საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №340 |
|
2018 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი |
|
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, ორგანიზებას, პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;
დ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენას, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით;
ე) საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ვ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ზ) საგარეო რისკების ანალიზისა და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხდომების მოწვევისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;
მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
ნ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას;
ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხელშეწყობას;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
რ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;
ს) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;
ტ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;
ფ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
ქ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას;
ღ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;
ყ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;
შ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საგარეო რისკების ანალიზი და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია; უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური პოზიციის მომზადების/გავრცელების უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება; საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება; შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა/დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში, გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში შესაძლებელია შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება, გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება; აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება; დონორების დახმარების ეფექტიანი კოორდინაცია და საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა და ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ბ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; მათ სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
დ) სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: საზოგადოების ინფორმირება დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე; საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის გვერდის ადმინისტრირება; საქართველოს მთავრობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა; საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა; საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია; საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და მოქმედ ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება; საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ზ) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
თ) დავალებათა კონტროლის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებათა/დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი, ამ მიზნით, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება და ანალიზი; მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის, შემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის მიზნით;
ი) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია: ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი; ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში; ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლება-მოვალეობებს;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს; სხვა სახელმწიფო მოსამსახურეებს; დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;
ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
1
+
+
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ამავე კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/ თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/ მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში. 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 27.05.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 ივლისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 23.07.2025წ.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ზ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობას;
კ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას;
კ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ნ) (ამოღებულია - 25.04.2025, №123);
ო) (ამოღებულია - 25.04.2025, №123);
პ) (ამოღებულია - 25.04.2025, №123);
ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურ(ებ)ის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენისა და სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
რ) (ამოღებულია - 25.04.2025, №123);
ს) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ტ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;
ტ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
უ) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას საქართველოს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შესახებ;
ფ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
ქ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობას;
ღ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;
ღ1) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და ანალიზს, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ღ2) საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავებას;
ღ3) საჯარო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით;
ღ4) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოებას, საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან თანამშრომლობას ადამიანური რესურსების მართვის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში;
ღ5) მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების, კარიერული განვითარების, კარიერის მართვისა და პროფესიული განვითარების, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლას და განზოგადებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ღ6) შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობას მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ღ7) საჯარო სამსახურში არსებული კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონის შესწავლას, მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტანდარტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას, საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას;
ღ8) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლას და განზოგადებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ღ9) სამოხელეო სამართლებრივი დავების გაანალიზებას და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ღ10) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას;
ღ11) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას;
ღ12) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ყ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს;
შ) ელექტრონული პეტიციების წარსადგენად, ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) შეუფერხებლად სარგებლობას;
ჩ) საზოგადოების ინფორმირებას დაგეგმილი და მიმდინარე სამთავრობო პროექტების თაობაზე;
ც) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №357 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აპრილის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 25.04.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 27.05.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 ივლისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 23.07.2025წ.
მუხლი 3. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372- ვებგვერდი, 24.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №453 - ვებგვერდი, 07.09.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 16.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №357 - ვებგვერდი, 06.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
ა) საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ა.დ) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა; საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა; საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია; საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ე) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.ზ) საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ა.თ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა.ი) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა.კ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.ლ) (ამოღებულია - 27.02.2025, №56);
ა.მ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, ეროვნულ დონეზე კოორდინირება და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.ნ) (ამოღებულია - 27.02.2025, №56);
ა.ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;
ა.პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით:
ა.პ.ა) ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი პრიორიტეტული სფეროების ანალიზი, პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება;
ა.პ.ბ) სამინისტროებსა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან კოორდინირებით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, ინდიკატორების გათვალისწინებით, რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
ა.ჟ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ა.რ) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ა.ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ა1) (ამოღებულია - 15.05.2024, №166);
ბ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
გ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
გ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოსაწერად მომზადება;
გ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
გ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
გ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
გ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა;
გ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
დ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;
დ.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დისტანციურად, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
დ.ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
დ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა;
ე.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ე.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ე.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
ე.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
