საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (21)
შემდგომი ცვლილებები (15)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, ორგანიზებას, პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;
დ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენას, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით;
ე) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ზ) საგარეო რისკების ანალიზისა და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას;
ზ1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ნ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს; მონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას;
ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;
ო1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;
ო2) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
ო3) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაციას;
ო4) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
რ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;
რ1) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას, მოქალაქეთათვის გასაწევი მომსახურების ხარისხის მონიტორინგსა და კონტროლს;
ს) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;
ტ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;
ფ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
ქ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას;
ღ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;
ყ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;
შ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საგარეო რისკების ანალიზი და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია; უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური პოზიციის მომზადების/გავრცელების უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება; საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება; შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა/დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში, გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში შესაძლებელია შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დასადები იმ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დასამოწმებლად, რომლებიც ფორმდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საჭიროებებთან დაკავშირებით.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში და გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან. აღნიშნულ დებულებას, რეგიონალურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია;
ა.ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ა.ე1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
ა.ვ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა.ზ) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა.თ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ა.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ბ) სამთავრობო ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;
ბ.ბ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი;
ბ.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეებისათვის გასაწევი მომსახურების კონტროლი, მათ შორის, ფსევდომომხმარებლის მეშვეობით;
ბ.დ) სამთავრობო პროგრამის, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმათა შესრულებისა და რეფორმების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციათა/ გადაწყვეტილებათა უშუალო აღსრულების პროცესის მონიტორინგი;
ბ.ე) მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა და პირთა გაერთიანებების მომართვიანობის შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების განხორციელების მონიტორინგი;
ბ.ვ) სამინისტროებიდან, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებიდან, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ამოცანების შესრულების მიზნით;
ბ.ზ) განხორციელებული კოორდინაციის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება შემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მიზნით;
ბ.თ) საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ბ.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
გ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
გ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
გ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
დ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
დ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
დ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
დ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ე.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
ე.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;
ე.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
ე.ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ე.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
ე.ზ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ) ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ვ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ვ.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ვ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ვ.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ვ.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
ვ.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი;
ვ.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
ვ.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;
ვ.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ვ.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება;
ვ.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ვ.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ვ.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა;
ვ.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოგისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება;
ვ.ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ზ) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია:
ზ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ზ.ბ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
ზ.გ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ზ.დ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;
ზ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ზ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
თ) შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
თ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;
თ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
თ.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
თ.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;
თ.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
თ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
თ.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
თ.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
თ.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი;
თ.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ი.ა) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ი.ბ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
ი.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ი.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ი.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ი.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო ან/და სამსახური.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობისა, უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის უფლება-მოვალეობებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;
ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, კომპეტენციის შესაბამისად, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
1
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №340 2018 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში. 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.ზ1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით; მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას; ნ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს; მონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას; ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;ო1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;
ო2) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
ო3) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაციას;
ო4) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
რ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;რ1) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას, მოქალაქეთათვის გასაწევი მომსახურების ხარისხის მონიტორინგსა და კონტროლს;
ს) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;ტ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას; ფ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას; ქ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას; ღ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს; ყ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე; შ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დასადები იმ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დასამოწმებლად, რომლებიც ფორმდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საჭიროებებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372- ვებგვერდი, 24.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №453 - ვებგვერდი, 07.09.2018წ.მუხლი 31. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში და გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან. აღნიშნულ დებულებას, რეგიონალურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.ა.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია; ა.ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება;ა.ე1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
ე.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
ე.ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; ე.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ე.ზ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ვ) ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ვ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა; ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა; ვ.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; ვ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა; ვ.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა; ვ.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა; ვ.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი; ვ.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა; ვ.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად; ვ.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა; ვ.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება; ვ.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა; ვ.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა; ვ.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა; ვ.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოგისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება; ვ.ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ზ) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია: ზ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი; ზ.ბ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში; ზ.გ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ.დ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა; ზ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ზ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; თ) შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: თ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა; თ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; თ.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი; თ.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება; თ.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; თ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა; თ.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან; თ.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; თ.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი; თ.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია: ი.ა) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება; ი.ბ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა; ი.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; ი.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი; ი.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ი.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო ან/და სამსახური. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობისა, უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს; გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის უფლება-მოვალეობებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან; ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს; ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, კომპეტენციის შესაბამისად, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 24.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №467 - ვებგვერდი, 17.09.2018წ.. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №340
2018 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, ორგანიზებას, პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;
დ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენას, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით;
ე) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ზ) საგარეო რისკების ანალიზისა და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას;
ზ1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ნ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს; მონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას;
ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;
ო1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას;
ო2) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
ო3) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაციას;
ო4) რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებაში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
ო5) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაციას; მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას;
ო6) გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და კოორდინაციას, ასევე „მწვანე ეკონომიკის“ ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვის ხელშეწყობასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
ო7) გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობას. აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას, თანამშრომლობის ხელშეწყობას, მედიაციასა და კოორდინაციას;
ო8) აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხებისა და კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვას/შეფასებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ო9) გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობას;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
რ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;
რ1) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას, მოქალაქეთათვის გასაწევი მომსახურების ხარისხის მონიტორინგსა და კონტროლს;
ს) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;
ტ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;
ფ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
ქ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას;
ღ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;
ყ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;
შ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №357 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
მუხლი 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საგარეო რისკების ანალიზი და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია; უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური პოზიციის მომზადების/გავრცელების უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება; საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება; შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა/დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში, გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში შესაძლებელია შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დასადები იმ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დასამოწმებლად, რომლებიც ფორმდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საჭიროებებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372- ვებგვერდი, 24.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №453 - ვებგვერდი, 07.09.2018წ.
