“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (19)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება #101-სსმIII, #26, 20.02.2008წ., მუხ.273
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-ssm III, #89,24.06.2008წ., მუხ.968
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის ბრძანება #592-სსმ III, #94, 02.07.2008წ., მუხ..1048
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008წლის 11 ნოემბრის ბრძანება№957-სსმIII,№164,18.11.2008წ.,მუხ.1653
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271
13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანება №433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №724-სსმIII,№109,04.09.2009წ.,მუხ.1250
15, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №838- სსმIII,121,06.10.2009წ.,მუხ.1394
16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,149,04.12.2009წ.,მუხ.1761
18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14, 05.02.2010წ.,მუხ.164
19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკავებული შენობა ან მისი ნაწილი;
ა1) (ამოღებულია);
ბ) გამოცდის ადმინისტრატორი (შემდგომში – ადმინისტრატორი) – საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ1) გამოცდის ადმინისტრატორის თანაშემწე (შემდგომში _ ადმინისტრატორის თანაშემწე) _ პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
ბ2) გამოცდის კოორდინატორი (შემდგომში _ კოორდინატორი) _ პირი, რომელიც ასრულებს გამოცდის ადმინისტრატორის მოადგილის უფლება მოვალეობას და კოორდინაციას უწევს საგამოცდო სექტორის მეთვალყურეთა მუშაობას;
გ) (ამოღებულია);
დ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;
ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ვ) დამკვირვებლის რეგისტრაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ1) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება საგამოცდო ტესტი.
ზ) სწავლების ენა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება (ზოგად-საგანმანათლებლო, პროფესიული, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო), რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
თ1) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში _ რესურსცენტრი) _ საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;
თ2) ლოგისტიკის ჯგუფი – გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე
თ3) (ამოღებულია);
თ4) მაქსიმალური ქულა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ი1) (ამოღებულია);
კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროე-ბითი ორგანო;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი –გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
მ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;
,,ო1) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი (შემდგომ _ რეგისტრატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
რ1) (ამოღებულია);
ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ს1) სკალირებული ქულების შეწონილი ჯამი – ბაკალავრიატის და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების ამ დებულების მე-18 მუხლის 12 პუნქტით დადგენილ საგამოცდო საგნის წონებზე გადამრავლებისა და ნამრავლის შეკრების შედეგად მიღებული ჯამი.
ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ტ1) საგამოცდო ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
ტ2) საგამოცდო საგნის წონა – საგამოცდო საგნისთვის განსაზღვრული რიცხვი, რომელზეც ამ დებულებით დადგენილი წესით ხდება აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების გამრავლება აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით.
უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი და აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება;
ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:
ა) რომელთაც აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;
ა1) რომელთაც პროფესიული უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;
ა2) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა3) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა4) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა5) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ, პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968

მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.
2. (ამოღებულია);
3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში, შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც, თითოეულ საგანში, შეადგენს 30 ლარს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
51. აბიტურიენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
52. ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში პირს დაუბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე გადახდილი იმ საგნის/საგნების საფასური, რომელიც/რომლებიც რეგისტრაციის დროს მითითებული ჰქონდა ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში, მაგრამ მან მონაწილეობა არ მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმ მიზეზით, რომ ვერ ჩააბარა ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდა ან რეგისტრაციის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ წარმოადგინა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.

მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
1. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
11. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა შეიძლება დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
ბ.ა) ინგლისური ენა;
ბ.ბ) გერმანული ენა;
ბ.გ) ფრანგული ენა;
ბ.დ) რუსული ენა.
გ) ლიტერატურა;
დ) მათემატიკა;
ე) ისტორია;
ვ) გეოგრაფია;
ზ) ქიმია;
თ) ფიზიკა;
ი) ბიოლოგია.
12. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
2. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ზოგადი უნარები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის არჩევით ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.
3. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ლიტერატურა;
ბ) მათემატიკა;
გ) ისტორია;
დ) გეოგრაფია;
ე) ქიმია;
ვ) ფიზიკა;
ზ) ბიოლოგია.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.
41. ორი ან მეტი უცხო ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხო ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების ფაკულტეტი არ მიუთითებს კონკრეტულ უცხო ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხო ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
42. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი შეფასება. თუ ამ შეფასებით აბიტუ-რიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი შეფასება. ხოლო, თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი ქულა, რომლისთვისაც ფაკულტეტის მიერ დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
5. კონკრეტული ფაკულტეტის მიერ ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემ-თხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას;
ბ) არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს.
51. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეულ, სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით.
52. (ამოღებულია);
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ დებულებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
81. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
9. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,132,28.10.2009წ.,მუხ.1526

მუხლი 6. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №724-სსმIII,№109,04.09.2009წ.,მუხ.1250

მუხლი 7. (ამოღებულია).

მუხლი 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დად-გენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
11. საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
12. აბიტურიენტი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
13. აბიტურიენტი, რომელსაც ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
14. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.
15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფილ დაფინანსებას და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.
2. (ამოღებულია).
21 (ამოღებულია).
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატისთვის და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
31. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლის შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების საფუძველზე.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.
41 (ამოღებულია).

თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წინასწარი ორგანიზაცია
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფენ აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.

მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რესურსცენტრებში აგზავნის აბიტურიენტების მიერ შესავსები განცხადების ფორმას, რომელშიც მითითებულია:
ა) აბიტურიენტის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უკვე დამთავრებული აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელების მითითებით, ხოლო თუ პირი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით;
გ) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი;
დ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
ე) (ამოღებულია).
ვ) იმ ფაკულტეტის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით.
ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ექსტერნები უნდა დარეგისტრირდნენ რესურსცენტრში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ სწავლობენ.
4. სარეგისტრაციო განცხადების შევსება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდაში/გამოცდებში.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსცენტრები ვალდებულნი არიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ სარეგისტრაციო განაცხადების შევსებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.
6. შევსებული განცხადებები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომლის ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს მათ დახარისხებას და გადასცემს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფს, სადაც ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.
7. ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს ცალკეული აბიტურიენტის კომპიუტერულად დამუშავებული ამონაბეჭდი ფორმების დაგზავნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში, სადაც აბიტურიენტები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მხოლოდ ტექნიკური კორექტივები, რის შემდეგაც ამონაბეჭდი ფორმები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირება.

მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 20 ოქტომბრამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) ფაკულტეტები ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;
ვ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე, იმ ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ახორციელებენ აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს;
ზ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის;
თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
ი) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
კ) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ლ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ანკეტა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი პი-რის ხელმოწერითა და ბეჭდით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი სექტემბრისა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის ანკეტას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ანკეტების საფუძველზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტები/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება
მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
11. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის აბიტურიენტი, რომელიც ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა რეგისტრაციის დროს წარმოადგენს ცნობას იმის თაობაზე, რომ დარეგისტრირებულია ექსტერნად, მაგრამ იმავე წელს ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.
2. დებულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) საბანკო ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით, ან დაბადების მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
დ) საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ ან ცნობა გაცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან რესურსცენტრიდან იმის შესახებ, რომ პირი დარეგისტრირებული არის ექსტერნად;
ე) ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად, უმაღლესი განათ-ლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელითაც დასტურ-დება, რომ პირი სწავლობს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიი-ღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ზ) ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.
3. აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირების შემდეგ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (შემდგომში – საგამოცდო ბარათი), რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
4. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები და რეგისტრაციის დაწყების დრო;
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).

მუხლი 13. ვადები
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ რესურსცენტრში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
გ) (ამოღებულია);
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი.
31. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
32. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
33. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი და მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო დროის ხანგრძლივობას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
8. აბიტურიენტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.
81. (ამოღებულია).
9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
91 (ამოღებულია).
10. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) (amoRebulia).
ბ.ბ) საგამოცდო ბარათი“;
,,გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპე-ციალურ უწყისში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.
101. ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
11. ერთიანი ეროვნული გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა მასალების გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოყოფილი გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება
12. ერთიანი ერონული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის მე-11 მუხლის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
121. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
122. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
123. ამ მუხლის 101 პუნქტით და მე-11 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
124. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
125. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურა-ტორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
15. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
16. (ამოღებულია).
17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
18. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.

მუხლი 15. პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაესწრონ საგამოცდო პროცესს
1. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებელია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
ბ) ადმინისტრატორი;
გ) კოორდინატორი;
დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
ე) კურატორი;
ვ) მეთვალყურე;
ზ) დამკვირვებელი;
თ) რეგისტრატორი.
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარატმენტის საბადრაგო სამ-სახურის თანამშრომელი.
rt2. ამასთან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ადმინისტრატორი, კოორდინატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კურატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი და რეგისტრატორი არ შეიძლება დანიშნული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდას აბარებს მისი ნათესავი აბიტურიენტი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
6. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს და დამკვირვებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის ბრძანება№592-სსმIII,№94,02.07.2008წ.,მუხ.1048
მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.
3. საგამოცდო ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი IV. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
1. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25 %-ს.
2. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის ფაკულტეტების მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.

მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ზოგადი უნარების გამოცდის სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად. გამოცდების ეროვნული ცენტრი სკალირებული ქულების შეწონილი ჯამით აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით.
გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
11. აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიულ უმაღლეს ან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
12. საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
13. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს სხადასხვა ფაკულტეტის მიერ დაწესებული რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სავალდებული საგნებისა და იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთი და იგივე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ/პროფესიულ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო პროგრამის შესაბამის ფაკულტეტზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
21. საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;
ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.
23. ამ მუხლის 22 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიული უმაღლეს, აკადემიურ უმაღლეს ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) იმ პირებზე, რომელთაც დააგროევს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის საკმარისი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდაში, მაგრამ ვერ მოიპოვეს შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.

მუხლი 19. რანჟირება კოეფიციენტებით
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.
21. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე აცნობოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი.
4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება. ხოლო, თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ფაკულტეტის მიერ დადგენილია მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება, აბიტურიენტის მიერ ზოგად უნარებში მიღებული სკალირებული ქულა გამრავლდება 12-ზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კოეფიციენტებით რანჟირების სიიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის.
51. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე აკრედიტაციის შედეგად მისაღები კონტინგენტისათვის გამოყოფილ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენ-ტების ნუსხიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ, ფაკულტეტზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებოობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრს). აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982

მუხლი 191. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს.
3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების მათი ჯამის ფარგლებში შეცვლის თაობაზე.
5. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 192. რანჟირების დოკუმენტი. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა
1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:
ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები ;
ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;
გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.
3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 20. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მოქმედების ვადა და მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების წესი
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. (ამოღებულია).
21. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება
1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მოპოვებისათვის ან ნაწილობრივი ოდენობის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.
2. (ამოღებულია).
3. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.
4. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტს /სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაზრდილ/ნაწილობრივ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.
5. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლებას.
6. ეს მუხლი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
თავი V. ერთიან ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და საბოლოო შედეგები
მუხლი 21. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს ერთიანი ეროვნული გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.137
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 211. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო სამჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 212. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
გ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგა-მოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 213. ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგების გასაჩივრება
1. აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. აბიტურიენტის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 214 განმეორებითი განაცხადის წარდგენა
1. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 22. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ა1) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ა2) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა3) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა4) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა5) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.
ბ1) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯ ა ნულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების მიერ იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება უმაღლესი საგანმანათელბლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იგზავნება გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
31. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად.
4. (ამოღებილია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 221 (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
თავი V1 (ამოღებულია).

მუხლი 222. გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი
1. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი:
ა) სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) სწავლობს იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლება;
გ) (ამოღებულია).
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე-ბულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, თუ ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დად-გენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, თუ გადაყვანის წესით ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს სწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
მუხლი 223. გადაყვანის წესით ჩარიცხვების პერიოდულობა
1. გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.
