საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-7 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
ა) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6);
ბ) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7);
გ) ელექტრონული დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8);
დ) ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.
2. 2023 წლის 4 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ოქმის ფორმის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, არ აღმოჩნდება საკმარისი ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, დროის ან არსის სრულად გადმოსაცემად, აღნიშნულ გრაფაში მისათითებელი ინფორმაცია შესაძლებელია გაგრძელდეს ოქმის დანართზე, რომელიც წარმოადგენს A4 ფორმატის თაბახის ფურცელს/ფურცლებს და არის ოქმის განუყოფელი ნაწილი. ოქმის დანართი შესაძლებელია იყოს ბეჭდური სახის ან ხელნაწერი. ოქმის დანართში მიეთითება შესაბამისი ოქმის ნომერი. ოქმის დანართის ყველა გვერდს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. ოქმის დანართის ასლი გადაეცემა სამართალდამრღვევს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 იანვრის ბრძანება №2-19 - ვებგვერდი, 27.01.2023წ.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6)“ და ელექტრონულ დადგენილებაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის ) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა (სამართალდარღვევის არსი); დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ დადგენილებაზე თანდართული დოკუმენტები); დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ნომერი და თარიღი, რომლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის გამოც უნდა მოხდეს საურავის დაკისრება; საურავის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებას; დაკისრებული საურავის ოდენობა; დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9)“ აღინიშნება: გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომელმაც საჩივარი შემოიტანა დეპარტამენტში; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; იმ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების მონაცემები, რომელზედაც შემოტანილია საჩივარი; გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი; დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თანდართული დოკუმენტები); გადაწყვეტილების გამომტანის ხელმოწერა.

1
+
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-612 2018 წლის 27 ივლისი ქ. თბილისისაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-7 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი“ (დანართი №1).
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები:
ა) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3);
ბ) დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4).
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააღსრულებო ფურცელის ფორმა (დანართი №5).
ა) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6);
ბ) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7);
გ) ელექტრონული დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8);
დ) ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.
+
+
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.
2. 2023 წლის 4 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი+
+
ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის შევსების ზოგად წესს.
+
+
+
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის არსებობისას.
+
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემვსებთან, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
+
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში _ მისი სახელწოდება, საინდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება; არსებობის შემთხვევაში მითითება კეთდება ჩამორთმეული და დალუქული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ, ასევე საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ოქმის ფორმის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, არ აღმოჩნდება საკმარისი ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, დროის ან არსის სრულად გადმოსაცემად, აღნიშნულ გრაფაში მისათითებელი ინფორმაცია შესაძლებელია გაგრძელდეს ოქმის დანართზე, რომელიც წარმოადგენს A4 ფორმატის თაბახის ფურცელს/ფურცლებს და არის ოქმის განუყოფელი ნაწილი. ოქმის დანართი შესაძლებელია იყოს ბეჭდური სახის ან ხელნაწერი. ოქმის დანართში მიეთითება შესაბამისი ოქმის ნომერი. ოქმის დანართის ყველა გვერდს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. ოქმის დანართის ასლი გადაეცემა სამართალდამრღვევს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 იანვრის ბრძანება №2-19 - ვებგვერდი, 27.01.2023წ.
+
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით.
2. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
+
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით, გარდა დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რა დროსაც ჯვარედინად მოინიშნება ის გრაფა, რომელშიც მითითებულია ის ნორმატიული აქტი, რომლითაც იხელმძღვანელა დადგენილების გამომტანმა თანამდებობის პირმა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, თარიღის მითითებით, ხოლო თუ დადგენილების ასლი იგზავნება ფოსტის საშუალებით, კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6)“ და ელექტრონულ დადგენილებაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის ) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა (სამართალდარღვევის არსი); დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ დადგენილებაზე თანდართული დოკუმენტები); დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ნომერი და თარიღი, რომლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის გამოც უნდა მოხდეს საურავის დაკისრება; საურავის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებას; დაკისრებული საურავის ოდენობა; დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9)“ აღინიშნება: გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომელმაც საჩივარი შემოიტანა დეპარტამენტში; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; იმ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების მონაცემები, რომელზედაც შემოტანილია საჩივარი; გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი; დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თანდართული დოკუმენტები); გადაწყვეტილების გამომტანის ხელმოწერა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.
+
1. სააღსრულებო ფურცელში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება - სააღსრულებო ფურცლის გამცემი; საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.
3. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
1
+
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-612
2018 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-7 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:
1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი“ (დანართი №1).
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები:
ა) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3);
ბ) დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4).
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააღსრულებო ფურცელის ფორმა (დანართი №5).
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების და გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმები:
ა) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6);
ბ) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7);
გ) ელექტრონული დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8);
დ) ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის №174 ბრძანება.
+
მუხლი 3
1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.
2. 2023 წლის 4 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე.
3. 2023 წლის 25 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №2-742 - ვებგვერდი, 28.09.2023წ.
+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1
ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის შევსების ზოგად წესს.
+
მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებებსა და სააღსრულებო ფურცელს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
+
თავი II
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმების შევსების წესი
+
მუხლი 3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის არსებობისას.
+
მუხლი 4
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემვსებთან, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
+
მუხლი 5
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში _ მისი სახელწოდება, საინდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება; არსებობის შემთხვევაში მითითება კეთდება ჩამორთმეული და დალუქული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ, ასევე საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ოქმის ფორმის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, არ აღმოჩნდება საკმარისი ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, დროის ან არსის სრულად გადმოსაცემად, აღნიშნულ გრაფაში მისათითებელი ინფორმაცია შესაძლებელია გაგრძელდეს ოქმის დანართზე, რომელიც წარმოადგენს A4 ფორმატის თაბახის ფურცელს/ფურცლებს და არის ოქმის განუყოფელი ნაწილი. ოქმის დანართი შესაძლებელია იყოს ბეჭდური სახის ან ხელნაწერი. ოქმის დანართში მიეთითება შესაბამისი ოქმის ნომერი. ოქმის დანართის ყველა გვერდს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. ოქმის დანართის ასლი გადაეცემა სამართალდამრღვევს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 27 იანვრის ბრძანება №2-19 - ვებგვერდი, 27.01.2023წ.
+
მუხლი 6
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით.
2. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
+
მუხლი 7
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით, გარდა დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რა დროსაც ჯვარედინად მოინიშნება ის გრაფა, რომელშიც მითითებულია ის ნორმატიული აქტი, რომლითაც იხელმძღვანელა დადგენილების გამომტანმა თანამდებობის პირმა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, თარიღის მითითებით, ხოლო თუ დადგენილების ასლი იგზავნება ფოსტის საშუალებით, კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6)“ და ელექტრონულ დადგენილებაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის ) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა (სამართალდარღვევის არსი); დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ დადგენილებაზე თანდართული დოკუმენტები); დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ნომერი და თარიღი, რომლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის გამოც უნდა მოხდეს საურავის დაკისრება; საურავის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებას; დაკისრებული საურავის ოდენობა; დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9)“ აღინიშნება: გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომელმაც საჩივარი შემოიტანა დეპარტამენტში; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; იმ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების მონაცემები, რომელზედაც შემოტანილია საჩივარი; გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი; დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თანდართული დოკუმენტები); გადაწყვეტილების გამომტანის ხელმოწერა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.
+
მუხლი 8
1. სააღსრულებო ფურცელში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება - სააღსრულებო ფურცლის გამცემი; საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.
3. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“, №2-612, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016530 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4254144-2/