019, №25); ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას; ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს; მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით. 4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 9. პროექტის ინიციირების წესი1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას. მუხლი 10. პროექტი და მასზე თანდართული მასალები1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროექტს. 2. პროექტს თან უნდა ერთოდეს: ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი; ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი დანართ №11-ის შესაბამისად; ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს: ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში); ბ.ბ) ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი; ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
თავი III
პროექტის მთავრობის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების წესი მუხლი 11. პროექტის შეთანხმების პროცედურა1. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. 11. მთავრობის წევრის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას პროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან. 2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ: ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები; ბ) არ ეთანხმებიან პროექტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად. 4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება. 5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების მიზნით იგივე პროექტი. 6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №493 – ვებგვერდი, 18.10.2019წ.
მუხლი 12. პროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარდგენის თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს. 2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში. 3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე. 4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები, განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4 1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საკითხები მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას. 5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას, რისთვისაც პროექტი გადაეცემა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი). 6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებსა და სამართლის ზოგად პრინციპებთან. 7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის). 8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება. 9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე; ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ; გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის განსახილველ პროექტს. 11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ. 12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი IV
მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წესი მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც. 2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 10:00 საათი. 3. მთავრობის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს), ასევე მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. 4. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ. მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ. 2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტი. მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება1. მთავრობის სხდომას ესწრებიან: ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები; ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი; გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ე1) პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი; ვ) მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ზ) მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; თ) მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას. 2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით. 4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №361 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს. 2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით. 3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. პრემიერ-მინისტრი ასევე უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი, თუ აღნიშნული პროექტ(ებ)ი მთავრობის სხდომის გამართვამდე ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი დასაბუთებული თხოვნით წარმოდგენილი და დარეგისტრირებულია მთავრობის ადმინისტრაციაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას. 4. დღის წესრიგს არ დაემატება: ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები; ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა; გ) კანონპროექტ(ებ)ი; დ) საერთაშორისო ხელშეკრულება. 5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად. 6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პროექტის შემთხვევაში – 15 წუთს. 7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევრისა. 2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მთავრობის სხდომის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 18. მთავრობის სხდომაზე მიღებული აქტის ხელმოწერა1. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ინიციატორი უწყების მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. თავი V
პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების წესი მუხლი 19. პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების პროცედურა1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“). 3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად და იგი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები“. მუხლი 20. პროექტის ხელმოწერაპრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში. თავი VI
მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წესი მუხლი 21. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს. 2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას. მუხლი 22. სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებას და იმ დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამართლებრივ აქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ან რომელთა კომპეტენციაც დგინდება აღნიშნული სამართლებრივი აქტით. 2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი, უფლებამოსილი პირის წარდგინებით, იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – პრეზიდენტის ადმინისტრაცია). 3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე. კარი III
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესი და ურთიერთობა პარლამენტთან თავი VII
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა მუხლი 23. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმების მიხედვით. 2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში. 3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმები დგება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, მათ შორის, სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. 4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. 5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე. 6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის მომზადებაზე. 7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული უნდა იქნეს: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა); გ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ; დ) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ; ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი. 8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 აგვისტოსი. 9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ კანონპროექტის გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამის დასაბუთებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება. 11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა მთავრობის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა არაუგვიანეს 31 აგვისტოსი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 24. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას. 2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება. მუხლი 25. ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონროექტის გამოქვეყნების ვალდებულებაამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ამ რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. მუხლი 26. კონტროლიკანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ან/და მთავრობის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. თავი VIII
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირების წესი მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლებამთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება). მუხლი 28. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების წესი1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას. მუხლი 29. კანონპროექტი და მასზე თანდართული მასალები1. ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს. 2. კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25); დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად. 3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენლი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. 4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი IX
კანონპროექტის შეთანხმების წესი მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან წინასწარი შეთანხმების პროცედურა1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“. 11. მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას ამ მუხლით, 34-ე მუხლითა და 38-ე მუხლით გათვალისწინებული კანონპროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად. 4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის ან ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიციების დაფიქსირება. 5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების ან ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში, კორექტირებულ კანონპროექტს შეთანხმების ფურცელთან ერთად „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ხელახლა უგზავნის შესათანხმებლად მხოლოდ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ს და მთავრობის ადმინისტრაციას. ამ შემთხვევაში შენიშვნის ავტორი მთავრობის წევრი, ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია 5 დღის ვადაში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ინიციატორი უწყება მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №493 – ვებგვერდი, 18.10.2019წ.
მუხლი 31. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, როგორც წესი, უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე. 1 1. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება შემცირდეს ინიციატორი უწყების დასაბუთებული (წერილობითი) მოთხოვნით მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 12. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და ამ მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე.“ 2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს). 3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს: ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით); ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი; გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს: ა) კანონპროექტის სახელწოდება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება; გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები; დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი. 5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე. 6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 32. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმება1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას, როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. 2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან). 4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით. 5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე; გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 7. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ: ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან; გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს. 71. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმება. 8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას. 9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №584 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 33. მთავრობის საპარლამენტო მდივანთან კანონპროექტის განხილვის პროცედურები1. კანონპროექტის განხილვა ხორციელდება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით. 2. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებენ: ა) კანონპროექტის ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორი ან/და ინიციატორი უწყების შესაბამისი თანამშრომელი; ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით; გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი. 3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე; დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე. 4. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი X
კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების წესი მუხლი 34. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“. 2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“. 3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა. 4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 35. მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმიამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების შედეგი და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. თავი XI
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის, შეთანხმებისა და პარლამენტში წარდგენის წესი მუხლი 36. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს; პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, იმ უწყების თანამდებობის პირს, რომლსაც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში. 2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით. 3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით. 4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის ადმინისტრაციაში. 6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 37. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის წესი1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა), ასევე, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის შემდეგ, ეგზავნება პარლამენტს. 2. ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი: ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; გ) საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით; დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით; ე) განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე (მათ შორის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე) და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. 4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად. 5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. 6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით. 7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის გამარტივებული/დაჩქარებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს დასაბუთებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას. 71. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ იყო გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს აღნიშნულ დასაბუთებას, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას. 8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი XII
მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი მუხლი 38. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას. 2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს. 3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში. 5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ: ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს; ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლამენტში წარდგენა1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის წამყვან კომიტეტს შესაძლებელია გაეგზავნოს მხოლოდ სამინისტროს პოზიცია (დასკვნა). 2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას. 3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი XIII
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი მუხლი 40. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტი. 2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები. თავი XIV
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა მუხლი 41. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შეთანხმების წესი1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს. 3. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არაუგვიანეს 20 ივნისისა, მთავრობას ეგზავნება პარლამენტის კომიტეტების დასკვნები. 5. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს. 6. მთავრობა, არაუგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს. 7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პარლამენტს წარედგინება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას. მუხლი 42. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შეთანხმების წესი1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. 8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. 9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 10. ამ მუხლი მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში განხილვის განრიგი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს. 12. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 13. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით. 14. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. 15. პარლამენტიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე. 16. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტების (პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. 17. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. 18. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 19. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს (წარადგენენ) პრემიერ-მინისტრი ან/და მთავრობის სხვა წევრი (წევრები) პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 43. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით. 3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. 5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 61. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის გრაფიკი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს. 7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პარლამენტიდან წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. 9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით. 10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი XV. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ. მუხლი 44. (ამოღებულია)საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 45. (ამოღებულია)საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი XVI.
