თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას .
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №37 -ვებგვერდი,13.04.2018წ.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს .
3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ;
ბ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას ;
გ ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ;
დ ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წე სების შემუშავებას ;
ე ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ;
ვ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ;
ზ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;
თ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ;
ი ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუ შავებას ;
კ ) წინადადებების , დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის , განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე ;
ლ ) დასახლებებში გაზმომარაგების , კანალიზაციის , წყალმომარაგების , გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას ;
მ ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის , ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად ;
ნ ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას ;
ო ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია -განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას , დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ;
პ ) 5000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების და მომსახურების ხარჯთაღრიცხვების საჭიროებისამებრ შესრულება ს;
ჟ ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
+
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2018 წლის 19 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №33 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 12/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016184).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური
+
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
მუხლი 1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური🔗
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას .
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №37 -ვებგვერდი,13.04.2018წ.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს .
3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №37 -ვებგვერდი,13.04.2018წ.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები🔗
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ;
ბ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას ;
გ ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ;
დ ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ;
ე ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ;
ვ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ;
ზ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;
თ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ;
ი ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას ;
კ ) წინადადებების , დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის , განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე ;
ლ ) დასახლებებში გაზმომარაგების , კანალიზაციის , წყალმომარაგების , გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას ;
მ ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის , ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად ;
ნ ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას ;
ო ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია -განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას , დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ;
პ ) 5000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების და მომსახურების ხარჯთაღრიცხვების საჭიროებისამებრ შესრულება ს;
პ ) 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) ლარამდე ღირებულების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჭიროებისამებრ შესრულებას;
ჟ ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №48 -ვებგვერდი,29.08.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 19.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016354 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4070243-1/