“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2005 ძალადაკარგული 18.02.2011
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.007.203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 01/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (22)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №127

2005 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ალ. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

2.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

3.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197   

4.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400

5.   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982

6.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

7.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

8.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 11 თებერვლის ბრძანება№101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273

9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23ივნისის ბრძანება#564-სსმIII, #89,24.06.2008w., mux.968

10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2008 wlis 1 ივლისის ბრძანება #592-სსმIII, #94, 02.07.2008w., mux.1048

11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2008 wlis 11 ნოემბრის ბრძანება #957-სსმIII,, #164, 18.11.2008w., mux.1653

12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII,, #21, 25.02..2009w., mux271

13.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., mux.855

14.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 4 სექტემბრის

ბრძანება #724-სსმIII, #109, 04.09.2009w., mux.1250

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება

    თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკავებული შენობა ან მისი ნაწილი;

ა1) აკრედიტებული სტუდენტი (შემდგომში – სტუდენტი) – სტუდენტი, რომელიც სწავლობს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა აკრედიტაცია ან რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვ-ლება აკრედიტებულად, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები, რომლის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები და მიღწეული შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი (აღიარებული) იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ;

ბ) გამოცდის ადმინისტრატორი (შემდგომში – ადმინისტრატორი) – საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ1) გამოცდის ადმინისტრატორის თანაშემწე (შემდგომში _ ადმინისტრატორის თანაშემწე) _ პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.

ბ2) გამოცდის კოორდინატორი (შემდგომში _ კოორდინატორი) _ პირი, რომელიც ასრულებს გამოც-დის ადმინისტრატორის მოადგილის უფლება მოვალეობას და კოორდინაციას უწევს საგამოცდო სექტორის მეთვალყურეთა მუშაობას;

გ) (ამოღებულია);

დ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;

ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;

ვ) დამკვირვებლის რეგისტრაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მი-იღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ზ) სწავლების ენა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება (ზოგად-საგანმანათლებლო, პროფესიული, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო), რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;

თ1) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში _ რესურსცენტრი) _ საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;

თ2) ლოგისტიკის ჯგუფი – გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე

თ3) (ამოღებულია);

ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;

ი1) რანჟირება აბსოლუტური ქულით _ ამ დებულებით დადგენილი წესით აბიტურიენტის მიერ ერ-თიან ეროვნული გამოცდაზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულის (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) შედეგად მოპოვებული ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში;

კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროე-ბითი ორგანო;

ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი –გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;

მ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;

ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;

ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;

,,ო1) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;

პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;

ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი (შემდგომ _ რეგისტრატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;

რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;

რ​1) (ამოღებულია);

ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;

 ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;

ტ1) საგამოცდო ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;

უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტის/ფაკულტეტების ნუსხა  და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (შემდგომში – აკადმიური საგანმანათლებ-ლო პროგრამა) ან პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა, რომელზეც/რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება.

ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება№564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968            

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 20 თებერვლის ბრძანება№103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271          

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 წლის 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., mux.855

    მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:

ა) რომელთაც აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;

ა1) რომელთაც პროფესიული უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;

ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ ფაკულტეტზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება #564-სსმIII, #89,24.06.2008w., mux.968

    მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა

1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.

2. თითოეული საგამოცდო ტესტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.

3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში, შეადგენს 10 ლარს;

ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც, თითოეულ საგანში, შეადგენს 30 ლარს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

51. აბიტურიენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

 52. ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში პირს დაუბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე გადახდილი იმ საგნის/საგნების საფასური, რომელიც/რომლებიც რეგისტრაციის დროს მითითებული ჰქონდა ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში, მაგრამ მან მონაწილეობა არ მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმ მიზეზით, რომ ვერ ჩააბარა ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდა ან რეგისტრაციის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ წარმოადგინა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., mux.855

    მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

1. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო  პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში აგრეთვე დამატებითი საგნის გამოცდის ჩაბარება.

11. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად ფაკულტეტმა შეიძლება აირჩიოს გამოცდა შემდეგი დამატებითი  საგნებიდან:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ბ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:

ბ.ა) ინგლისური ენა;

ბ.ბ) გერმანული ენა;

ბ.გ) ფრანგული ენა;

ბ.დ) რუსული ენა.

გ) ლიტერატურა;

დ) მათემატიკა;

ე) ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ვ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ქიმიის, ფიზიკის ან/და ბიოლოგიის განხრით.

12. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია სავალდებუ-ლო საგნების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში აგრეთვე დამატებითი საგნის გამოცდის ჩაბარება.

2. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ბ) ზოგადი უნარები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის არჩევით ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:

გ.ა) ინგლისური ენა;

გ.ბ) გერმანული ენა;

გ.გ) ფრანგული ენა;

გ.დ) რუსული ენა.

3. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად ფაკულტეტმა შეიძლება აირჩიოს გამოცდა შემდეგი დამატებითი  საგნებიდან:

ა) ლიტერატურა;

ბ) მათემატიკა;

გ) ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ქიმიის, ფიზიკის ან/და ბიოლოგიის განხრით.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის 11 და მე-3 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს ერთი ან რამდენიმე გამოცდა. უკანასკნელ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.

4​1. ორი ან მეტი უცხო ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხო ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების ფაკულტეტი არ მიუთითებს კონკრეტულ უცხო ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხო ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.

42. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტმა ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებით გამოცდად საბუნებისმეტყველო მეცნიერების არჩევისას უნდა მიუთითოს ერთი ან რამდენიმე განხრა. აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე განხრიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი არ მიუთითებს კონკრეტულ განხრას, ამ შემთხვევაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდის კონკრეტული განხრის არჩევის უფლებამოსილება ენიჭება აბიტურიენტს.

5. ორი ან რამდენიმე დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეული დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას.

51. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:

ა) ორი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილი დამატებითი გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი მეორე დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;

ბ) ორზე მეტი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილი დამატებითი გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეული, სხვა დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით.

52. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდა ორი ან რამდენიმე განხრით და მისი ჩარიცხვის საკითხი განიხილება ისეთ ფაკულტეტზე, რომელმაც ამ მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად არ აირჩია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კონკრეტული განხრა, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტუ-რიენტის მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ორ ან რამდენიმე განხრაში მიღებული უმაღლესი შეფასება.

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.

7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა), აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა მათემატიკაში, საქართველოს ისტორიასა და საზოგა-დოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.

8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.

9. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება #564-სსმIII, #89,24.06.2008w., mux.968

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., mux271

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., mux.855

მუხლი 6. შეღავათები იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პირებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ან/და სწავლობენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყოფს ადგილებს ფაკულტეტების მიხედვით, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შესაძლებელია:

ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი  წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ამ დებულებით დადგენილი საერთო წესით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას, იმავე წელს ვერ ჩაირიცხება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

6. (ამოღებულია).

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

8. პირები, რომლებიც არ შედიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებულ კატეგორიაში და მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული საერთო წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., mux271

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 4 სექტემბრის ბრძანება #724-სსმIII, #109, 04.09.2009w., mux.1250

    მუხლი 7. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

    მუხლი 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის

1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღ-ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. (ამოღებულია).

2​1 (ამოღებულია).

3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:

ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;

ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.

4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.

41  (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008  წლის 23 ივნისის ბრძანება #564-სსმIII, #89,24.06.2008w., mux.968

თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წინასწარი ორგანიზაცია

მუხლი 9. მონაცემთა ბაზები

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფენ აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

       მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა

1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:

ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;

ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;

გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.

2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რესურსცენტრებში აგზავნის აბიტურიენტების მიერ შესავსები განცხადების ფორმას, რომელშიც მითითებულია:

ა) აბიტურიენტის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უკვე დამთავრებული აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელების მითითებით, ხოლო თუ პირი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით;

გ) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი;

დ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;

ე) (amoRebulia)

ვ) იმ ფაკულტეტის/ფაკულტეტების (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით. ფაკულტეტების ჩამონათვალში თითოეული ფაკულტეტისათვის  აღინიშნება  აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სურს აბიტურიენტს სწავლა თუ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით;

ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;

3. ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ექსტერნები უნდა დარეგისტრირდნენ რესურსცენტრში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ სწავლობენ.