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ. მუხლი 46. (ამოღებულია)საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი IV
მთავრობის ურთიერთობა პრეზიდენტთან თავი XVII
თანახელმოწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 47. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. 2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემთხვევაში. 4. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 48. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას1. თანახელმოწერას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება: ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას; ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას; გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას; დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას; ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას; ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას; ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას; თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას; ი) პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 49. თანახელმოწერის განხორციელების წესი1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით. 3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. 4. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებრივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე. 5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით თანახელმოწერისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად, გარდა ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. თუ მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება. 7. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს. 8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა თანახელმოწერისთვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. 9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს. 10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. 11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის, რის შემდეგაც მეორდება თანახელმოწერისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა. 12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 50. თანახელმოწერა დაჩქარებული წესით1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა. 2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 3. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს. 4. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. 5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს. 6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში. 7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 51. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანების, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტის თანახელმოწერა1. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. 2. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. თანახელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. 3. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერამდე, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შესაბამის სათათბირო (კოლეგიურ) ორგანოსთან. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი XVIII
პრეზიდენტისათვის მთავრობის მიერ თანხმობის მიცემის, მთავრობის/პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის წესი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობის თანხმობას1. პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით: ა) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში; ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს; დ) ახორციელებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღებას. 2. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი წინადადებების შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 3. პრეზიდენტის წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 4. პრეზიდენტის წინადადებაზე მთავრობის თანხმობა ან უარი მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 53. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება მთავრობის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით: ა) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს; ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; გ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს; დ) პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; ე) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ; ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ. 2. პრეზიდენტი, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე იწვევს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. ასევე, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი. 3. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება თანდართულ დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად. 4. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას მთავრობას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო. 5. პრეზიდენტისათვის წარსადგენი წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 6. მთავრობის გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის შესახებ მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს. 7. მთავრობის სხდომაზე განხილვამდე, წინადადების შესწავლას, შესაბამისი წარდგინებით/მოთხოვნით მიმართვის მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგაზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 54. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე1. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით: ა) გამოსცემს ბრძანებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ; ბ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს; გ) გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ. 2. პრემიერ-მინისტრის წარდგინების მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 3. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერა ხორციელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი V
მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავი XIX
საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობასთან შეთანხმება მუხლი 55. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების შეთანხმება1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხმება1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ. 2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით. 3. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორმით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში. 2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება: ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ; ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა; ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი; ვ1) განმარტებითი ბარათი საერთაშორისო ხელშეკრულების არსის შესახებ; ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები); თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა. 3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით. 5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან. 7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 58. (ამოღებულია)საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 59. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 60. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება1. საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. 2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 601. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებათა მიღების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული, შესაბამისი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №211 დადგენილების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
თავი XX
საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტისათვის წარდგენის წესი მუხლი 61. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის სხდომაზე განხილვა და რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) პარლამენტში წარდგენა1. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც: ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; ბ) სამხედრო ხასიათისაა; გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას; დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან; ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას; ვ) რატიფიცირებას საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად. 2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა. 3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, რატიფიცირებისათვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით. 5. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. 8. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 611. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის წესი1. საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციას წერილით წარმოუდგენს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის დედნებს. 2. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას და ხელმოწერილი სიგელის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 62. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში. 2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას. 3. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 4. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 5. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა წარუდგენს პარლამენტს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი VI
მთავრობის სხვა საქმიანობის განხორციელების წესი თავი XXI
წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მუხლი 63. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლოებშიმთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს იურიდიული დეპარტამენტი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 64. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნოს დამოუკიდებელი ორგანო. 2. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი. 3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. 4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს. 6. მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტამენტი. თავი XXII
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები მუხლი 65. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო). 2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს, ამ ორგანოს შექმნისას, განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს. თავი XXIII
ელექტრონული პეტიციების განხილვის წესი მუხლი 66. მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების განხილვა1. მთავრობის ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ელექტრონული პეტიცია, რომელმაც „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებული საკითხის ინიციირებას ელექტრონული მთავრობის პროგრამაში. 3. ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ინიციირებული ელექტრონული პეტიციის შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის II და III თავებით დადგენილი წესით. თავი XXIV
სხვა დოკუმენტების განხილვის წესი მუხლი 67. სხვა დოკუმენტების განხილვის პროცედურა1. სხვა დოკუმენტები (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და სხვ.), რომლებიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფორმაში ვერ ექცევა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაეცნოს საქართველოს მთავრობას საკითხის მნიშვნელობის ან/და კოორდინაციის გეგმის შემუშავების მიზნით, ასევე განიხილება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში მთავრობის სამართლებრივი აქტის შეთანხმების პირველი ეტაპისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით. 2. შეთანხმების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. კარი VII
სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
თავი XXV
სახელმწიფო რწმუნებული – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 68. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი და კომპეტენცია1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები. 2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 3. სახელმწიფო რწმუნებული: ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას; ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას; გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება, რომელიც სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შესაძლებელია გაუქმდეს მთავრობის მიერ კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. 5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი VIII
სხვა დებულებები საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ. თავი XXVI
გარდამავალი დებულება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ. მუხლი 69. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროებითი პროცედურა
ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონეტარული ზღვარი არ ზღუდავს ამავე პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების არც ერთი საშუალების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ.
დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
განმარტებითი ბარათი
ინფორმაცია პროექტის შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება)
ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ 1
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან)
პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო ‑ ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება

(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროექტის მოსალოდნელი შედეგები

(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზეც გავლენას მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება)
პროექტის განხორციელების ვადები

(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)
პროექტის ავტორ ( ებ ) ი და წარმდგენი

(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორმაცია ორივეს შესახებ).
დანართი №11 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი
1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი. 2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა. 3. ამ ცხრილში საქართველოს სამართლებრივი აქტისთვის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი. 4. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი). 5. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა. 6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო). 7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები. შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა.
1 ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისას გამოყენებულია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დანართი №2
1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“; 2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“; 3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; 5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“; 6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“; 7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; 8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; 9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“; 10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“; 11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“; 12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“; 13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“; 14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“ 15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; 16. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“; 17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“; 18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“; 19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“; 20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.
| ||||||||||||||||||||||||||||
2
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №77 2018 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისისაქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“.
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
2. „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
საქართველოს მთავრობის რეგლამენტი კარი I ზოგადი დებულებანი+
თავი I საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზოგადი საფუძვლებიმუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო🔗
1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების თანახელმოწერის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი).
2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა.
მუხლი 2. მთავრობის საქმიანობა
1. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
3. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე.
მუხლი 3. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.
მუხლი 4. მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა).
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.
4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები.
6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახებ.
მუხლი 5. პრემიერ-მინისტრი
1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს და მთავრობის საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.
3. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
მუხლი 6. მთავრობის ადმინისტრაცია
1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი).
მუხლი 7. მთავრობის სამართლებრივი აქტები
1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
21. მთავრობის წევრის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას მის მიერ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამით განსახორციელებელ უფლებამოსილებებზე ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი.
3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, პრემიერ-მინისტრის მიერ მისი თანახელმოწერის, პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის, აგრეთვე პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით.
6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები არ აღემატება ერთ მილიონ ლარს (აღნიშნული მონეტარული ზღვარი არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებზე), შესაძლებელია მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის სხდომაზე განხილვის ან/და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გარეშეც, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების (ე.წ. „სველი ხელმოწერა“) და რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხმათა მინიმალური რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.
