საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2018 ბოლო ცვლილება 18.08.2025
ნომერი
№2-612
სარეგისტრაციო კოდი
020080070.22.023.016530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-612

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

„გარემოს  დაცვის შესახებ” საქართველოს  კანონის 58​1 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-7 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:
1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი“ (დანართი №1).
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები:
ა) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3);
ბ) დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4).
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააღსრულებო ფურცელის ფორმა (დანართი №5).
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების და გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმები:
ა) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6);
ბ) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7);
გ) ელექტრონული დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8);
დ) ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9).
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმა (დანართი №10).
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლების აქტის ფორმა (დანართი №11).

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 ივლისის ბრძანება №2-424 - ვებგვერდი, 16.07.2025წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის №174 ბრძანება.
+
მუხლი 3
1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.

2. 2023 წლის 4 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე.

3. 2023 წლის 25 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №2-742 - ვებგვერდი, 28.09.2023წ.

+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
+



დანართი №1

 

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი

+
თავი I
ზოგადი დებულებანი

+
მუხლი 1
+
მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებებსა და სააღსრულებო ფურცელს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

+
თავი II
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის  ფორმების შევსების წესი

+
მუხლი 3
+
მუხლი 4
+
მუხლი 5
1.
2.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ოქმის ფორმის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, არ აღმოჩნდება საკმარისი ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, დროის ან არსის სრულად გადმოსაცემად, აღნიშნულ გრაფაში მისათითებელი ინფორმაცია შესაძლებელია გაგრძელდეს ოქმის დანართზე, რომელიც წარმოადგენს A4 ფორმატის თაბახის ფურცელს/ფურცლებს და არის ოქმის განუყოფელი ნაწილი. ოქმის დანართი შესაძლებელია იყოს ბეჭდური სახის ან ხელნაწერი. ოქმის დანართში მიეთითება შესაბამისი ოქმის ნომერი. ოქმის დანართის ყველა გვერდს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. ოქმის დანართის ასლი გადაეცემა სამართალდამრღვევს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 იანვრის ბრძანება №2-19 - ვებგვერდი, 27.01.2023წ.

+
მუხლი 6
1.
2.
3.
+
მუხლი 7
1.
2.
3.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6)“ და ელექტრონულ  დადგენილებაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის ) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა (სამართალდარღვევის არსი); დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ დადგენილებაზე თანდართული დოკუმენტები); დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ნომერი და თარიღი, რომლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის გამოც უნდა მოხდეს საურავის დაკისრება; საურავის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებას; დაკისრებული საურავის ოდენობა; დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9)“ აღინიშნება: გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომელმაც საჩივარი შემოიტანა დეპარტამენტში; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; იმ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების მონაცემები, რომელზედაც შემოტანილია საჩივარი; გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი; დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თანდართული დოკუმენტები); გადაწყვეტილების გამომტანის ხელმოწერა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ. 

+
მუხლი 7​1
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №10-ით და დანართი №11-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.
2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესით.
3. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; დამკავებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დაკავებული პირის სქესი; მონაცემები დაკავებული პირის შესახებ; დაკავების დრო; დაკავების საფუძველი; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში; თუ დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ან ნივთების გასინჯვა (ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე); დაკავების, პირადი ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ და ჩამორთმეულ იქნა (ნივთების ჩამონათვალი სახეობის, რაოდენობის, მდგომარეობის ან სხვა მახასიათებლების მითითებით); იმ ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელშიც წარდგენილ იქნა დაკავებული პირი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება სათანადო მითითება.
4. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლების აქტში აღინიშნება გათავისუფლების თარიღი და შედგენის ადგილი; გათავისუფლების აქტის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დაკავებული პირის შესახებ; გათავისუფლების დრო და საფუძველი; გათავისუფლებულის ფიზიკური მდგომარეობა გათავისუფლების მომენტში (ხომ არ აღენიშნება რაიმე ფიზიკური დაზიანება). აქტს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ აქტში კეთდება სათანადო მითითება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 ივლისის ბრძანება №2-424 - ვებგვერდი, 16.07.2025წ.

+
მუხლი 8
1.
2.
3.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“, №2-612, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016530 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4254144-4/