საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (20)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 21 ივნისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 24.06.2024წ. |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემები (დანართი №1); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროშები (დანართი №2); გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშები და ემბლემები (დანართი №3); დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობის სიგელის, საპატიო სიგელის, საქართველოს თავდაცვის ძალების მადლობის სიგელისა და საუკეთესო სამხედრო მოსამსახურის სერტიფიკატის ფორმები (დანართი №5); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (დანართი №6); ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (დანართი №7); ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და დადგენილების ბლანკები (დანართი №8); თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ალმები (დანართი №9). 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისთვის ფერის კოდები განსაზღვრულია №4 დანართით. 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №53 - ვებგვერდი, 15.08.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 16.10.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 20 მარტის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 21.03.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა ან მათ სტრუქტურულ ერთეულებზე, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიკუთვნების საკითხი, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 დეკემბრის №46 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“, №69, 17.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017025 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5590319-20/