თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.02.2018 ძალადაკარგული 30.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 19 თებერვალი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №33 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 12/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016184).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
+



დანართი №1

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა  და  მშენებლობის  სამსახურის  დებულება

მუხლი 1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის   სამსახური

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას .

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №37 -ვებგვერდი,13.04.2018წ.

მუხლი  2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს .

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №37 -ვებგვერდი,13.04.2018წ.

მუხლი  3. სამსახურის   ფუნქციები

სამსახური   დადგენილი   წესით   უზრუნველყოფს :

ა ) მუნიციპალიტეტის   სივრცითი   მოწყობისა   და   ურბანული   განვითარების   დაგეგმვას ;

ბ ) მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   მიწათსარგებლობის   დაგეგმვას ;

გ ) დასახლებათა   განაშენიანების   რეგულირების   გეგმების   შემუშავებას ;

დ ) დასახლებათა   ტერიტორიების   გამოყენებისა   და   განაშენიანების   რეგულირების   წე სების   შემუშავებას ;

ე ) გეგმარებითი   დავალებების   მომზადებას ;

ვ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ;

ზ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;

თ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ;

ი ) მშენებლობის   ნებართვების   თაობაზე   სამართლებრივი აქტების პროექტების   შემუ შავებას ;

კ ) წინადადებების , დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის , განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე ;

ლ ) დასახლებებში გაზმომარაგების , კანალიზაციის , წყალმომარაგების , გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას ;

მ ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის , ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა   და   ყინულისაგან   გასაწმენდად ;

 ნ ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას ;

ო ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია -განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას , დამტკიცებული პროგრამის განხორციელების   კოორდინაციას ;

პ ) 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) ლარამდე ღირებულების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჭიროებისამებრ შესრულებას;

ჟ ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების   განხორციელებას .

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №48 -ვებგვერდი,29.08.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 19.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016354 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4070243-2/