7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა.
მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებისა და ინიციირების წესი
მუხლი 8. სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირების უფლება
1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება):
ა) სამინისტროებს;
ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს;
გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
დ) მთავრობის ადმინისტრაციას;
ე) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს;
ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას;
ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს;
მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით.
4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 9. პროექტის ინიციირების წესი
1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.
მუხლი 10. პროექტი და მასზე თანდართული მასალები
1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროექტს.
2. პროექტს თან უნდა ერთოდეს:
ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი;
ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი დანართ №11-ის შესაბამისად;
ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს:
ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში);
ბ.ბ) ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი;
ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება.
4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით.
პროექტის მთავრობის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების წესი
მუხლი 11. პროექტის შეთანხმების პროცედურა
1. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.
11. მთავრობის წევრის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას პროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:
ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;
ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.
5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების მიზნით იგივე პროექტი.
6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 12. პროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა
1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარდგენის თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს.
2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები, განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საკითხები მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.
5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას, რისთვისაც პროექტი გადაეცემა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი).
6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებსა და სამართლის ზოგად პრინციპებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის).
8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება.
9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე;
ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ;
გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის განსახილველ პროექტს.
11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.
12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა.
მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წესი
მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო
1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც.
2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 10:00 საათი.
3. მთავრობის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს), ასევე მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
4. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტი.
მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება
1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:
ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;
ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
ე1) პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
ვ) მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ზ) მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
თ) მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას.
2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში.
3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც.
4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა
1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.
2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა.
2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. პრემიერ-მინისტრი ასევე უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი, თუ აღნიშნული პროექტ(ებ)ი მთავრობის სხდომის გამართვამდე ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი დასაბუთებული თხოვნით წარმოდგენილი და დარეგისტრირებულია მთავრობის ადმინისტრაციაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.
4. დღის წესრიგს არ დაემატება:
ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები;
ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა;
გ) კანონპროექტ(ებ)ი;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულება.
5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად.
6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პროექტის შემთხვევაში – 15 წუთს.
7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება
1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევრისა.
2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მთავრობის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 18. მთავრობის სხდომაზე მიღებული აქტის ხელმოწერა
1. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ინიციატორი უწყების მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.
პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების წესი
მუხლი 19. პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების პროცედურა
1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“).
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად და იგი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები“.
მუხლი 20. პროექტის ხელმოწერა
პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში.
მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წესი
მუხლი 21. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება
1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას.
მუხლი 22. სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა
1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებას და იმ დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამართლებრივ აქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ან რომელთა კომპეტენციაც დგინდება აღნიშნული სამართლებრივი აქტით.
2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი, უფლებამოსილი პირის წარდგინებით, იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – პრეზიდენტის ადმინისტრაცია).
3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესი და ურთიერთობა პარლამენტთან
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
მუხლი 23. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა
1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმების მიხედვით.
2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.
3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმები დგება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, მათ შორის, სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.
5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.
6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის მომზადებაზე.
7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული უნდა იქნეს:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა);
გ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ;
დ) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ;
ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.
8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 აგვისტოსი.
9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ კანონპროექტის გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამის დასაბუთებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა მთავრობის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.
მუხლი 24. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა
1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.
2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
მუხლი 25. ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონროექტის გამოქვეყნების ვალდებულება
ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ამ რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 26. კონტროლი
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ან/და მთავრობის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირების წესი
მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება🔗
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება).
მუხლი 28. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების წესი
1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.
მუხლი 29. კანონპროექტი და მასზე თანდართული მასალები
1. ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს.
2. კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.
3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენლი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან წინასწარი შეთანხმების პროცედურა🔗
1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
11. მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას ამ მუხლით, 34-ე მუხლითა და 38-ე მუხლით გათვალისწინებული კანონპროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის ან ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.
5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების ან ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში, კორექტირებულ კანონპროექტს შეთანხმების ფურცელთან ერთად „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ხელახლა უგზავნის შესათანხმებლად მხოლოდ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ს და მთავრობის ადმინისტრაციას. ამ შემთხვევაში შენიშვნის ავტორი მთავრობის წევრი, ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია 5 დღის ვადაში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ინიციატორი უწყება მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.
მუხლი 31. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, როგორც წესი, უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება შემცირდეს ინიციატორი უწყების დასაბუთებული (წერილობითი) მოთხოვნით მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.
12. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და ამ მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე.“
2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს).
3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს:
ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით);
ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს:
ა) კანონპროექტის სახელწოდება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება;
გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები;
დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.
5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა.
მუხლი 32. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმება
1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას, როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან).
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;
გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
7. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:
ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;
გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.
71. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმება.
8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას.
9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა.
მუხლი 33. მთავრობის საპარლამენტო მდივანთან კანონპროექტის განხილვის პროცედურები
1. კანონპროექტის განხილვა ხორციელდება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით.
2. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებენ:
ა) კანონპროექტის ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორი ან/და ინიციატორი უწყების შესაბამისი თანამშრომელი;
ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;
გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი.
3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე;
დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
4. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების წესი
მუხლი 34. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 35. მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი
ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების შედეგი და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის, შეთანხმებისა და პარლამენტში წარდგენის წესი
მუხლი 36. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა
1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს; პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, იმ უწყების თანამდებობის პირს, რომლსაც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.
3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.
4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 37. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის წესი
1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა), ასევე, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის შემდეგ, ეგზავნება პარლამენტს.
2. ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი:
ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
გ) საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით;
დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით;
ე) განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე (მათ შორის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე) და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.
5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით.
7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის გამარტივებული/დაჩქარებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს დასაბუთებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.
71. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ იყო გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს აღნიშნულ დასაბუთებას, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.
8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 38. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას.
2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.
8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლამენტში წარდგენა🔗
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის წამყვან კომიტეტს შესაძლებელია გაეგზავნოს მხოლოდ სამინისტროს პოზიცია (დასკვნა).
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 40. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება🔗
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტი.
2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები.
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
მუხლი 41. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შეთანხმების წესი
1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.
3. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არაუგვიანეს 20 ივნისისა, მთავრობას ეგზავნება პარლამენტის კომიტეტების დასკვნები.
5. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს.
6. მთავრობა, არაუგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს.
7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პარლამენტს წარედგინება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას.
მუხლი 42. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შეთანხმების წესი
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
10. ამ მუხლი მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში განხილვის განრიგი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.
12. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
13. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
14. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
15. პარლამენტიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე.
16. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტების (პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
17. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
18. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
19. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს (წარადგენენ) პრემიერ-მინისტრი ან/და მთავრობის სხვა წევრი (წევრები) პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.
მუხლი 43. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი🔗
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
61. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის გრაფიკი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პარლამენტიდან წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.
მუხლი 44. (ამოღებულია)🔗
მუხლი 45. (ამოღებულია)🔗
მუხლი 46. (ამოღებულია)🔗
მთავრობის ურთიერთობა პრეზიდენტთან
თანახელმოწერა
მუხლი 47. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემთხვევაში.
4. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
მუხლი 48. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას
1. თანახელმოწერას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;
ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;
დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
ი) პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
მუხლი 49. თანახელმოწერის განხორციელების წესი
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.
3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
4. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებრივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე.
5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით თანახელმოწერისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად, გარდა ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება.
7. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.
8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა თანახელმოწერისთვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის, რის შემდეგაც მეორდება თანახელმოწერისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 50. თანახელმოწერა დაჩქარებული წესით
1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა.
