საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2018 ბოლო ცვლილება 18.08.2025
ნომერი
№2-612
სარეგისტრაციო კოდი
020080070.22.023.016530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-612

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

„გარემოს  დაცვის შესახებ” საქართველოს  კანონის 58​1 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-7 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:
1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი“ (დანართი №1).
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები:
ა) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3);
ბ) დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4).
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააღსრულებო ფურცელის ფორმა (დანართი №5).
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის №174 ბრძანება.
+
მუხლი 3
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.
+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
+



დანართი №1

 

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი

+
თავი I
ზოგადი დებულებანი

+
მუხლი 1
+
მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებებსა და სააღსრულებო ფურცელს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

+
თავი II
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის  ფორმების შევსების წესი

+
მუხლი 3
+
მუხლი 4
+
მუხლი 5
1.
2.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ოქმის ფორმის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, არ აღმოჩნდება საკმარისი ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, დროის ან არსის სრულად გადმოსაცემად, აღნიშნულ გრაფაში მისათითებელი ინფორმაცია შესაძლებელია გაგრძელდეს ოქმის დანართზე, რომელიც წარმოადგენს A4 ფორმატის თაბახის ფურცელს/ფურცლებს და არის ოქმის განუყოფელი ნაწილი. ოქმის დანართი შესაძლებელია იყოს ბეჭდური სახის ან ხელნაწერი. ოქმის დანართში მიეთითება შესაბამისი ოქმის ნომერი. ოქმის დანართის ყველა გვერდს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. ოქმის დანართის ასლი გადაეცემა სამართალდამრღვევს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 იანვრის ბრძანება №2-19 - ვებგვერდი, 27.01.2023წ.

+
მუხლი 6
1.
2.
3.
+
მუხლი 7
1.
2.
3.
+
მუხლი 8
1.
2.
3.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“, №2-612, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016530 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4254144-1/