11. გადაყვანის წესით არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე.
2. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №838-სსმIII,№121,06.10.2009წ.,მუხ.1394
მუხლი 224. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილები
1. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი სემესტრისათვის ადგენს გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს დაწესებულების თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალი ადგილები გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩარიცხვისათვის: პირველ სემესტრში აბიტურიენტების ჩარიცხვის განხორციელების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა;
ბ) მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩარიცხვისათვის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა და მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე დაწესებულების მიერ ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
მუხლი 225. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება
1. მომავალი სემესტრისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგილებს განსაზღვრავს ფაკულტეტების მიხედვით, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე.
2. აკრედიტაციის ცენტრი კონკრეტულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენის მიზნით, გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირებისათვის ვალდებულია გადაამოწმოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რაოდენობის თავისუფალი ადგილი გადაყვანის წესით სტუდენტების მისაღებად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირების მიზნით, აკრედიტაციის ცენტრი:
ა) აწარმოებს იმ სტუდენტების აღრიცხვას, რომელთა მიერ ათვისებულ უმაღლესი საგანმანათ-ლებლო პროგრამები ითვლება აკრედიტებულად;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ამ დაწესებულებაში რიცხულ სტუდენტთა რაოდენობის თაობაზე;
გ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტების შესახებ, მათ შორის, სტუდენტის გარიცხვა/ამორიცხვის აქტს, აგრეთვე ინფორმაციას იმ აბიტურიენტთა შესახებ, რომლებმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) ადგენს ამ პუნქტის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის ფორმასა და ვადას;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილთა რაოდენობას და აცნობებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების დადგენის მიზნით;
ზ) რეგისტრაციაში ატარებს და ვებ-გვერდზე განათავსებს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებებში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებთან დაკავშირებით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა არის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება№564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
მუხლი 226. გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია
გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ადგილებზე მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით და ვადაში. სტუდენტების რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 227. სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიც-ხული სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები შეესაბამება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგან-მანათლებლო პროგრამას. სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა დადასტუ-რებული უნდა იყოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირე-ბული გადაწყვეტილებით სტუდენტის მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების აკადემიური ცნობის შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:
ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
მუხლი 228. მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მიერ სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების სამართლებრივი აქტის შემუშავება და მიღება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი შეიმუშავებს გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის ცენტრი გასცემს დადებით დასკვნას.
2. აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში მოყვანილი თითოეული სტუდენტის შესაბამისობა ამ დებულების 222 მუხლთან და სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისობა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან.
3. სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე დადებითი დასკვნის მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ დებულების 223 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადისა, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება აკრედიტაციის ცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 229 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის ვადები
აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვებისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენის ვადები. აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ადგილების რეგისტრაციის რამდენიმე ვადა;
ბ) გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის ვადას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 2210. გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა
სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხა, გარიცხვის/ამორიცხვის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აღდგენის წესით. ამ შემთხვევაში სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყ-ვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.
2. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით და მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2012-2013 სასწავლო წლიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ivnisis brZaneba #564-ssmIII, #89,24.06.2008w., mux.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №957-სსმIII,№164,18.11.2008წ.,მუხ.1653
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება #101-სსმIII, #26, 20.02.2008წ., მუხ.273
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-ssm III, #89,24.06.2008წ., მუხ.968
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის ბრძანება #592-სსმ III, #94, 02.07.2008წ., მუხ..1048
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008წლის 11 ნოემბრის ბრძანება№957-სსმIII,№164,18.11.2008წ.,მუხ.1653
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271
13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანება №433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №724-სსმIII,№109,04.09.2009წ.,მუხ.1250
15, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №838- სსმIII,121,06.10.2009წ.,მუხ.1394
16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,149,04.12.2009წ.,მუხ.1761
18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 4 თებერვლის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14, 05.02.2010წ.,მუხ.164
19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკავებული შენობა ან მისი ნაწილი;
ა1) (ამოღებულია);
ბ) გამოცდის ადმინისტრატორი (შემდგომში – ადმინისტრატორი) – საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ1) გამოცდის ადმინისტრატორის თანაშემწე (შემდგომში _ ადმინისტრატორის თანაშემწე) _ პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
ბ2) გამოცდის კოორდინატორი (შემდგომში _ კოორდინატორი) _ პირი, რომელიც ასრულებს გამოცდის ადმინისტრატორის მოადგილის უფლება მოვალეობას და კოორდინაციას უწევს საგამოცდო სექტორის მეთვალყურეთა მუშაობას;
გ) (ამოღებულია);
დ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;
ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ვ) დამკვირვებლის რეგისტრაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ1) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება საგამოცდო ტესტი.
ზ) სწავლების ენა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება (ზოგად-საგანმანათლებლო, პროფესიული, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო), რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
თ1) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში _ რესურსცენტრი) _ საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;
თ2) ლოგისტიკის ჯგუფი – გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე
თ3) (ამოღებულია);
თ4) მაქსიმალური ქულა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ი1) (ამოღებულია);
კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროე-ბითი ორგანო;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი –გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
მ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;
,,ო1) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი (შემდგომ _ რეგისტრატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
რ1) (ამოღებულია);
ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ს1) სკალირებული ქულების შეწონილი ჯამი – ბაკალავრიატის და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების ამ დებულების მე-18 მუხლის 12 პუნქტით დადგენილ საგამოცდო საგნის წონებზე გადამრავლებისა და ნამრავლის შეკრების შედეგად მიღებული ჯამი.
ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ტ1) საგამოცდო ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
ტ2) საგამოცდო საგნის წონა – საგამოცდო საგნისთვის განსაზღვრული რიცხვი, რომელზეც ამ დებულებით დადგენილი წესით ხდება აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების გამრავლება აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით.
უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება;
უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი და აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება;
ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:
ა) რომელთაც აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;
ა1) რომელთაც პროფესიული უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;
ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ ფაკულტეტზე.