2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
3. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.
4. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.
7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტს.
მუხლი 51. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანების, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტის თანახელმოწერა
1. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
2. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. თანახელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
3. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერამდე, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შესაბამის სათათბირო (კოლეგიურ) ორგანოსთან.
პრეზიდენტისათვის მთავრობის მიერ თანხმობის მიცემის, მთავრობის/პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის წესი
1. პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით:
ა) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში;
ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
დ) ახორციელებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღებას.
2. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი წინადადებების შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 3. პრეზიდენტის წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
4. პრეზიდენტის წინადადებაზე მთავრობის თანხმობა ან უარი მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.
1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით:
ა) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს; ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს;
გ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
დ) პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; ე) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.
2. პრეზიდენტი, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე იწვევს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. ასევე, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი.
3. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება თანდართულ დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად. 4. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას მთავრობას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო.
5. პრეზიდენტისათვის წარსადგენი წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
6. მთავრობის გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის შესახებ მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.
7. მთავრობის სხდომაზე განხილვამდე, წინადადების შესწავლას, შესაბამისი წარდგინებით/მოთხოვნით მიმართვის მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგაზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
1. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით:
ა) გამოსცემს ბრძანებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ;
ბ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს;
გ) გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ.
2. პრემიერ-მინისტრის წარდგინების მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერა ხორციელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესით.
მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით
საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობასთან შეთანხმება
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. 2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე. 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ. 2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით. 3. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას.
1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორმით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში. 2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება: ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა;
ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი;
ვ1) განმარტებითი ბარათი საერთაშორისო ხელშეკრულების არსის შესახებ; ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები); თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა.
3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით.
5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.
7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს. 1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე. 1. საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. 2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული, შესაბამისი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №211 დადგენილების შესაბამისად.
საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტისათვის წარდგენის წესი
1. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას;
ვ) რატიფიცირებას საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.
2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, რატიფიცირებისათვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით. 5. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
8. (ამოღებულია - 30.01.2019, №25). 1. საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციას წერილით წარმოუდგენს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის დედნებს.
2. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას და ხელმოწერილი სიგელის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“.
1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.
3. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
5. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა წარუდგენს პარლამენტს.
მთავრობის სხვა საქმიანობის განხორციელების წესი
წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს იურიდიული დეპარტამენტი. 1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნოს დამოუკიდებელი ორგანო.
2. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი. 3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. 4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს. 6. მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტამენტი. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო). 2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს, ამ ორგანოს შექმნისას, განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს. ელექტრონული პეტიციების განხილვის წესი
1. მთავრობის ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ელექტრონული პეტიცია, რომელმაც „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებული საკითხის ინიციირებას ელექტრონული მთავრობის პროგრამაში.
3. ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ინიციირებული ელექტრონული პეტიციის შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის II და III თავებით დადგენილი წესით.
სხვა დოკუმენტების განხილვის წესი
1. სხვა დოკუმენტები (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და სხვ.), რომლებიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფორმაში ვერ ექცევა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაეცნოს საქართველოს მთავრობას საკითხის მნიშვნელობის ან/და კოორდინაციის გეგმის შემუშავების მიზნით, ასევე განიხილება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში მთავრობის სამართლებრივი აქტის შეთანხმების პირველი ეტაპისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
2. შეთანხმების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფო რწმუნებული
სახელმწიფო რწმუნებული – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი 1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები.
2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებული:
ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას;
ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება, რომელიც სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შესაძლებელია გაუქმდეს მთავრობის მიერ კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები.
სხვა დებულებები საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ.
გარდამავალი დებულება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ.
ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონეტარული ზღვარი არ ზღუდავს ამავე პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების არც ერთი საშუალების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ.
დანართი №1 განმარტებითი ბარათი ინფორმაცია პროექტის შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება) ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ1 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან) პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო ‑ ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის მოსალოდნელი შედეგები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზეც გავლენას მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება) პროექტის განხორციელების ვადები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე) პროექტის ავტორ ( ებ ) ი და წარმდგენი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორმაცია ორივეს შესახებ). დანართი №11 ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი ევროკავშირის სამართლებრივი აქტი საქართველოს სამართლებრივი აქტის/აქტების პროექტი/პროექტები და შესაბამისი მოქმედი სამართლებრივი აქტი/აქტები, არსებობის შემთხვევაში: №1. სამართლებრივი აქტის პროექტი №2. სამართლებრივი აქტი შესაბამისობა: სშ − სრულად შესაბამისი ნშ − ნაწილობრივ შესაბამისი შ − შეუსაბამო ას − არასავალდებულო 1 2 3 4 5 6 7 მუხლი ან ნაწილი ნორმის ტექსტი № მუხლი ან პუნქტი (ნაწილი) ნორმის ტექსტი შესაბამისობა
შენიშვნები
1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი. 2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა. 3. ამ ცხრილში საქართველოს სამართლებრივი აქტისთვის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი. 4. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი). 5. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა. 6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო). 7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები. შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა. 1 ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისას გამოყენებულია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. დანართი №2 1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“; 2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“; 3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; 5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“; 6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“; 7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; 8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; 9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“; 10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“; 11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“; 12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“; 13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“; 14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“ 15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; 16. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“; 17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“; 18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“; 19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“; 20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობის თანხმობას
მუხლი 53. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება მთავრობის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე
მუხლი 54. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე
მუხლი 55. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების შეთანხმება
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხმება🔗
მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა🔗
მუხლი 58. (ამოღებულია)🔗
მუხლი 59. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე
მუხლი 60. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება🔗
მუხლი 601. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებათა მიღების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები🔗
მუხლი 61. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის სხდომაზე განხილვა და რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) პარლამენტში წარდგენა
მუხლი 611. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის წესი🔗
მუხლი 62. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე
მუხლი 63. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლოებში
მუხლი 64. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა
მუხლი 65. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი🔗
მუხლი 66. მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების განხილვა
მუხლი 67. სხვა დოკუმენტების განხილვის პროცედურა
მუხლი 68. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი და კომპეტენცია
2
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №77
2018 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“.
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
2. „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
საქართველოს მთავრობის რეგლამენტი
კარი I
ზოგადი დებულებანი
+
თავი I
საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზოგადი საფუძვლები
მუხლი 1. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო🔗
1. საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სხდომის (შემდგომში – მთავრობის სხდომა) მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მთავრობის თანხმობის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის (შემდგომში – პრეზიდენტი) სამართლებრივი აქტების თანახელმოწერის წესი, აგრეთვე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომში – პრემიერ-მინისტრი) საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი).
2. რეგლამენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით, წყვეტს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 2. მთავრობის საქმიანობა
1. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
2. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
3. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის (შემდგომში – პარლამენტი) წინაშე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 3. მთავრობის საქმიანობის საფუძვლები
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.
მუხლი 4. მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა🔗
1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა).
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.
4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები.
6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახებ.
მუხლი 5. პრემიერ-მინისტრი🔗
1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს და მთავრობის საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.
3. პრემიერ-მინისტრი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 6. მთავრობის ადმინისტრაცია
1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი).
მუხლი 7. მთავრობის სამართლებრივი აქტები🔗
1. მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად, იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
2. მთავრობის სამართლებრივი აქტები შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
21. მთავრობის წევრის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას მის მიერ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამით განსახორციელებელ უფლებამოსილებებზე ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი.
3. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოწონების, პრემიერ-მინისტრის მიერ მისი თანახელმოწერის, პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის, აგრეთვე პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით.
