სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.05.2018 ძალადაკარგული 15.02.2024
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016591
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №44

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2​1. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ორი, სამი ან ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა და ყოველი მომდევნო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს:

ა) სარდალს;

ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს;

გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს;

დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს;

ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს;

ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 3 მაისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 04.05.2023წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №44, 18.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016591 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4190749-3/