ა2) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა3) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა4) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა5) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ, პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.
2. (ამოღებულია);
3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში, შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც, თითოეულ საგანში, შეადგენს 30 ლარს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
51. აბიტურიენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
52. ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში პირს დაუბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე გადახდილი იმ საგნის/საგნების საფასური, რომელიც/რომლებიც რეგისტრაციის დროს მითითებული ჰქონდა ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში, მაგრამ მან მონაწილეობა არ მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმ მიზეზით, რომ ვერ ჩააბარა ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდა ან რეგისტრაციის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ წარმოადგინა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
1. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
11. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა შეიძლება დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
ბ.ა) ინგლისური ენა;
ბ.ბ) გერმანული ენა;
ბ.გ) ფრანგული ენა;
ბ.დ) რუსული ენა.
გ) ლიტერატურა;
დ) მათემატიკა;
ე) ისტორია;
ვ) გეოგრაფია;
ზ) ქიმია;
თ) ფიზიკა;
ი) ბიოლოგია.
12. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
2. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ზოგადი უნარები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის არჩევით ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.
3. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ლიტერატურა;
ბ) მათემატიკა;
გ) ისტორია;
დ) გეოგრაფია;
ე) ქიმია;
ვ) ფიზიკა;
ზ) ბიოლოგია.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.
41. ორი ან მეტი უცხო ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხო ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების ფაკულტეტი არ მიუთითებს კონკრეტულ უცხო ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხო ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
42. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი შეფასება. თუ ამ შეფასებით აბიტუ-რიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი შეფასება. ხოლო, თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი ქულა, რომლისთვისაც ფაკულტეტის მიერ დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
5. კონკრეტული ფაკულტეტის მიერ ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემ-თხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას;
ბ) არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს.
51. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეულ, სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით.
52. (ამოღებულია);
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ დებულებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
81. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
9. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 6. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №724-სსმIII,№109,04.09.2009წ.,მუხ.1250
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
მუხლი 7. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დად-გენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
11. საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
12. აბიტურიენტი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
13. აბიტურიენტი, რომელსაც ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
14. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.
15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფილ დაფინანსებას და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.
2. (ამოღებულია).
21 (ამოღებულია).
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატისთვის და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
31. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლის შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების საფუძველზე.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.
41 (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წინასწარი ორგანიზაცია
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფენ აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რესურსცენტრებში აგზავნის აბიტურიენტების მიერ შესავსები განცხადების ფორმას, რომელშიც მითითებულია:
ა) აბიტურიენტის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უკვე დამთავრებული აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელების მითითებით, ხოლო თუ პირი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით;
გ) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი;
დ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
ე) (ამოღებულია).
ვ) იმ ფაკულტეტის/ფაკულტეტების (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით. ფაკულტეტების ჩამონათვალში თითოეული ფაკულტეტისათვის აღინიშნება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სურს აბიტურიენტს სწავლა თუ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით;
ვ) იმ ფაკულტეტის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით.
ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ექსტერნები უნდა დარეგისტრირდნენ რესურსცენტრში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ სწავლობენ.
4. სარეგისტრაციო განცხადების შევსება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდაში/გამოცდებში.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსცენტრები ვალდებულნი არიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ სარეგისტრაციო განაცხადების შევსებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.
6. შევსებული განცხადებები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომლის ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს მათ დახარისხებას და გადასცემს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფს, სადაც ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.
7. ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს ცალკეული აბიტურიენტის კომპიუტერულად დამუშავებული ამონაბეჭდი ფორმების დაგზავნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში, სადაც აბიტურიენტები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მხოლოდ ტექნიკური კორექტივები, რის შემდეგაც ამონაბეჭდი ფორმები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 20 ოქტომბრამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე;
ე) ფაკულტეტები ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;
ვ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე, იმ ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ახორციელებენ აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს;
ზ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;
ზ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის;
თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
ი) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
კ) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ლ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ანკეტა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი პი-რის ხელმოწერითა და ბეჭდით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი სექტემბრისა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის ანკეტას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ანკეტების საფუძველზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტები/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება
მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
11. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის აბიტურიენტი, რომელიც ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა რეგისტრაციის დროს წარმოადგენს ცნობას იმის თაობაზე, რომ დარეგისტრირებულია ექსტერნად, მაგრამ იმავე წელს ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.
2. დებულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) საბანკო ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით, ან დაბადების მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
დ) საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ ან ცნობა გაცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან რესურსცენტრიდან იმის შესახებ, რომ პირი დარეგისტრირებული არის ექსტერნად;
ე) ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად, უმაღლესი განათ-ლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელითაც დასტურ-დება, რომ პირი სწავლობს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიი-ღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ზ) ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.
3. აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირების შემდეგ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (შემდგომში – საგამოცდო ბარათი), რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
4. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები და რეგისტრაციის დაწყების დრო;
5. საგამოცდო ბარათთან ერთად აბიტურიენტს ეგზავნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტის/ფაკულტეტების ჩამონათვალი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება. ფაკულტეტების ჩამონათვალში თითოეული ფაკულტეტისათვის აღინიშნება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სურს აბიტურიენტს სწავლა თუ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 13. ვადები
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ რესურსცენტრში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
გ) (ამოღებულია);
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი.
31. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
32. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
33. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი და მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო დროის ხანგრძლივობას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
8. აბიტურიენტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.
81. (ამოღებულია).
9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
91 (ამოღებულია).
10. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) (amoRebulia).
ბ.ბ) საგამოცდო ბარათი“;
,,გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპე-ციალურ უწყისში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.
101. ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
11. ერთიანი ეროვნული გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა მასალების გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოყოფილი გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება
12. ერთიანი ერონული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის მე-11 მუხლის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
121. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
122. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
123. ამ მუხლის 101 პუნქტით და მე-11 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
124. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
125. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურა-ტორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
15. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
16. (ამოღებულია).