6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები არ აღემატება ერთ მილიონ ლარს (აღნიშნული მონეტარული ზღვარი არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებზე), შესაძლებელია მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის სხდომაზე განხილვის ან/და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გარეშეც, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების (ე.წ. „სველი ხელმოწერა“) და რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხმათა მინიმალური რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.
7. წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის შემთხვევაში, მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას/მუნიციპალიტეტს/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს, რომლისთვისაც ხორციელდება თანხის გამოყოფა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №493 – ვებგვერდი, 18.10.2019წ.
კარი II
მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებისა და ინიციირების წესი
მუხლი 8. სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირების უფლება🔗
1. სამართლებრივი აქტის პროექტის (შემდგომში – პროექტი) ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს/თანამდებობის პირებს (შემდგომში – ინიციატორი უწყება):
ა) სამინისტროებს;
ბ) სახელმწიფო მინისტრე(ბი)ს აპარატ(ებ)ს;
გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
დ) მთავრობის ადმინისტრაციას;
ე) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
ვ) მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებასა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს;
ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას;
ლ) სახელმწიფო რწმუნებულებს;
მ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი ინიციატორი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პროექტის ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა) წარდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მუნიციპალიტეტები (გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) პროექტის ინიციირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით.
4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 9. პროექტის ინიციირების წესი
1. ინიციატორი უწყება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემუშავებულ პროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.
მუხლი 10. პროექტი და მასზე თანდართული მასალები🔗
1. ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს პროექტს.
2. პროექტს თან უნდა ერთოდეს:
ა) ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი;
ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი დანართ №11-ის შესაბამისად;
ბ) თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს:
ბ.ა) მთავრობის განკარგულების პროექტი (პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში);
ბ.ბ) ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი;
ბ.გ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში, ამ პუნქტის მიზნებისათვის, მოიაზრება მხოლოდ იმ დოკუმენტის/მასში ცვლილების პროექტი, რომელსაც იწონებს, რომელსაც დებს საქართველოს მთავრობა, ან რომელიც იდება საქართველოს მთავრობის სახელით) წარმოადგენს უცხოენოვან მასალას, ინიციირებისას, პროექტს თან უნდა ერთოდეს მასალის ქართული თარგმანი, რომლის შესაბამის უცხოენოვან ავთენტურ ტექსტთან იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება.
4. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ერთიანი პაკეტის სახით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
პროექტის მთავრობის წევრებსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების წესი
მუხლი 11. პროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“.
11. მთავრობის წევრის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას პროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:
ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;
ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.
5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროცედურის გაუვლელობა ინიციატორ უწყებას არ ზღუდავს, ხელახლა ატვირთოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების მიზნით იგივე პროექტი.
6. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს შეთანხმების ფურცელი, ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №493 – ვებგვერდი, 18.10.2019წ.
მუხლი 12. პროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა
1. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებული პროექტისა და პროექტის წარდგენის თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი წერილის დედანს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგენს მატერიალური ფორმით (პროექტს თან უნდა ახლდეს სამართლებრივი აქტის რედაქტირებადი ელექტრონული ვერსია MS Word/MS Excel-ის ფაილის სახით). მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს, ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ინიციირებისას (სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში – გარდა მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა), თან უნდა დაერთოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარდგენილი პროექტის მატერიალური და ელექტრონული ვერსიის იდენტურობაზე პასუხისმგებელია ინიციატორი უწყება. შეუსაბამობის არსებობისას, უპირატესობა ენიჭება მატერიალური ფორმით წარდგენილ პროექტს.
2. ინიციატორი უწყება, აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შეიტანოს მხოლოდ ტერმინოლოგიური, პროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და წარადგინოს პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
3. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარდგენილი პროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები, განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს ოთხშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საკითხები მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.
5. მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წარდგენილი პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას, რისთვისაც პროექტი გადაეცემა მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს (შემდგომში – იურიდიული დეპარტამენტი).
6. სამართლებრივი ექსპერტიზა გულისხმობს პროექტის შესაბამისობის დადგენას თანაბარი და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებსა და სამართლის ზოგად პრინციპებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა პროექტის დამატებით რომელიმე სხვა დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროექტის გადაგზავნას შესაბამისი უწყებისთვის (უწყებებისთვის).
8. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საჭიროებს შეთანხმებას სხვადასხვა უწყებასთან ან/და თანამდებობის პირთან და ინიციატორი უწყება ვერ უზრუნველყოფს შეთანხმების მიღწევას, საკითხის გარკვევის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მოახდინოს პოზიციების შეჯერება.
9. მთავრობის ადმინისტრაცია საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის თაობაზე;
ბ) პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხილვის შესახებ;
გ) პროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
10. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ინიციატორი უწყება არ ითვალისწინებს იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებს, იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც დაერთვის განსახილველ პროექტს.
11. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომაზე, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განსახილველ საკითხთა რაოდენობა აღემატება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ოდენობას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ინიციატორ უწყებასთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განხილვის შესახებ.
12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი მასზე თანდართული მასალებით ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინიციატორი უწყებისათვის უკან დაბრუნებას, თუ წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო ორ მთავრობის სხდომაზე არ მოხდა მისი განხილვა ან ამ პერიოდის განმავლობაში მისი ელექტრონული მთავრობის სხდომის ფორმატში გადატანა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 15.03.2022წ.
მთავრობის სხდომის გამართვისა და პროექტის მთავრობის სხდომაზე მიღების წესი
მუხლი 13. მთავრობის სხდომის გამართვის პერიოდულობა, ადგილი, დრო🔗
1. მთავრობის სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც.
2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ხუთშაბათი, 10:00 საათი.
2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ორშაბათი, 11:00 საათი.
3. მთავრობის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს), ასევე მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
4. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 15.03.2022წ.
მუხლი 14. დღის წესრიგის შედგენა🔗
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დგება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ამ რეგლამენტის II და III თავებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატან პროექტთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საკითხს, გარდა კანონპროექტებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის ერთ საკითხად ითვლება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი ერთიანი პაკეტი.
მუხლი 15. მთავრობის სხდომაზე დასწრება🔗
1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:
ა) მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;
ბ) სახელმწიფო მინისტრ(ებ)ი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები, ამ რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
ე) მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
ე1) პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
ვ) მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ზ) მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
თ) მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ი) საკითხის წარმდგენი, მის მიერ ინიციირებული შესაბამისი საკითხის წარდგენისას.
2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №361 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 16. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა
1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.
2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.
3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. პრემიერ-მინისტრი ასევე უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი, თუ აღნიშნული პროექტ(ებ)ი მთავრობის სხდომის გამართვამდე ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი დასაბუთებული თხოვნით წარმოდგენილი და დარეგისტრირებულია მთავრობის ადმინისტრაციაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფას.
4. დღის წესრიგს არ დაემატება:
ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები;
ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა;
გ) კანონპროექტ(ებ)ი;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულება.
5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად.
6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პროექტის შემთხვევაში – 15 წუთს.
7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №677 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება
1. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ნახევრისა.
2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მთავრობის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 18. მთავრობის სხდომაზე მიღებული აქტის ხელმოწერა🔗
1. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებულ სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ინიციატორი უწყების მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.
პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების წესი
მუხლი 19. პროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღების პროცედურა🔗
1. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში პროექტის ატვირთვიდან 24 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“).
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ მიღებულად და იგი „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის „სამართლებრივი აქტის მიღების“ რეჟიმიდან ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტები“.
