სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აქტიურ რეზერვში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის კომისია. 3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს: ა) სარდალს; ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს; გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს; დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს; ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს; ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.
|
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №44, 18.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016591 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4190749-1/