საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (21)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, ორგანიზებას, პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;
დ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენას, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით;
ე) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ზ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობას;
კ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;
ო) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;
პ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
ჟ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაციას;
რ) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
ს) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ტ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
უ) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;
ფ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
ქ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;
ღ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
ყ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;
შ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;
ჩ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;
ც) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №357 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ა.დ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა.ე) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ა1) პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა1.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა1.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა1.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა1.დ) საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ა1.ე) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.ვ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.ზ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, ეროვნულ დონეზე კოორდინირება და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.თ) უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოსათვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ა1.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ბ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
გ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
გ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
გ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
გ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
გ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
დ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;
დ.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დისტანციურად, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
დ.ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
დ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ე.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ე.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ე.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
ე.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი;
ე.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
ე.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;
ე.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება;
ე.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა;
ე.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოჯისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება;
ე.ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ე.რ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
ე.ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე.ტ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ე.უ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ე.ფ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ე.ქ) სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება;
ე.ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი
ვ.ა) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ვ.ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ვ.ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საკითხებზე კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით;
ვ.ა.გ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
ვ.ა.დ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ვ.ა.ე) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;
ვ.ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ვ.ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ.ბ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ვ1) ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ვ1.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;
ვ1.ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით:
ვ1.ბ.ა) ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი პრიორიტეტული სფეროების ანალიზი, პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება;
ვ1.ბ.ბ) სამინისტროებსა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან კოორდინირებით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, ინდიკატორების გათვალისწინებით რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
ვ1.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების მართვის მეთოდოლოგიების გამოყენებით სტრატეგიული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
ვ1.დ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ვ1.ე) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ვ1.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ზ) (ამოღებულია - 12.07.2023, №259);
თ) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
თ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
თ.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
თ.გ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ.დ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
თ.ე) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ.ვ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
თ.ზ) დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად, შესაბამისი სამინისტროებიდან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან და მუნიციპალური ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა-ანალიზი;
თ.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ი) მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ი.ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი;
ი.ბ) მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ი.გ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ი.დ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით წინადადებების შემუშავება;
ი.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
კ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება;
კ.ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა;
კ.გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა;
კ.დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი;
კ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება;
კ.ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
კ.ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია;
კ.თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
კ.ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
კ.კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
კ.ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან;
კ.მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ლ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
ლ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ლ.გ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და მონიტორინგის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ლ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ.ზ) დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ.თ) საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ლ.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
მ) პროტოკოლის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
მ.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება;
მ.ბ) საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება;
მ.გ) შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;
მ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ნ) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ნ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;
ნ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;
ნ.გ) საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირების მიზნით, თანამშრომლობა სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;
ნ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;
ო) შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ო.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;
ო.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ო.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
ო.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;
ო.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
ო.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ო.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ო.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ო.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი;
ო.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება, შეიქმნას სამმართველო, სამსახური ან/და განყოფილება.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესს;
გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლება-მოვალეობებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან (მათ შორის, სპეციალურ წარმომადგენელთან, მრჩეველთან ან/და თანაშემწესთან);
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ზ) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამებითა და კერძო დაზღვევის ფარგლებში; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;
ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
1
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №340 2018 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებამუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗

მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ა.დ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა.ე) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.ე) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ა.ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია;
ა1) პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.თ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
ა1.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა.ი) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა;
ა1.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.კ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა1.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.ლ) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა1.დ) საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ა.მ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ა1.ე) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ა1.ვ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.ზ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, ეროვნულ დონეზე კოორდინირება და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.თ) უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოსათვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ა1.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ბ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
გ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
გ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
გ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
გ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
გ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
დ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;
დ.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დისტანციურად, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
დ.ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
დ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ე.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ე.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ე.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
ე.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი;
ე.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
ე.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;
ე.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება;
ე.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა;
ე.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოჯისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება;
ე.ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ე.რ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
ე.ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე.ტ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ე.უ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ე.ფ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ე.ქ) სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება;
ე.ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია:
ვ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი
ვ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ვ.ა) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ვ.ბ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
ვ.ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ვ.გ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ვ.ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საკითხებზე კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით;
ვ.დ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;
ვ.ა.გ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
ვ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ვ.ა.დ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ვ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ.ა.ე) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;
ზ) ანტიკორუფციული სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ვ.ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ზ.ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება, საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
ვ.ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ზ.ბ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;
ვ.ბ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ზ.გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე ძირითადი ტენდენციების, სიახლეებისა და სახელმწიფოთა კანონმდებლობის კვლევა;
ვ1) ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ზ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ1.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;
ვ1.ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით:
ვ1.ბ.ა) ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი პრიორიტეტული სფეროების ანალიზი, პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება;
ვ1.ბ.ბ) სამინისტროებსა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან კოორდინირებით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, ინდიკატორების გათვალისწინებით რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
ვ1.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების მართვის მეთოდოლოგიების გამოყენებით სტრატეგიული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
ვ1.დ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ვ1.ე) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ვ1.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ზ) (ამოღებულია - 12.07.2023, №259);
თ) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
თ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
თ.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
თ.გ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ.დ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
თ.ე) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ.ვ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
თ.ზ) დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად, შესაბამისი სამინისტროებიდან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან და მუნიციპალური ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა-ანალიზი;
