სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აქტიურ რეზერვში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის კომისია. 3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს: ა) სარდალს; ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს; გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს; დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს; ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს; ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.
|
|
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №44
2018 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
21. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ორი, სამი ან ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა და ყოველი მომდევნო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.
3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს:
ა) სარდალს;
ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს;
გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს;
დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს;
ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს;
ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 მაისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 04.05.2023წ.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №44, 18.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016591 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4190749-2/