მუხლი 31. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; რეგიონული განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ფარგლებში წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათ განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში და გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან. აღნიშნულ დებულებას, რეგიონალურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.
მუხლი 32. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით, იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო.
2. გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს ძირითადი ამოცანებია: ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობების კოორდინაცია; მუნიციპალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; „მწვანე ეკონომიკის“ ინსტრუმენტებისა და „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვის ხელშეწყობა; გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში მონაწილეობა და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო/კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და მედიაცია; აქტუალური და პრიორიტეტული გარემოსდაცვითი საკითხების, ასევე კონკრეტული პროექტების გარემოსდაცვითი ინტერესების პრიორიტეტული დაცვის თვალსაზრისით განხილვა/შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; გარემოსდაცვითი ახალი საკითხების ინიციირება შესაბამის უწყებებში, უწყებათშორისი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მათი კოორდინირება; გარემოსდაცვით სფეროში მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
3. ცალკეული აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის მიზნით, გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მისი თანხმობით მოიწვიოს შესაბამისი უწყებები, დაინტერესებული პირები და სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველ სამდივნოს ხელმძღვანელობს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს დეტალური კომპეტენცია განისაზღვრება სამდივნოს დებულებით და გამომდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან.
6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს დებულებას, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველ სამდივნოში შესაძლებელია, შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
8. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №357 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
მუხლი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია;
ა.ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ა.ე1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;
ა.ვ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა.ზ) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა.თ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ა.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ბ) სამთავრობო ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;
ბ.ბ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი;
ბ.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეებისათვის გასაწევი მომსახურების კონტროლი, მათ შორის, ფსევდომომხმარებლის მეშვეობით;
ბ.დ) სამთავრობო პროგრამის, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმათა შესრულებისა და რეფორმების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციათა/ გადაწყვეტილებათა უშუალო აღსრულების პროცესის მონიტორინგი;
ბ.ე) მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა და პირთა გაერთიანებების მომართვიანობის შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების განხორციელების მონიტორინგი;
ბ.ვ) სამინისტროებიდან, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებიდან, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ამოცანების შესრულების მიზნით;
ბ.ზ) განხორციელებული კოორდინაციის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება შემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მიზნით;
ბ.თ) საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ბ.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
გ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
გ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
გ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
დ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
დ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
დ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
დ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ე.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
ე.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;
ე.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
ე.ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ე.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
ე.ზ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ) ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ვ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ვ.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ვ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ვ.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ვ.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
ვ.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი;
ვ.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
ვ.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;
ვ.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ვ.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება;
ვ.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ვ.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ვ.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა;
ვ.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოგისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება;
ვ.ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ზ) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია:
ზ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ზ.ბ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
ზ.გ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ზ.დ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;
ზ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ზ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
თ) შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
თ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;
თ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
თ.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
თ.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;
თ.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
თ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
თ.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
თ.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
თ.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი;
თ.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ი.ა) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ი.ბ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
ი.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ი.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ი.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ი.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო ან/და სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობისა, უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის უფლება-მოვალეობებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;
ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, კომპეტენციის შესაბამისად, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 24.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №467 - ვებგვერდი, 17.09.2018წ..
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 7. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები🔗
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №340, 26.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020656 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4234622-6/