მუხლი 20. პროექტის ხელმოწერა🔗
პრემიერ-მინისტრი „ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტების“ ველში განთავსებულ მთავრობის სამართლებრივ აქტს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან მატერიალურ დოკუმენტს ხელს აწერს 5 სამუშაო დღეში.
მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტების მინიჭებისა და მისი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნის წესი
მუხლი 21. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტისათვის რეკვიზიტის მინიჭება🔗
1. მთავრობის სხდომაზე მიღებულ და ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესით, რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
2. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტი, ელექტრონული ხელმოწერის შემდეგ, რეკვიზიტის მისანიჭებლად, ავტომატურად ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
3. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამა მთავრობის სამართლებრივ აქტზე ელექტრონული ხელმოწერისთანავე გამოსახავს საქართველოს სახელმწიფო გერბს, მიღების ადგილს და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას.
მუხლი 22. სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნა🔗
1. მთავრობის დადგენილება ამ რეგლამენტის 21‑ე მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იგზავნება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები ეგზავნება ინიციატორ უწყებას და იმ დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამართლებრივ აქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ან რომელთა კომპეტენციაც დგინდება აღნიშნული სამართლებრივი აქტით.
2. მთავრობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტი, უფლებამოსილი პირის წარდგინებით, იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდგომში – პრეზიდენტის ადმინისტრაცია).
3. მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე.
კარი III
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესი და ურთიერთობა პარლამენტთან
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
მუხლი 23. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა🔗
1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმების მიხედვით.
2. დაუშვებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში იმ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.
3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმები დგება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, მათ შორის, სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
4. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.
5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.
6. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის მომზადებაზე.
7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული უნდა იქნეს:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა);
გ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ;
დ) თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ;
ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.
8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის თითო სასესიო პერიოდის დაწყებამდე. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა არაუგვიანეს 20 აგვისტოსი.
9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ კანონპროექტის გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამის დასაბუთებას. აღნიშნული პროცედურების დაცვის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
11. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა მთავრობის მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 24. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა
1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.
2. დაუშვებელია ამ რეგლამენტის 23-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება.
მუხლი 25. ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონროექტის გამოქვეყნების ვალდებულება🔗
ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საჯარო გაცნობის მიზნით ქვეყნდება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ამ რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 26. კონტროლი🔗
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ან/და მთავრობის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირების წესი
მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება🔗
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება).
მუხლი 28. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების წესი🔗
1. ინიციატორი უწყება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ კანონპროექტს ელექტრონული ფორმით მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
2. ინფორმაცია საკითხის ინიციირების შესახებ შესაბამის პროექტთან ერთად ელექტრონული ფორმით ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციას.
მუხლი 29. კანონპროექტი და მასზე თანდართული მასალები🔗
1. ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს კანონპროექტს.
2. კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) მთავრობის განკარგულების პროექტი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 30.01.2019, №25);
დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.
3. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენლი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
4. კანონპროექტს შეიძლება ახლდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 30. კანონპროექტის სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან წინასწარი შეთანხმების პროცედურა🔗
1. მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, კანონპროექტის ინიციირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სპეციალურ ველში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
11. მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას ამ მუხლით, 34-ე მუხლითა და 38-ე მუხლით გათვალისწინებული კანონპროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.
4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის ან ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.
5. მთავრობის წევრების ან სამინისტროების/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების ან ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში, კორექტირებულ კანონპროექტს შეთანხმების ფურცელთან ერთად „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ხელახლა უგზავნის შესათანხმებლად მხოლოდ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ს და მთავრობის ადმინისტრაციას. ამ შემთხვევაში შენიშვნის ავტორი მთავრობის წევრი, ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია 5 დღის ვადაში დააფიქსიროს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნ(ებ)ის ავტორ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ინიციატორი უწყება მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №493 – ვებგვერდი, 18.10.2019წ.
მუხლი 31. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენა, როგორც წესი, უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება შემცირდეს ინიციატორი უწყების დასაბუთებული (წერილობითი) მოთხოვნით მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით.
12. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და ამ მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს სამშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
12. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და ამ მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს ოთხშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მისსავე სახელზე მთავრობის წევრის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე.“
2. ინიციატორი უწყება სათანადო წესით შეთანხმებულ კანონპროექტს მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტის წარდგენის თაობაზე წერილით წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციას მატერიალური ფორმით (დედანს).
3. კანონპროექტს, გარდა ამ რეგლამენტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე უნდა ერთოდეს:
ა) მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის იდენტური ელექტრონული ვერსია (Ms Word-ის ფაილის სახით);
ბ) კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი;
გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს:
ა) კანონპროექტის სახელწოდება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი უწყების სახელწოდება;
გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები;
დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.
5. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის გარეშე წარმოდგენილი კანონპროექტი ინიციატორ უწყებას უბრუნდება განხილვის გარეშე.
6. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განხილვა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 15.03.2022წ.
მუხლი 32. კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმება🔗
1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას, როგორც მიზანშეწონილობის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამართლებრივ ექსპერტიზას, შედარებით ანალიზს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანამდე, კანონპროექტი შეიძლება განხილულ იქნეს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა კანონპროექტის დამატებით რომელიმე სხვა, დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) (მათ შორის, თანამდებობის პირთან/მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან) შეთანხმების საჭიროება, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს კანონპროექტის გადაგზავნას დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან).
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, თუ ინიციატორი უწყება ვერ შეათანხმებს დაინტერესებულ უწყებასთან (უწყებებთან) საკითხს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს პოზიციების შეჯერებას ინიციატორი და დაინტერესებული უწყებ(ებ)ის უფლებამოსილი პირების მონაწილეობით.
5. საკითხის შესწავლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე;
გ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
7. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ:
ა) კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ბ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან;
გ) კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
დ) კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით, თუ ძირითადი კანონპროექტი უკვე განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე და წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონპროექტის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ე) კანონპროექტი ეხება კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს.
71. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმება.
8. კანონპროექტის თაობაზე სამართლებრივი შენიშვნების არსებობისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანთან პოზიციების შეჯერებას.
9. ინიციატორი უწყების მიერ სამართლებრივი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველ კანონპროექტს დაერთვის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამართლებრივი დასკვნა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №584 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 33. მთავრობის საპარლამენტო მდივანთან კანონპროექტის განხილვის პროცედურები
1. კანონპროექტის განხილვა ხორციელდება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით.
2. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებენ:
ა) კანონპროექტის ინიციატორი უწყების საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორი ან/და ინიციატორი უწყების შესაბამისი თანამშრომელი;
ბ) იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;
გ) სხვა დაინტერესებული უწყების შესაბამისი თანამდებობის პირი.
3. კანონპროექტის განხილვის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე;
ბ) კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების თაობაზე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) ინიციატორი უწყების მიერ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადამუშავებული კანონპროექტის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის თაობაზე;
დ) კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და ინიციატორი უწყებისათვის დაბრუნების თაობაზე.
4. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კანონპროექტის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე შეთანხმების წესი
მუხლი 34. მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. ამ რეგლამენტის 32-ე/33-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია კანონპროექტს სვამს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის ველში – „კანონპროექტის შეთანხმების რეჟიმი“.
2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, 48 საათში სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
3. მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვლება მთავრობის წევრთა მიერ შეთანხმებულად. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრემიერ‑მინისტრის ხმა.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეთანხმებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა ხდება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 35. მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი
ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ დგება მთავრობის ელექტრონული სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე კანონპროექტის შეთანხმების შედეგი და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის, შეთანხმებისა და პარლამენტში წარდგენის წესი
მუხლი 36. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა🔗
1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვთ: მთავრობის წევრს; მთავრობის წევრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს; პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, იმ უწყების თანამდებობის პირს, რომლსაც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ რეგლამენტის IV თავით დადგენილი წესით.