4. სარეგისტრაციო განცხადების შევსება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდაში/გამოცდებში.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსცენტრები ვალდებულნი არიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ სარეგისტრაციო განაცხადების შევსებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.

6. შევსებული განცხადებები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომლის ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს მათ დახარისხებას და გადასცემს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფს, სადაც ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.

7. ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს ცალკეული აბიტურიენტის კომპიუტერულად დამუშავებული ამონაბეჭდი ფორმების დაგზავნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში, სადაც აბიტურიენტები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მხოლოდ ტექნიკური კორექტივები, რის შემდეგაც ამონაბეჭდი ფორმები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-სსმIII, #89,24.06.2008w., mux.968

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება  #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., mux271

მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) საფოსტო მისამართი;

გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);

დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე;

ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;

თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტი;

ი) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;

კ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომელზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-სსმIII, #89,24.06.2008w., mux.968

 

თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება

       მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია

1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.

11. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის აბიტურიენტი, რომელიც ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა რეგისტრაციის დროს წარმოადგენს ცნობას იმის თაობაზე, რომ დარეგისტრირებულია ექსტერნად, მაგრამ იმავე წელს ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.

2. დებულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;

ბ) საბანკო ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით, ან დაბადების მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;

დ) საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ ან ცნობა გაცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან რესურსცენტრიდან იმის შესახებ, რომ პირი დარეგისტრირებული არის ექსტერნად;

ე) ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად, უმაღლესი განათ-ლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელითაც დასტურ-დება, რომ პირი სწავლობს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ვ) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიი-ღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;

ზ) ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.

3. აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირების შემდეგ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (შემდგომში – საგამოცდო ბარათი), რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

4. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:

ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;

გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები და რეგისტრაციის დაწყების დრო;

5. საგამოცდო ბარათთან ერთად აბიტურიენტს ეგზავნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტის/ფაკულტეტების ჩამონათვალი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება. ფაკულტეტების ჩამონათვალში თითოეული ფაკულტეტისათვის  აღინიშნება  აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამით სურს აბიტურიენტს სწავლა თუ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.

6. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-სსმIII,  #89,24.06.2008w., mux.968

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., mux271

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., mux.855

მუხლი 13. ვადები

ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ რესურსცენტრში საჯარო სტენდზე გამოკვრით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

    მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა

1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.

2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:

ა) საგამოცდო ბარათი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;

გ) (ამოღებულია);

დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი.

31. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

32. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

33. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.

4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.

5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა.

6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.

7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი და მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.

 71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო დროის ხანგრძლივობას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

8. აბიტურიენტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.

81. (amoRebulia).

9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

91. ერთიანი ეროვნული გამოცდის მიმდინარეობის დროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დამატებით დროს იმ აბიტურიენტებისათვის:

ა) რომლებსაც აქვთ ისეთი ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით დროს;

ბ) რომლებიც ერთდროულად აბარებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდას რამდენიმე განხრით;

10. აბიტურიენტი ვალდებულია:

ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) (amoRebulia).

ბ.ბ) საგამოცდო ბარათი“;

,,გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპე-ციალურ უწყისში;

დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.

101. ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

11. ერთიანი ეროვნული გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა მასალების გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოყოფილი გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;

ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება

12. ერთიანი ერონული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ მუხლის მე-11 მუხლის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

 121. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

122. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

123. ამ მუხლის 101 პუნქტით და მე-11 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

124. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

125. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.

14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურა-ტორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.

15. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

16. (ამოღებულია).