17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
18. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
მუხლი 15. პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაესწრონ საგამოცდო პროცესს
1. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებელია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
ბ) ადმინისტრატორი;
გ) კოორდინატორი;
დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
ე) კურატორი;
ვ) მეთვალყურე;
ზ) დამკვირვებელი;
თ) რეგისტრატორი.
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარატმენტის საბადრაგო სამ-სახურის თანამშრომელი.
rt2. ამასთან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ადმინისტრატორი, კოორდინატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კურატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი და რეგისტრატორი არ შეიძლება დანიშნული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდას აბარებს მისი ნათესავი აბიტურიენტი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
6. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს და დამკვირვებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის ბრძანება№592-სსმIII,№94,02.07.2008წ.,მუხ.1048
მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.
3. საგამოცდო ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
თავი IV. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
1. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25 %-ს.
2. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის ფაკულტეტების მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ზოგადი უნარების გამოცდის სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად. გამოცდების ეროვნული ცენტრი სკალირებული ქულების შეწონილი ჯამით აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით.
გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
11. აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიულ უმაღლეს ან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
12. საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
13. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს სხადასხვა ფაკულტეტის მიერ დაწესებული რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სავალდებული საგნებისა და იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთი და იგივე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ/პროფესიულ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო პროგრამის შესაბამის ფაკულტეტზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
21. საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;
ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.
23. ამ მუხლის 22 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
23. ამ მუხლის 22 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიულ უმაღლეს ან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიული უმაღლეს, აკადემიურ უმაღლეს ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) იმ პირებზე, რომელთაც დააგროევს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის საკმარისი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდაში, მაგრამ ვერ მოიპოვეს შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 19. რანჟირება კოეფიციენტებით
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.
21. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე აცნობოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი.
4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება. ხოლო, თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ფაკულტეტის მიერ დადგენილია მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება, აბიტურიენტის მიერ ზოგად უნარებში მიღებული სკალირებული ქულა გამრავლდება 12-ზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კოეფიციენტებით რანჟირების სიიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის.
51. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე აკრედიტაციის შედეგად მისაღები კონტინგენტისათვის გამოყოფილ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენ-ტების ნუსხიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ, ფაკულტეტზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებოობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრს). აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.
6. (ამოღებულია).
7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლე-სი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
7. (ამოღებულია).
8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
8. (ამოღებულია).
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:
9. (ამოღებულია).
ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები;
10. (ამოღებულია).
ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;
გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.
10. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 191. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად🔗
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს.
3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების მათი ჯამის ფარგლებში შეცვლის თაობაზე.
5. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 192. რანჟირების დოკუმენტი. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა🔗
1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:
ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები ;
ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;
გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.
3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 20. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მოქმედების ვადა და მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების წესი
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. (ამოღებულია).
21. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება🔗
1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მოპოვებისათვის ან ნაწილობრივი ოდენობის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.
2. (ამოღებულია).
3. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.
4. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტს /სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაზრდილ/ნაწილობრივ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.
5. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლებას.
6. ეს მუხლი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
თავი V. ერთიან ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და საბოლოო შედეგები
მუხლი 21. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს ერთიანი ეროვნული გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.137
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 211. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი🔗
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო სამჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 212. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
გ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგა-მოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 213. ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგების გასაჩივრება🔗
1. აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. აბიტურიენტის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 214. განმეორებითი განაცხადის წარდგენა🔗
მუხლი 214 განმეორებითი განაცხადის წარდგენა🔗
1. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.
1. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 22. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ა1) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ა2) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა3) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა4) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა5) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.
ბ1) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების მიერ იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება უმაღლესი საგანმანათელბლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იგზავნება გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
31. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად.
4. (ამოღებილია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 221 (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
მუხლი 222. გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი🔗
1. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი:
ა) სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) სწავლობს იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლება;
გ) (ამოღებულია).
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე-ბულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, თუ ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დად-გენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, თუ გადაყვანის წესით ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს სწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
მუხლი 223. გადაყვანის წესით ჩარიცხვების პერიოდულობა🔗
1. გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.
11. გადაყვანის წესით არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე.
2. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №838-სსმIII,№121,06.10.2009წ.,მუხ.1394
მუხლი 224. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილები🔗
1. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი სემესტრისათვის ადგენს გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს დაწესებულების თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალი ადგილები გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩარიცხვისათვის: პირველ სემესტრში აბიტურიენტების ჩარიცხვის განხორციელების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა;
ბ) მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩარიცხვისათვის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა და მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე დაწესებულების მიერ ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
მუხლი 225. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება
1. მომავალი სემესტრისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგილებს განსაზღვრავს ფაკულტეტების მიხედვით, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე.
2. აკრედიტაციის ცენტრი კონკრეტულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენის მიზნით, გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირებისათვის ვალდებულია გადაამოწმოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რაოდენობის თავისუფალი ადგილი გადაყვანის წესით სტუდენტების მისაღებად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირების მიზნით, აკრედიტაციის ცენტრი:
ა) აწარმოებს იმ სტუდენტების აღრიცხვას, რომელთა მიერ ათვისებულ უმაღლესი საგანმანათ-ლებლო პროგრამები ითვლება აკრედიტებულად;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ამ დაწესებულებაში რიცხულ სტუდენტთა რაოდენობის თაობაზე;
გ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტების შესახებ, მათ შორის, სტუდენტის გარიცხვა/ამორიცხვის აქტს, აგრეთვე ინფორმაციას იმ აბიტურიენტთა შესახებ, რომლებმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) ადგენს ამ პუნქტის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის ფორმასა და ვადას;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილთა რაოდენობას და აცნობებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების დადგენის მიზნით;
ზ) რეგისტრაციაში ატარებს და ვებ-გვერდზე განათავსებს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებებში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებთან დაკავშირებით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა არის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება№564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
მუხლი 226. გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია
გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ადგილებზე მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით და ვადაში. სტუდენტების რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 227. სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიც-ხული სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები შეესაბამება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგან-მანათლებლო პროგრამას. სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა დადასტუ-რებული უნდა იყოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირე-ბული გადაწყვეტილებით სტუდენტის მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების აკადემიური ცნობის შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:
ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
მუხლი 228. მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მიერ სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების სამართლებრივი აქტის შემუშავება და მიღება🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი შეიმუშავებს გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის ცენტრი გასცემს დადებით დასკვნას.
2. აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში მოყვანილი თითოეული სტუდენტის შესაბამისობა ამ დებულების 222 მუხლთან და სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისობა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან.
3. სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე დადებითი დასკვნის მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ დებულების 223 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადისა, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება აკრედიტაციის ცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 229 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის ვადები🔗
აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვებისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენის ვადები. აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ადგილების რეგისტრაციის რამდენიმე ვადა;
ბ) გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის ვადას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 2210. გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა🔗
სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხა, გარიცხვის/ამორიცხვის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აღდგენის წესით. ამ შემთხვევაში სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყ-ვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.
2. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით და მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2012-2013 სასწავლო წლიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ivnisis brZaneba #564-ssmIII, #89,24.06.2008w., mux.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №957-სსმIII,№164,18.11.2008წ.,მუხ.1653
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება #101-სსმIII, #26, 20.02.2008წ., მუხ.273
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ივნისის ბრძანება #564-ssm III, #89,24.06.2008წ., მუხ.968
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის ბრძანება #592-სსმ III, #94, 02.07.2008წ., მუხ..1048
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008წლის 11 ნოემბრის ბრძანება№957-სსმIII,№164,18.11.2008წ.,მუხ.1653
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271
13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანება №433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №724-სსმIII,№109,04.09.2009წ.,მუხ.1250
15, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №838- სსმIII,121,06.10.2009წ.,მუხ.1394
16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,149,04.12.2009წ.,მუხ.1761
18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14, 05.02.2010წ.,მუხ.164
19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
20. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №49/ნ-სსმIII, №74, 23.06.2010წ., მუხ.1082
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო🔗
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკავებული შენობა ან მისი ნაწილი;
ა1) (ამოღებულია);
ბ) გამოცდის ადმინისტრატორი (შემდგომში – ადმინისტრატორი) – საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ1) გამოცდის ადმინისტრატორის თანაშემწე (შემდგომში _ ადმინისტრატორის თანაშემწე) _ პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
ბ2) გამოცდის კოორდინატორი (შემდგომში _ კოორდინატორი) _ პირი, რომელიც ასრულებს გამოცდის ადმინისტრატორის მოადგილის უფლება მოვალეობას და კოორდინაციას უწევს საგამოცდო სექტორის მეთვალყურეთა მუშაობას;
გ) (ამოღებულია);
დ) გამსწორებელი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;
ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ვ) დამკვირვებლის რეგისტრაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ1) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება საგამოცდო ტესტი.
ზ) სწავლების ენა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება (ზოგად-საგანმანათლებლო, პროფესიული, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო), რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
თ1) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში _ რესურსცენტრი) _ საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;
თ2) ლოგისტიკის ჯგუფი – გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე
თ3) (ამოღებულია);
თ4) მაქსიმალური ქულა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ი1) (ამოღებულია);
კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროე-ბითი ორგანო;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი –გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
მ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;“;
,,ო1) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვ-ნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი (შემდგომ _ რეგისტრატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
რ1) (ამოღებულია);
ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ს1) სკალირებული ქულების შეწონილი ჯამი – ბაკალავრიატის და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების ამ დებულების მე-18 მუხლის 12 პუნქტით დადგენილ საგამოცდო საგნის წონებზე გადამრავლებისა და ნამრავლის შეკრების შედეგად მიღებული ჯამი.
ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ტ1) საგამოცდო ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
ტ2) საგამოცდო საგნის წონა – საგამოცდო საგნისთვის განსაზღვრული რიცხვი, რომელზეც ამ დებულებით დადგენილი წესით ხდება აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების გამრავლება აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით.
უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი და აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება;
ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები🔗
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:
ა) რომელთაც აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;
ა1) რომელთაც პროფესიული უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;
ა2) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა3) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა4) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა5) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ, პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.
2. (ამოღებულია);
3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში, შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც, თითოეულ საგანში, შეადგენს 30 ლარს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
51. აბიტურიენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
52. ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში პირს დაუბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე გადახდილი იმ საგნის/საგნების საფასური, რომელიც/რომლებიც რეგისტრაციის დროს მითითებული ჰქონდა ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში, მაგრამ მან მონაწილეობა არ მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმ მიზეზით, რომ ვერ ჩააბარა ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდა ან რეგისტრაციის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ წარმოადგინა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები🔗
1. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
11. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა შეიძლება დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
ბ.ა) ინგლისური ენა;
ბ.ბ) გერმანული ენა;
ბ.გ) ფრანგული ენა;
ბ.დ) რუსული ენა.
გ) ლიტერატურა;
დ) მათემატიკა;
ე) ისტორია;
ვ) გეოგრაფია;
ზ) ქიმია;
თ) ფიზიკა;
ი) ბიოლოგია.
12. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
2. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ზოგადი უნარები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის არჩევით ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.
3. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ლიტერატურა;
ბ) მათემატიკა;
გ) ისტორია;
დ) გეოგრაფია;
ე) ქიმია;
ვ) ფიზიკა;
ზ) ბიოლოგია.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.
41. ორი ან მეტი უცხო ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხო ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების ფაკულტეტი არ მიუთითებს კონკრეტულ უცხო ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხო ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
42. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი შეფასება. თუ ამ შეფასებით აბიტუ-რიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი შეფასება. ხოლო, თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი ქულა, რომლისთვისაც ფაკულტეტის მიერ დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
5. კონკრეტული ფაკულტეტის მიერ ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემ-თხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას;
ბ) არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს.
51. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეულ, სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით.