3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი შეიძლება შეთანხმებულ იქნეს შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.
4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
6. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 37. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის წესი
1. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი (გარდა ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული კანონპროექტებისა), ასევე, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის შემდეგ, ეგზავნება პარლამენტს.
2. ამ რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი:
ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;
ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
გ) საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით;
დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით;
ე) განხილულ იქნა მთავრობის სხდომაზე (მათ შორის მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე) და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
4. პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) მთავრობის განკარგულების ასლი კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) მთავრობის სხდომის ოქმიდან ამონაწერი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს მასთან შესაბამისობის ცხრილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი №1-ის შესაბამისად.
5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
6. პარლამენტს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით.
7. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის გამარტივებული/დაჩქარებული წესით, ან რიგგარეშე განხილვის წინადადება/მოთხოვნა. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს დასაბუთებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.
71. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ იყო გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, ინიციატორი უწყება მთავრობის საპარლამენტო მდივანს წერილობით წარუდგენს აღნიშნულ დასაბუთებას, რომელიც დაერთვება მთავრობის წარდგინებას.
8. კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განკარგულებით დანიშნულ მომხსენებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვეტილი ან შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სამსახურებრივ მივლინებაშია, რის გამოც შეუძლებელია განკარგულებით მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტს უნდა დაერთოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების ან სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 38. მთავრობის მიერ პარლამენტიდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა🔗
1. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას.
2. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში კანონპროექტი თანხმდება მთავრობასთან და შესაბამისი პოზიცია (დასკვნა) ეგზავნება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ წამყვან კომიტეტს.
3. პარლამენტიდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებასა და პარლამენტში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. პარლამენტის მიერ დადგენილი წესით მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმავე დღეს იტვირთება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
6. მთავრობის წევრები ან სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ მითითებულ ვადაში, სპეციალურ ველში დააფიქსირონ კანონპროექტის თაობაზე პოზიცია: „თანახმა ვარ“, „ვეთანხმები შენიშვნით“ ან „არ ვეთანხმები“.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პოზიციის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მთავრობის წევრი ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი ვალდებულია, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთოს კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ:
ა) ეთანხმება შენიშვნით კანონპროექტს;
ბ) არ ეთანხმება კანონპროექტს.
8. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი ან სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მის უწყებასთან შეთანხმებულად.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლამენტში წარდგენა
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის წამყვან კომიტეტს შესაძლებელია გაეგზავნოს მხოლოდ სამინისტროს პოზიცია (დასკვნა).
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი
მუხლი 40. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის შეთანხმება🔗
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტი.
2. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები.
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების პროცედურა
მუხლი 41. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შეთანხმების წესი🔗
1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.
3. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე წარუდგენს პარლამენტს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თაობაზე, არაუგვიანეს 20 ივნისისა, მთავრობას ეგზავნება პარლამენტის კომიტეტების დასკვნები.
5. საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს.
6. მთავრობა, არაუგვიანეს 10 ივლისისა, იწონებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პირველად ვარიანტს.
7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი ინფორმაციისა) პარლამენტს წარედგინება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემდგომ შესაბამისობას.
მუხლი 42. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შეთანხმების წესი🔗
1. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს მთავრობას არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
7. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
8. არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტში წარდგენისას უნდა დაერთოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
10. ამ მუხლი მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში განხილვის განრიგი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.
12. პარლამენტიდან არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
13. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების პარლამენტში წარსადგენ ვერსიას. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
14. მთავრობა, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
15. პარლამენტიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილება მთავრობის სხდომაზე.
16. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტების (პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
17. მთავრობა, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.
18. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
19. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს (წარადგენენ) პრემიერ-მინისტრი ან/და მთავრობის სხვა წევრი (წევრები) პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 43. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შეთანხმების წესი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირების, შეთანხმებისა და მთავრობის სხდომაზე განხილვის პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის III კარით დადგენილი მოთხოვნები (გარდა 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა), ამ მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.
3. შესაბამისი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიციირებისა და ამ რეგლამენტით დადგენილი სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კანონპროექტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
5. მთავრობა 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში წარდგენისას თან ერთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
61. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის გრაფიკი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პარლამენტიდან წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
8. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებისა და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესაბამისი სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციას უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) პარლამენტში წარსადგენ ვერსიას.
9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 44. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 45. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 46. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი IV
მთავრობის ურთიერთობა პრეზიდენტთან
თანახელმოწერა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 47. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
2. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, მთავრობისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემთხვევაში.
4. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 48. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას
1. თანახელმოწერას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;
ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;
დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
ი) პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 49. თანახელმოწერის განხორციელების წესი
1. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. სამართლებრივი აქტის მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით თანდართულ მასალასთან ერთად წარდგენას უზრუნველყოფს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
2. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის განხილვამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს მის შესწავლას სამართლებრივი თვალსაზრისით.
3. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი წინასწარი გაცნობის მიზნით გადაეგზავნოთ მთავრობის წევრებს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.
4. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში მთავრობის წევრის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა ან უარყოფითი პოზიცია არ აბრკოლებს სამართლებრივი აქტის განხილვას მთავრობის სხდომაზე.
5. პრემიერ-მინისტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით თანახელმოწერისათვის გადმოცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე განსახილველად, გარდა ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ მთავრობა მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება.
7. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.
8. თუ მთავრობა არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცა თანახელმოწერისთვის, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული საკუთარი უწყების შენიშვნები წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა.
9. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
10. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გადასცემს პრეზიდენტს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
11. პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის, რის შემდეგაც მეორდება თანახელმოწერისთვის ამ მუხლით დადგენილი პროცედურა.
12. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისთვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 50. თანახელმოწერა დაჩქარებული წესით
1. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია, მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა.
2. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან განხილვა ხორციელდება მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
3. თანახელმოწერილი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცემა პრეზიდენტს.
4. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი უწყების შენიშვნები და პოზიცია წერილობითი ფორმით გაუგზავნონ მთავრობის საპარლამენტო მდივანს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს უწყებათა პოზიციების შეჯერებასა და მთავრობის სახელით ამზადებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერაზე უარის მოტივირებულ შენიშვნებს.
6. მთავრობის მოტივირებულ შენიშვნებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადასცემს მთავრობის სხდომის ან მთავრობის ელექტრონული სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.
7. თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიმართვას სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერის შესახებ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ რეგლამენტის 49-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 51. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანების, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანების, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტის თანახელმოწერა
1. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
2. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. თანახელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
3. პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერამდე, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შესაბამის სათათბირო (კოლეგიურ) ორგანოსთან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
პრეზიდენტისათვის მთავრობის მიერ თანხმობის მიცემის, მთავრობის/პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის წესი
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობის თანხმობას
1. პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით:
ა) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში;
ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
დ) ახორციელებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღებას.
2. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი წინადადებების შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრეზიდენტის წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
4. პრეზიდენტის წინადადებაზე მთავრობის თანხმობა ან უარი მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 53. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება მთავრობის წარდგინებით, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე
1. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით:
ა) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს;
გ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
დ) პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ე) იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.
2. პრეზიდენტი, მთავრობის მიერ მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე იწვევს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. ასევე, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი.
3. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციას წარმოუდგენს შესაბამისი უწყება თანდართულ დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად.
