თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.02.2018 ძალადაკარგული 30.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 19 თებერვალი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №33 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 12/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016184).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
+



დანართი №1

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა  და  მშენებლობის  სამსახურის  დებულება

მუხლი 1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის   სამსახური

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას .

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №37 -ვებგვერდი,13.04.2018წ.

მუხლი  2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის  განყოფილებისა  და საჯარო მოხელისაგან – სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისგან. 

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს განყოფილების უფროსს.

2​1. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.

2​2. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლისა და ამ დებულების შესაბამისად. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი უფლება-მოვალეობების შესრულება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის დადგენილება №37 -ვებგვერდი,13.04.2018წ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 02.09.2019წ.

მუხლი  3. სამსახურის   ფუნქციები

სამსახური   დადგენილი   წესით   უზრუნველყოფს :

ა ) მუნიციპალიტეტის   სივრცითი   მოწყობისა   და   ურბანული   განვითარების   დაგეგმვას ;

ბ ) მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   მიწათსარგებლობის   დაგეგმვას ;

გ ) დასახლებათა   განაშენიანების   რეგულირების   გეგმების   შემუშავებას ;

დ ) დასახლებათა   ტერიტორიების   გამოყენებისა   და   განაშენიანების   რეგულირების   წე სების   შემუშავებას ;

ე ) გეგმარებითი   დავალებების   მომზადებას ;

ვ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ;

ზ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;

თ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ;

ი ) მშენებლობის   ნებართვების   თაობაზე   სამართლებრივი აქტების პროექტების   შემუ შავებას ;

კ ) წინადადებების , დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის , განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე ;

კ​1) თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას;

ლ ) დასახლებებში გაზმომარაგების , კანალიზაციის , წყალმომარაგების , გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას ;

მ ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის , ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა   და   ყინულისაგან   გასაწმენდად ;

 ნ ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას ;

ო ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია -განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას , დამტკიცებული პროგრამის განხორციელების   კოორდინაციას ;

პ ) 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) ლარამდე ღირებულების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჭიროებისამებრ შესრულებას;

ჟ ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების   განხორციელებას .

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №48 -ვებგვერდი,29.08.2018წ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 02.09.2019წ.

მუხლი 4. ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე;

ბ)თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას;

გ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას;

დ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;

ე) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის  განხორციელების კოორდინაციას;

ზ) 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) ლარამდე ღირებულების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჭიროებისამებრ შესრულებას.

თ) (ამოღებულია - 25.11.2019, №17);

ი) (ამოღებულია - 25.11.2019, №17).                          

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 02.09.2019წ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 22.10.2019წ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 28.11.2019წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 19.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016354 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4070243-5/