17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

18. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-ssმIII, #21, 25.02..2009w., მუხ.271

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  wlis   26  ივნისის ბრძანება №78, 26.06.2009w., მუხ.855

მუხლი 15. პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაესწრონ საგამოცდო პროცესს

1. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებელია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;

ბ) ადმინისტრატორი;

გ) კოორდინატორი;

დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;

ე) კურატორი;

ვ) მეთვალყურე;

ზ) დამკვირვებელი;

თ) რეგისტრატორი.

ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარატმენტის საბადრაგო სამ-სახურის თანამშრომელი.

rt2. ამასთან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.

3. ადმინისტრატორი, კოორდინატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კურატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი და რეგისტრატორი არ შეიძლება დანიშნული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდას აბარებს მისი ნათესავი აბიტურიენტი.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.

5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.

6. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.

7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს და დამკვირვებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2008 წლის 1 ივლისის ბრძანება #592-სსმIII, #94, 02.07.2008წ., მუხ.1048

       მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების          გასწორება

1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.

2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.

3. საგამოცდო ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:

ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან

ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.

 4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.

5. ამ დებულების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.

6. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

7. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII,  #78, 26.06.2009w., მუხ.855

    თავი IV. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

    მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში განისაზღვრება 20 ქულით, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 25 ქულით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531      

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., მუხ.271

მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულა ექნება და შესაბამის წელს მოიპოვებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებას.

11. აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;

ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიული უმაღლესი განთლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ/პროფესიულ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო პროგრამის შესაბამის ფაკულტეტზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.

3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:

ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიული უმაღლესი განთლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) იმ პირებზე, რომელთაც მოიპოვეს შესაბამისი ქულა ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ ვერ მოიპოვეს შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-სსმIII,  #89,24.06.2008w., მუხ.968

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებრვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., მუხ.271

    მუხლი 19. რანჟირება კოეფიციენტებით

1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.

21. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს გამოცდების ეროვნული ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება. ხოლო, თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ფაკულტეტის მიერ დადგენილია მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება, აბიტურიენტის მიერ ზოგად უნარებში მიღებული სკალირებული ქულა გამრავლდება 12-ზე.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის.

51. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე აკრედიტაციის შედეგად მისაღები კონტინგენტისათვის გამოყოფილ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენ-ტების ნუსხიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ, ფაკულტეტზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებოობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრს). აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.

6. (ამოღებულია).

7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლე-სი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.

9. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:

ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები;

ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;

გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.

10. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 თებერვლის ბრძანება #564-სსმIII, #89,24.06.2008w., mux.968

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება#103-სსმIII, , #21, 25.02..2009w., მუხ.271

მუხლი 20. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მოქმედების ვადა და მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების წესი

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.

2. (ამოღებულია).

2​1. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006  წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006  წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., მუხ. 271

მუხლი 20​1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება

1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მოპოვებისათვის ან ნაწილობრივი ოდენობის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.

2. (ამოღებულია).

3. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.

4. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტს /სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაზრდილ/ნაწილობრივ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.

5. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლებას.

6. ეს მუხლი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., მუხ. 271

    თავი V. ერთიან ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და საბოლოო შედეგები

მუხლი 21. საპრეტენზიო საბჭო და         საპრეტენზიო კომისია

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.

2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს ერთიანი ეროვნული გამოცდის:

ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.

4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.

5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., მუხ.217

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., მუხ..855

მუხლი 21​1. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი

1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:

ა) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;

ბ) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.

4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.

6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.

7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

8. საპრეტენზიო სამჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., მუხ..855

    მუხლი 21​2. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.

2. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.

6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) აბიტურიენტის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;

გ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგა-მოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., მუხ.855

მუხლი 21​3. ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგების გასაჩივრება

1. აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

2. აბიტურიენტის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:

ა) საგამოცდო ბარათი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.

5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.

6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.

7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., მუხ.855

    მუხლი 21​4. განმეორებითი განაცხადის წარდგენა

1. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis wlis 26 ივნისის ბრძანება #433-სსმIII, #78, 26.06.2009w., მუხ.855

    მუხლი 22. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:

ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;

ა​1) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;

ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.