4. პრეზიდენტისათვის წარსადგენ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას მთავრობას წარუდგენს პრემიერ-მინისტრი ან შესაბამისი სამინისტრო.
5. პრეზიდენტისათვის წარსადგენი წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
6. მთავრობის გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის წარდგინებით ან მოთხოვნით მიმართვის შესახებ მიიღება განკარგულების სახით, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს.
7. მთავრობის სხდომაზე განხილვამდე, წინადადების შესწავლას, შესაბამისი წარდგინებით/მოთხოვნით მიმართვის მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგაზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 54. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე
1. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით:
ა) გამოსცემს ბრძანებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ;
ბ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს;
გ) გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ.
2. პრემიერ-მინისტრის წარდგინების მომზადებასა და პრეზიდენტთან გაგზავნას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული სამართლებრივი აქტების თანახელმოწერა ხორციელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი V
მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით
საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხების მთავრობასთან შეთანხმება
მუხლი 55. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების შეთანხმება🔗
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ პარლამენტის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
2. მთავრობა, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში, რეკომენდაციის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხმება
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, მთავრობას წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას – წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ.
2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მასში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.
3. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
4. წინადადებას, იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა
1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს მატერიალური ფორმით წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე, შესაბამის უცხოურ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა;
ვ) შეთანხმების ფურცელი, სადაც აისახება დაინტერესებული უწყებების მიერ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი;
ვ1) განმარტებითი ბარათი საერთაშორისო ხელშეკრულების არსის შესახებ;
ზ) მთავრობის/პრემიერ-მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი (პროექტები);
თ) საჭიროების შემთხვევაში, პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტში/აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც გავლილი აქვს ამ რეგლამენტის 27-ე – 30-ე მუხლებით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პროცედურა.
3. მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით ან გამოიკვეთა ხარვეზი, რის გამოც იგი ვერ განიხილება მთავრობის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უფლებამისილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნოს საერთაშორისო ხელშეკრულება ხარვეზის გამოსასწორებლად, შესაბამისი შენიშვნებით.
5. საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
6. უპირატესობა ენიჭება და რიგგარეშე განიხილება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეეხება ფინანსურ საკითხებს (ინვესტიცია, სესხი), საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.
7. თუ მთავრობა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გამართვის ან/და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ (მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით), მთავრობის შესაბამისი განკარგულება არა უგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 58. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 59. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე
1. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, რომელიც არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
3. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 60. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება
1. საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას, მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
2. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 601. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებათა მიღების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული, შესაბამისი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებ(ებ)ისა და რეკომენდაცი(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №211 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტისათვის წარდგენის წესი
მუხლი 61. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის სხდომაზე განხილვა და რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) პარლამენტში წარდგენა🔗
1. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას;
ვ) რატიფიცირებას საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.
2. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ მიმართავს მთავრობა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას პარლამენტი გამოხატავს, რატიფიცირებისათვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მისაღებად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გადაწყვეტილებით განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენა, განხილვა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით.
5. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
6. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
7. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელს, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
8. (ამოღებულია - 30.01.2019, №25).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 611. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენის წესი
1. საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციას წერილით წარმოუდგენს სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის დედნებს.
2. სარატიფიკაციო (შეერთების) სიგელის პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას და ხელმოწერილი სიგელის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 62. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე
1. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა მთავრობამ, მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარადგენს მთავრობის ადმინისტრაციაში.
2. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.
3. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლასა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებას უზრუნველყოფს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
4. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ განსაზღვრულ ვადაში განიხილება მთავრობის სხდომაზე ან მთავრობის ელექტრონულ სხდომაზე.
5. წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა პარლამენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით მთავრობა წარუდგენს პარლამენტს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი VI
მთავრობის სხვა საქმიანობის განხორციელების წესი
წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა
მუხლი 63. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა სასამართლოებში🔗
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს იურიდიული დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 64. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნოს დამოუკიდებელი ორგანო.
2. მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტი.
3. იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია, თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები.
4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის პროექტსა და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს.
6. მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების მიღების, მიღებაზე უარის თქმის, განხილვისა და უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული დეპარტამენტი.
მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოები
მუხლი 65. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი🔗
1. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად იქმნება მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო – კომისია/საბჭო (შემდგომში – სათათბირო ორგანო).
2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს, ამ ორგანოს შექმნისას, განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად, მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს.
ელექტრონული პეტიციების განხილვის წესი
მუხლი 66. მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების განხილვა🔗
1. მთავრობის ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ელექტრონული პეტიცია, რომელმაც „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებული საკითხის ინიციირებას ელექტრონული მთავრობის პროგრამაში.
3. ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ინიციირებული ელექტრონული პეტიციის შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის II და III თავებით დადგენილი წესით.
სხვა დოკუმენტების განხილვის წესი
მუხლი 67. სხვა დოკუმენტების განხილვის პროცედურა🔗
1. სხვა დოკუმენტები (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და სხვ.), რომლებიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფორმაში ვერ ექცევა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაეცნოს საქართველოს მთავრობას საკითხის მნიშვნელობის ან/და კოორდინაციის გეგმის შემუშავების მიზნით, ასევე განიხილება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში მთავრობის სამართლებრივი აქტის შეთანხმების პირველი ეტაპისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
2. შეთანხმების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
კარი VII
სახელმწიფო რწმუნებული
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
სახელმწიფო რწმუნებული – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
მუხლი 68. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი და კომპეტენცია
1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები.
2. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებული:
ა) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას;
ბ) მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;
დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება, რომელიც სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შესაძლებელია გაუქმდეს მთავრობის მიერ კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მთავრობა სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, სახელმწიფო რწმუნებულისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს განმარტებები და დასკვნები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.
კარი VIII
სხვა დებულებები
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ.
გარდამავალი დებულება
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ.
მუხლი 69. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროებითი პროცედურა🔗
ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონეტარული ზღვარი არ ზღუდავს ამავე პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების არც ერთი საშუალების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №260 – ვებგვერდი, 23.04.2020წ.
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
განმარტებითი ბარათი
ინფორმაცია პროექტის შესახებ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება)
ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ1
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან)
პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო ‑ ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზეც გავლენას მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება)
პროექტის განხორციელების ვადები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)
პროექტის ავტორ ( ებ ) ი და წარმდგენი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო თუ პროექტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორმაცია ორივეს შესახებ).
დანართი №11
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №434 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი
ევროკავშირის სამართლებრივი აქტი
საქართველოს სამართლებრივი აქტის/აქტების პროექტი/პროექტები და შესაბამისი მოქმედი სამართლებრივი აქტი/აქტები, არსებობის შემთხვევაში:
№1. სამართლებრივი აქტის პროექტი
№2. სამართლებრივი აქტი
შესაბამისობა:
სშ − სრულად შესაბამისი
ნშ − ნაწილობრივ შესაბამისი
შ − შეუსაბამო
ას − არასავალდებულო
1
2
3
4
5
6
7
მუხლი ან ნაწილი
ნორმის ტექსტი
№
მუხლი ან პუნქტი (ნაწილი)
ნორმის ტექსტი
შესაბამისობა
შენიშვნები
1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი.
2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა.
3. ამ ცხრილში საქართველოს სამართლებრივი აქტისთვის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი.
4. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი).
5. საქართველოს სამართლებრივი აქტის/საქართველოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა.
6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო).
7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები.
შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა.
1 ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებისას გამოყენებულია ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დანართი №2
1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;
3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;
6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“;
7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“;
10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;
11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“;
12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;
13. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;
14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;“
15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
16. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;
17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;
19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“;
20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №77, 14.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020392 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4062183-9/