ე.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი;
ე.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
ე.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად;
ე.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება;
ე.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ე.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა;
ე.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოჯისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება;
ე.ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ე.რ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
ე.ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე.ტ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ე.უ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ე.ფ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ე.ქ) სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება;
ე.ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი
ვ.ა) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ვ.ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ვ.ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საკითხებზე კვლევითი საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით;
ვ.ა.გ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
ვ.ა.დ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ვ.ა.ე) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;
ვ.ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ვ.ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ვ.ბ) (ამოღებულია - 27.02.2025, №56);
ვ1) (ამოღებულია - 15.05.2024, №166);
ზ) (ამოღებულია - 12.07.2023, №259);
თ) (ამოღებულია - 25.04.2025, №123);
ი) (ამოღებულია - 25.04.2025, №123);
კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
კ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება;
კ.ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა;
კ.გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა;
კ.დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი;
კ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება;
კ.ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
კ.ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია;
კ.თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
კ.ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
კ.კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
კ.ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან;
კ.მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ლ) საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ლ.ა) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
ლ.ბ) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების შემუშავება;
ლ.გ) საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
ლ.დ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ლ.ე) საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება;
ლ.ვ) საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან თანამშრომლობა და მეთოდური დახმარება საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
ლ.ზ) საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენი წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის წარდგენა;
ლ.თ) საჯარო სამსახურის საბჭოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ლ.ი) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემისა (eHRMS) და საჯარო სამსახურში დასაქმების პლატფორმის (www.hr.gov.ge) ადმინისტრირება, საჯარო სამსახურში მონაცემების შეგროვება და ანალიზი, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და განვითარება, საჯარო სამსახურში მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სტანდარტებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების განვითარება და მეთოდური მხარდაჭერა;
ლ.კ) მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტანდარტების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ლ.ლ) საჯარო სამსახურში მუდმივი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისა და საჭიროებებზე მორგებული სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
ლ.მ) მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ლ.ნ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება;
ლ.ო) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა და იმპლემენტაცია;
ლ.პ) სამოხელეო სამართლებრივი დავების ანალიზი და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ.ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირება;
ლ.რ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;
ლ.ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
ლ.ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ლ.უ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე, მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდელობით დადგენილი წესით;
ლ.ფ) კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და მონიტორინგის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ.ქ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ლ.ღ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და საჯარო სამსახურის მასშტაბით გამოცხადებული კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ.ყ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ.შ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ლ.ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
მ) პროტოკოლის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია:
მ.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება;
მ.ბ) საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტის პროგრამის შედგენა და ორგანიზება;
მ.გ) შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;
მ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ნ) მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ნ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში:
ნ.ა.ა) რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა შეფასებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;
ნ.ა.ბ) მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით;
ნ.ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების, ანალიტიკური მიმოხილვების, ანგარიშების, წინადადებების, შენიშვნებისა და მითითებების მომზადება;
ნ.ა.დ) დასახული მიზნების მისაღწევად, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაციის ხელშეწყობა;
ნ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ღირებულების გაზრდა და დაცვა, ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და რჩევითი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;
ნ.გ) საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირების მიზნით, სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;
ნ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;
ო) შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ო.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;
ო.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის კოორიდინირება, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
ო.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის ან/და პირების კონტროლი;
ო.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;
ო.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
ო.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ო.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ო.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ო.ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა (განხილვა) და დაზუსტება, ამ მიზნით შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კვლევა, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის შესწავლა;
ო.კ) დეპარტამენტში შესული შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენისა და დაზუსტებასთან დაკავშირებული განცხადებების/წინადადებების განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებების პროეტების მომზადება;
ო.ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრზე პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით.
3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება, შეიქმნას სამმართველო, სამსახური ან/და განყოფილება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №657- ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 08.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 08.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივლისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მაისის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 15.05.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აპრილის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 25.04.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 27.05.2025წ.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს მავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდე-ბობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით.
21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან (მათ შორის, სპეციალურ წარმომადგენელთან, მრჩეველთან ან/და თანაშემწესთან);
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს; სხვა სახელმწიფო მოსამსახურეებს; დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;
ზ) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამებითა და კერძო დაზღვევის ფარგლებში; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საქართველოს მთავრობის შენობაში;
ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.
5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და ამავე კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:
ა) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ სამუშაო გეგმას;
ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებებსა და გასცემს რეკომენდაციებს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ივლისის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 24.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №467 - ვებგვერდი, 17.09.2018წ..
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №513 - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 24.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 09.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივლისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;
გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს/მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 26.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №340. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.10.003.020656.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 21 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №340, 26.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020656 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4234622/