საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
შემდგომი ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
|
,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ფ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემები (დანართი №1); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროშები (დანართი №2); გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშები და ემბლემები (დანართი №3). 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისთვის ფერის კოდები განსაზღვრულია №4 დანართით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა ან მათ სტრუქტურულ ერთეულებზე, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიკუთვნების საკითხი, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 დეკემბრის №46 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
1
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №69
2022 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ფ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1 1. დამტკიცდეს:🔗
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემები (დანართი №1);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროშები (დანართი №2);
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშები და ემბლემები (დანართი №3);
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობის სიგელის და საქართველოს თავდაცვის ძალების მადლობის სიგელის ფორმები (დანართი №5).
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისთვის ფერის კოდები განსაზღვრულია №4 დანართით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №53 - ვებგვერდი, 15.08.2023წ.
+
მუხლი 2 საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა ან მათ სტრუქტურულ ერთეულებზე, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიკუთვნების საკითხი, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.🔗
+
მუხლი 3 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 დეკემბრის №46 ბრძანება.🔗
+
მუხლი 4 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“, №69, 17.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017025 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5590319-1/