თ.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ი) მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ი.ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი;
ი.ბ) მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ი.გ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ი.დ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით წინადადებების შემუშავება;
ი.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
კ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება;
კ.ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა;
კ.გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა;
კ.დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი;
კ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება;
კ.ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
კ.ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია;
კ.თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
კ.ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
კ.კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
კ.ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან;
კ.მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ლ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
ლ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ლ.გ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და მონიტორინგის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ლ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ.ზ) დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ.თ) საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ლ.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
მ) პროტოკოლის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
მ.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება;
მ.ბ) საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება;
მ.გ) შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;
მ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ნ) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ნ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;
ნ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;
ნ.გ) საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირების მიზნით, თანამშრომლობა სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;
ნ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;
ო) შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ო.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;
ო.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ო.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
ო.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;
ო.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
ო.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ო.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ო.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ო.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი;
ო.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება, შეიქმნას სამმართველო, სამსახური ან/და განყოფილება.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესს;
გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლება-მოვალეობებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან (მათ შორის, სპეციალურ წარმომადგენელთან, მრჩეველთან ან/და თანაშემწესთან);
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
ზ) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამებითა და კერძო დაზღვევის ფარგლებში; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;
ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №340
2018 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.🔗
+
მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილება.🔗
+
მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, ორგანიზებას, პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;
დ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენას, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით;
ე) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ზ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობას;
კ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;
ო) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;
პ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
ჟ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაციას;
რ) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
ს) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ტ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
უ) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;
ფ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
ქ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;
ღ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
ყ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;
შ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;
ჩ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;
ც) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №357 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
მუხლი 3. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372- ვებგვერდი, 24.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №453 - ვებგვერდი, 07.09.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №357 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
მუხლი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ა.დ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა.დ) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა.ე) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა.ე) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა1) პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ზ) საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ა1.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა.თ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა1.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.ი) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა1.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.კ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.დ) საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ა.ლ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.ე) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.მ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, ეროვნულ დონეზე კოორდინირება და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა1.ვ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.ნ) უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოსათვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ა1.ზ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, ეროვნულ დონეზე კოორდინირება და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;
ა1.თ) უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოსათვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ა.პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით:
ა1.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ა.პ.ა) ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი პრიორიტეტული სფეროების ანალიზი, პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება;
ა.პ.ბ) სამინისტროებსა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან კოორდინირებით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, ინდიკატორების გათვალისწინებით, რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
ა.ჟ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ა.რ) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ა.ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ა1) (ამოღებულია - 15.05.2024, №166);
ბ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
გ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
გ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
გ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
გ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
გ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
დ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;
დ.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დისტანციურად, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
დ.ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
დ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ე.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ე.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ე.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
ე.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი;
ე.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
ე.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;
ე.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება;
ე.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა;
ე.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოჯისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება;
ე.ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ე.რ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
ე.ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე.ტ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ე.უ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ე.ფ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ე.ქ) სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება;
ე.ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი
ვ.ა) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ვ.ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ვ.ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საკითხებზე კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით;
ვ.ა.გ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
ვ.ა.დ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ვ.ა.ე) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;
ვ.ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ვ.ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ.ბ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ვ1) ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ვ1) (ამოღებულია - 15.05.2024, №166);
ვ1.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;
ვ1.ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით:
ვ1.ბ.ა) ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი პრიორიტეტული სფეროების ანალიზი, პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება;
ვ1.ბ.ბ) სამინისტროებსა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან კოორდინირებით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, ინდიკატორების გათვალისწინებით რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
ვ1.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების მართვის მეთოდოლოგიების გამოყენებით სტრატეგიული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
ვ1.დ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ვ1.ე) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ვ1.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ზ) (ამოღებულია - 12.07.2023, №259);
თ) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
თ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
თ.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
თ.გ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ.დ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;
თ.ე) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ.ვ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
თ.ზ) დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად, შესაბამისი სამინისტროებიდან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან და მუნიციპალური ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა-ანალიზი;
თ.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ი) მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ი.ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი;
ი.ბ) მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ი.გ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ი.დ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით წინადადებების შემუშავება;
ი.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
კ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება;
კ.ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა;
კ.გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა;
კ.დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი;
კ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება;
კ.ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
კ.ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია;
კ.თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
კ.ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
კ.კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
კ.ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან;
კ.მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ლ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
ლ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ლ.გ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და მონიტორინგის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ლ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ.ზ) დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ.თ) საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ლ.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
მ) პროტოკოლის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
მ.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება;
მ.ბ) საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება;
მ.გ) შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;
მ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ნ) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ნ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;
ნ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;
ნ.გ) საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირების მიზნით, თანამშრომლობა სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;
ნ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;
ო) შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ო.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;
ო.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ო.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
ო.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;
ო.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
ო.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ო.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ო.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ო.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი;
ო.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება, შეიქმნას სამმართველო, სამსახური ან/და განყოფილება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №657- ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 08.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 08.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივლისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მაისის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 15.05.2024წ.
მუხლი 5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესს;
გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლება-მოვალეობებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან (მათ შორის, სპეციალურ წარმომადგენელთან, მრჩეველთან ან/და თანაშემწესთან);
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ზ) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამებითა და კერძო დაზღვევის ფარგლებში; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;
ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 24.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №467 - ვებგვერდი, 17.09.2018წ..
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 24.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივლისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
მუხლი 6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 7. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები🔗
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №340, 26.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020656 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4234622-15/