საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.10.2022 ბოლო ცვლილება 08.01.2026
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
120000000.22.026.017025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (22)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №69

2022 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 21 ივნისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 24.06.2024წ.


+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემები (დანართი №1);

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროშები (დანართი №2);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშები და ემბლემები (დანართი №3);

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობის სიგელის, საპატიო სიგელის, საქართველოს თავდაცვის ძალების მადლობის სიგელისა და საუკეთესო სამხედრო მოსამსახურის სერტიფიკატის ფორმები (დანართი №5);

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (დანართი №6);

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკები (დანართი №7);

ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და დადგენილების ბლანკები (დანართი №8).

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისთვის ფერის კოდები განსაზღვრულია №4 დანართით.

3. ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №53 - ვებგვერდი, 15.08.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 16.10.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 20 მარტის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 21.03.2024წ.
+
მუხლი 2
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა ან მათ სტრუქტურულ ერთეულებზე, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიკუთვნების საკითხი, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 დეკემბრის №46 ბრძანება.
+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“, №69, 17.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017025 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5590319-14/