52. (ამოღებულია);
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ დებულებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
81. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
9. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 6. (ამოღებულია).🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №724-სსმIII,№109,04.09.2009წ.,მუხ.1250
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 wlis 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
მუხლი 7. (ამოღებულია).🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის🔗
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დად-გენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
11. საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
12. აბიტურიენტი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
13. აბიტურიენტი, რომელსაც ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
14. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.
15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფილ დაფინანსებას და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.
2. (ამოღებულია).
21 (ამოღებულია).
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატისთვის და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
31. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლის შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების საფუძველზე.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.
41 (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები🔗
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფენ აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა🔗
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რესურსცენტრებში აგზავნის აბიტურიენტების მიერ შესავსები განცხადების ფორმას, რომელშიც მითითებულია:
ა) აბიტურიენტის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უკვე დამთავრებული აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელების მითითებით, ხოლო თუ პირი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით;
გ) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი;
დ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
ე) (ამოღებულია).
ვ) იმ ფაკულტეტის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით.
ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ექსტერნები უნდა დარეგისტრირდნენ რესურსცენტრში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ სწავლობენ.
4. სარეგისტრაციო განცხადების შევსება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდაში/გამოცდებში.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსცენტრები ვალდებულნი არიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ სარეგისტრაციო განაცხადების შევსებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.
6. შევსებული განცხადებები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომლის ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს მათ დახარისხებას და გადასცემს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფს, სადაც ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.
7. ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს ცალკეული აბიტურიენტის კომპიუტერულად დამუშავებული ამონაბეჭდი ფორმების დაგზავნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში, სადაც აბიტურიენტები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მხოლოდ ტექნიკური კორექტივები, რის შემდეგაც ამონაბეჭდი ფორმები უბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 20 ოქტომბრამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) ფაკულტეტები ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;
ვ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე, იმ ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ახორციელებენ აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს;
ზ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის;
თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
ი) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
კ) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ლ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ანკეტა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი პი-რის ხელმოწერითა და ბეჭდით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი სექტემბრისა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის ანკეტას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ანკეტების საფუძველზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტები/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია🔗
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
11. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის აბიტურიენტი, რომელიც ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა რეგისტრაციის დროს წარმოადგენს ცნობას იმის თაობაზე, რომ დარეგისტრირებულია ექსტერნად, მაგრამ იმავე წელს ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.
2. დებულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) საბანკო ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით, ან დაბადების მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
დ) საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ ან ცნობა გაცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან რესურსცენტრიდან იმის შესახებ, რომ პირი დარეგისტრირებული არის ექსტერნად;
ე) ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად, უმაღლესი განათ-ლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელითაც დასტურ-დება, რომ პირი სწავლობს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიი-ღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ზ) ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.
3. აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირების შემდეგ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (შემდგომში – საგამოცდო ბარათი), რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
4. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები და რეგისტრაციის დაწყების დრო;
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 13. ვადები🔗
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ რესურსცენტრში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
გ) (ამოღებულია);
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი.
31. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
32. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
33. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი და მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო დროის ხანგრძლივობას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
8. აბიტურიენტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.
81. (ამოღებულია).
9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
91 (ამოღებულია).
10. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) (amoRebulia).
ბ.ბ) საგამოცდო ბარათი“;
,,გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპე-ციალურ უწყისში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.
101. ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
11. ერთიანი ეროვნული გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა მასალების გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოყოფილი გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება
12. ერთიანი ერონული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის მე-11 მუხლის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
121. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
122. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
123. ამ მუხლის 101 პუნქტით და მე-11 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
124. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
125. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურა-ტორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
15. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
16. (ამოღებულია).
17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
18. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
მუხლი 15. პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაესწრონ საგამოცდო პროცესს🔗
1. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებელია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
ბ) ადმინისტრატორი;
გ) კოორდინატორი;
დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
ე) კურატორი;
ვ) მეთვალყურე;
ზ) დამკვირვებელი;
თ) რეგისტრატორი.
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარატმენტის საბადრაგო სამ-სახურის თანამშრომელი.
rt2. ამასთან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ადმინისტრატორი, კოორდინატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კურატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი და რეგისტრატორი არ შეიძლება დანიშნული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდას აბარებს მისი ნათესავი აბიტურიენტი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
6. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს და დამკვირვებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის ბრძანება№592-სსმIII,№94,02.07.2008წ.,მუხ.1048
მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება🔗
1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.
3. საგამოცდო ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან
ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი🔗
1. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25 %-ს.
2. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის ფაკულტეტების მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ზოგადი უნარების გამოცდის სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად. გამოცდების ეროვნული ცენტრი სკალირებული ქულების შეწონილი ჯამით აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით.
გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
11. აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიულ უმაღლეს ან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
12. საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
13. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს სხადასხვა ფაკულტეტის მიერ დაწესებული რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სავალდებული საგნებისა და იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთი და იგივე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ/პროფესიულ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო პროგრამის შესაბამის ფაკულტეტზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
21. საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;
ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.
23. ამ მუხლის 22 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიული უმაღლეს, აკადემიურ უმაღლეს ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) იმ პირებზე, რომელთაც დააგროევს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის საკმარისი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდაში, მაგრამ ვერ მოიპოვეს შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 19. რანჟირება კოეფიციენტებით🔗
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.
21. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე აცნობოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი.
4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება. ხოლო, თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ფაკულტეტის მიერ დადგენილია მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება, აბიტურიენტის მიერ ზოგად უნარებში მიღებული სკალირებული ქულა გამრავლდება 12-ზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კოეფიციენტებით რანჟირების სიიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის.
51. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე აკრედიტაციის შედეგად მისაღები კონტინგენტისათვის გამოყოფილ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენ-ტების ნუსხიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ, ფაკულტეტზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებოობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრს). აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტს.
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 191. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად🔗
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს.
3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების მათი ჯამის ფარგლებში შეცვლის თაობაზე.
5. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 192. რანჟირების დოკუმენტი. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა🔗
1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:
ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები ;
ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;
გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.