2​1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების მიერ იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება უმაღლესი საგანმანათელბლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იგზავნება გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

31. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ დებულებით დადგენილი წესის დარღვევით აბიტურიენტთა და სტუდენტთა გადაყვანის ან აღდგენის წესით ჩარიცხვა არის ამ დაწესებულების აკრედი-ტაციის გაუქმების საფუძველი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 11 Tebervlis brZaneba #101-ssmIII, #26, 20.02.2008w., mux.273

მუხლი 221   (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

თავი V​1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების გადაყვანის და აღდგენის წესით ჩარიცხვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

მუხლი 22​2. გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი

1. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის  უფლება  აქვს აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი:

ა) სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) სწავლობს იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით  აკრედიტებულად ეთვლება;

გ) (ამოღებულია).

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე-ბულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, თუ ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დად-გენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 11 თებერვლის ბრძანება #101-სსმIII, #26, 20.02.2008w.,მუხ..273

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-სსსმIII, #89,24.06.2008წ., მუხ.968

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., მუხ.271

მუხლი 22​3. გადაყვანის წესით ჩარიცხვების პერიოდულობა

1. გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.

1​1. გადაყვანის წესით არააკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამისი სას-წავლო წლის 1 ოქტომბრამდე.

2. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008  წლის  #101-სსმIII,  #26, 20.02.2008წ., მუხ..273

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 wlis 20 თებერვლის ბრძანება #103-სსმIII, #21, 25.02..2009w., მუხ.271

მუხლი 22​4. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილები

1. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი სემესტრისათვის ადგენს გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს დაწესებულების თავისუფალი ადგილების რაოდენობას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალი ადგილები გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩარიცხვისათვის: პირველ სემესტრში აბიტურიენტების ჩარიცხვის განხორციელების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა;

ბ) მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩარიცხვისათვის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა და მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე დაწესებულების მიერ ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

მუხლი 225. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება

1.  მომავალი სემესტრისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგილებს განსაზღვრავს ფაკულტეტების მიხედვით, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე.

2. აკრედიტაციის ცენტრი კონკრეტულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენის მიზნით, გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირებისათვის ვალდებულია გადაამოწმოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რაოდენობის თავისუფალი ადგილი გადაყვანის წესით სტუდენტების მისაღებად.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირების მიზნით, აკრედიტაციის ცენტრი:

ა) აწარმოებს იმ სტუდენტების აღრიცხვას, რომელთა მიერ ათვისებულ უმაღლესი საგანმანათ-ლებლო პროგრამები ითვლება აკრედიტებულად;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ამ დაწესებულებაში რიცხულ სტუდენტთა რაოდენობის თაობაზე;

გ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტების შესახებ, მათ შორის, სტუდენტის გარიცხვა/ამორიცხვის აქტს, აგრეთვე ინფორმაციას იმ აბიტურიენტთა შესახებ, რომლებმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) ადგენს ამ პუნქტის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის ფორმასა და ვადას;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილთა რაოდენობას და აცნობებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების დადგენის მიზნით;

ზ) რეგისტრაციაში ატარებს და ვებ-გვერდზე განათავსებს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებებში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებთან დაკავშირებით.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა არის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება№564-სსმIII,№89,24.06,2008წ.,მუხ.968 

მუხლი 226. გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია

გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ადგილებზე მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით და ვადაში. სტუდენტების რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

      მუხლი 22​7. სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიც-ხული სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები შეესაბამება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგან-მანათლებლო პროგრამას. სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა დადასტუ-რებული უნდა იყოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირე-ბული გადაწყვეტილებით სტუდენტის მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების აკადემიური ცნობის შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:

ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;

ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271    

    მუხლი 22​8. მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მიერ სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების სამართლებრივი აქტის შემუშავება და მიღება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი შეიმუშავებს გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის ცენტრი გასცემს დადებით დასკვნას.

2. აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში მოყვანილი თითოეული სტუდენტის შესაბამისობა ამ დებულების 22​2​ მუხლთან და სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისობა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან.

3. სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე დადებითი დასკვნის მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ დებულების 223 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადისა, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება აკრედიტაციის ცენტრში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

მუხლი 22​9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის ვადები

აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვებისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენის ვადები. აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ადგილების რეგისტრაციის რამდენიმე ვადა;

ბ) გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის ვადას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

      მუხლი 22​10. გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა

სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხა, გარიცხვის/ამორიცხვის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აღდგენის წესით. ამ შემთხვევაში სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყ-ვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

მუხლი 23. გარდამავალი დებულებები

1. (ამოღებულია).

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღ-ლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე დაწესებულებაში შეიძლება ჩაირიც-ხონ აღდგენის წესით მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხ-ლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის შემთხვევაში, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმის განსასაზღვრად, თუ რა ეტაპიდან განაგრძობს სწავლას სტუდენტი, გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის თაობაზე წერილობითი მოტივირებული დასკვნის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.

4. ამ დებულების V1 თავით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული იმ პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულუბაში ჩაირიცხა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და რომელიც საქართველოს უმაღლესი საგანმა-ნათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველად რეგისტრაციამდე არა უმეტეს 10 წლის წინ გაირიცხა ამ დაწესებულებიდან შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თანხის გადაუხდელობის გამო;

გ) უცხო ქვეყნაში წასვლასთან დაკავშირებით;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ პირს შეჩერებული ქონდა სტუდენტის სტატუსი.

5. 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში არ არის ძალაში მომდევნო წლებისათვის. აბიტურიენტი, რომელსაც 2005 წელს ჩაბარებული აქვს გამოცდა ქარ-თულ ენასა და ლიტერატურაში, 2006 წელს თავისუფლდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარებისათვის.

6. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასური ამოქმედებულად ჩაითვალოს 2006 წლის 1 იანვრიდან.

7. აბიტურიენტი, რომელმაც 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ვერ ჩაირიცხა მის მიერ ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებულ ვერცერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.

8. (ამოღებულია).

9. 2008-2009 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვადების გათვალისწინების გარეშე, 2008-2009 სასწავლო წლის დასრულებამდე.

10. 2007-2008 სასწავლო წელს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლი-სათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულების შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) ჩარიცხვის უფლება ექნებათ პირებს, რომლებმაც 2006 ან/და 2007 წელს ჩააბარეს ზოგადი უნარების გამოცდა და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) აბიტურენტთა მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია იმ ფაკულტეტების და ადგილების შესახებ, რომლებშიც განხორციელდება პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის და ვადების შესაბამისად; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას. ამ ინფორმაციის საჯარო გამოცხადებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ) აბიტურიენტთა რეგისტრაცია განხორციელდება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული განაცხადის ფორმის და დადგენილი ვადების შესაბამისად;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის ჩაირიცხებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულა ექნებათ;

ე) თუ რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ფაკულტეტზე პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისათვის თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების შესახებ. თავისუფალი ადგილის არარსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დაწესებულებისათვის დადგენილ სტუდენტთა მაქსიმალური ადგილების რაოდენობასთან მომავალი სასწავლო წლის მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისას;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბა-მისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის ჩაირიცხებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილებზე.

11. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის აბიტურიენტების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩასარიცხად რეგისტრაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აბიტურიენტთა ზოგადი უნარების ქულების რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზეც მან მოიპოვა პროფე-სიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება.”

12. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საო-მარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის /დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII,  №80, 05.07.2005წ.,  მუხ.864

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24,  22.02.2007წ., მუხ.289

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007  წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008  წლის 23 ივნისის ბრძანება№564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968    

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2008  წლის 11 ნოემბრის ბრძანება№ 957-სსმIII,№164,18.11.2008წ.,მუხ.1653   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009  წლის 20 თებერვლისბრძანება№103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271    

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ", №127, 28.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59740-14/