3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 20. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მოქმედების ვადა და მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების წესი🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. (ამოღებულია).
21. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №866-სსმIII, №143, 19.10.2006წ., მუხ.1982
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება🔗
1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მოპოვებისათვის ან ნაწილობრივი ოდენობის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.
2. (ამოღებულია).
3. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.
4. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტს /სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაზრდილ/ნაწილობრივ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.
5. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლებას.
6. ეს მუხლი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
მუხლი 21. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს ერთიანი ეროვნული გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.137
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 211. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი🔗
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო სამჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 212. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
გ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგა-მოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 213. ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგების გასაჩივრება🔗
1. აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. აბიტურიენტის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
მუხლი 214 განმეორებითი განაცხადის წარდგენა🔗
1. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ივნისის ბრძანებ№433-სსმIII,№78,26.06.2009წ.,მუხ.855
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 22. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ა1) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ა2) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა3) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა4) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა5) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.
ბ1) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების მიერ იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება უმაღლესი საგანმანათელბლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იგზავნება გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
31. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად.
4. (ამოღებილია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
მუხლი 221 (ამოღებულია).🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №735-სსმIII, №104, 07.08.2006წ., მუხ.1400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
მუხლი 222. გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი🔗
1. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი:
ა) სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) სწავლობს იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლება;
გ) (ამოღებულია).
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე-ბულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, თუ ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დად-გენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, თუ გადაყვანის წესით ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს სწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის23 ივნისის ბრძანება №564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
მუხლი 223. გადაყვანის წესით ჩარიცხვების პერიოდულობა🔗
1. გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.
11. გადაყვანის წესით არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე.
2. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №101-სსმIII,№26,20.02.2008წ.,მუხ.273
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №838-სსმIII,№121,06.10.2009წ.,მუხ.1394
მუხლი 224. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილები🔗
1. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი სემესტრისათვის ადგენს გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს დაწესებულების თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალი ადგილები გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩარიცხვისათვის: პირველ სემესტრში აბიტურიენტების ჩარიცხვის განხორციელების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა;
ბ) მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩარიცხვისათვის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა და მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე დაწესებულების მიერ ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
მუხლი 225. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება🔗
1. მომავალი სემესტრისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგილებს განსაზღვრავს ფაკულტეტების მიხედვით, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე.
2. აკრედიტაციის ცენტრი კონკრეტულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენის მიზნით, გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირებისათვის ვალდებულია გადაამოწმოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რაოდენობის თავისუფალი ადგილი გადაყვანის წესით სტუდენტების მისაღებად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირების მიზნით, აკრედიტაციის ცენტრი:
ა) აწარმოებს იმ სტუდენტების აღრიცხვას, რომელთა მიერ ათვისებულ უმაღლესი საგანმანათ-ლებლო პროგრამები ითვლება აკრედიტებულად;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ამ დაწესებულებაში რიცხულ სტუდენტთა რაოდენობის თაობაზე;
გ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტების შესახებ, მათ შორის, სტუდენტის გარიცხვა/ამორიცხვის აქტს, აგრეთვე ინფორმაციას იმ აბიტურიენტთა შესახებ, რომლებმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) ადგენს ამ პუნქტის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის ფორმასა და ვადას;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილთა რაოდენობას და აცნობებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების დადგენის მიზნით;
ზ) რეგისტრაციაში ატარებს და ვებ-გვერდზე განათავსებს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებებში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებთან დაკავშირებით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ცენტრისათვის ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა არის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება№564-სსმIII,№89,24.06.2008წ.,მუხ.968
მუხლი 226. გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია🔗
გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ადგილებზე მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით და ვადაში. სტუდენტების რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 227. სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიც-ხული სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები შეესაბამება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგან-მანათლებლო პროგრამას. სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა დადასტუ-რებული უნდა იყოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირე-ბული გადაწყვეტილებით სტუდენტის მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების აკადემიური ცნობის შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:
ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,21,25.02.2009წ.,მუხ.271
მუხლი 228. მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მიერ სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების სამართლებრივი აქტის შემუშავება და მიღება🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი შეიმუშავებს გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის ცენტრი გასცემს დადებით დასკვნას.
2. აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში მოყვანილი თითოეული სტუდენტის შესაბამისობა ამ დებულების 222 მუხლთან და სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისობა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან.
3. სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე დადებითი დასკვნის მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ დებულების 223 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადისა, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება აკრედიტაციის ცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 229 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის ვადები🔗
აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვებისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენის ვადები. აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ადგილების რეგისტრაციის რამდენიმე ვადა;
ბ) გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის ვადას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
მუხლი 2210. გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა🔗
სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხა, გარიცხვის/ამორიცხვის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აღდგენის წესით. ამ შემთხვევაში სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყ-ვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები🔗
1. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.
1. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.
2. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით და მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2012-2013 სასწავლო წლიდან.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2012-2013 სასწავლო წლიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 თებერვლის ბრძანება №121-სსმIII, №24, 22.02.2007წ., მუხ.289
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 29 აგვისტოს ბრძანება №743-სსმIII, №126, 06.09.2007წ., მუხ.1372
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 wlis 23 ivnisis brZaneba #564-ssmIII, #89,24.06.2008w., mux.968
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №957-სსმIII,№164,18.11.2008წ.,მუხ.1653
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის ბრძანება №103-სსმIII,№21,25.02.2009წ.,მუხ.271
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №928-სსმIII,№132,28.10.2009წ.,მუხ.1526
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1098-სსმIII,№149,04.12.2009წ.,მუხ.1761
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 მარტის ბრძანება №9/ნ-სსმIII,№14,05.02.2010წ.,მუხ.164
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის ბრძანება №42/ნ-სსმIII, №62, 01.06.2010წ., მუხ.926
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №49/ნ-სსმIII, №74, 23.06.2010წ., მუხ.1082
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ", №127, 28.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59740-19/