“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
შემდგომი ცვლილებები (20)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესს, პირობებსა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ბ) გამოცდის ადმინისტრატორი (შემდგომში – ადმინისტრატორი) – საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
გ) გამოცდის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე საგამოცდო პროცესს.
დ) გამსწორებელი – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;
ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელმაც ამ დებულებით დადგენილი წესით გაიარა აკრედიტაცია ეროვნული გამოცდების ცენტრში დამკვირვებლის სტატუსით;
ვ) დამკვირვებლის აკრედიტაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ზ) ენობრივი სექტორი – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება (ზოგად-საგანმანათლებლო, პროფესიული, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო), რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიებისაგან შემდგარი დროებითი ორგანო;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება – ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
მ) საგნობრივი ქვეკომისიები – საპრეტენზიო საბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც იქმნება საგამოცდო საგნების მიხედვით;
ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება კურატორებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
რ1) სამუშაო ფურცელი _ განსხვავებული ფერის სუფთა ფურცელი, რომელიც აბიტურიენტს გადაეცემა ტესტისაგან დამოუკიდებლად და რომელზეც მას თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გააკეთოს ჩანაწერები
ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხა, რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება;
ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:
ა) რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ ფაკულტეტზე.

მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს ეროვნული გამოცდების ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.
2. თითოეული საგამოცდო ტესტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.
3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს, თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ერთ არჩევით საგანს, 60 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ორ არჩევით საგანს, 70 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალ-დებულო და სამ არჩევით საგანს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომელიც განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხა-დის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.

მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი გამოცდის ჩაბარება.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და ზოგადი უნარები.
3. კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აირჩიოს დამატებითი გამოცდა/გამოცდები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის მე-3 პუნქტში აღნიშნული გამოცდებიდან აირჩიოს ერთი ან ორი გამოცდა. უკანასკნელ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.
5. ორი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეული დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს მისაღები კონტინგენტის 20%-ზე ნაკლები.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.

მუხლი 6. შეღავათები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ფაკულტეტების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე და არ აღემატება ფაკულტეტზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის 10%-ს.
2. (ამოღებულია).
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბა-მისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით არა უგვიანეს 1 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით დადგენილი ნუსხის შესაბამისად.
4. არა უგვიანეს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული გამოცდების ცენტრს წარუდგენს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამის ფაკულტეტებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და მოცემულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით.
5. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაძლებელია დაწესდეს გასაუბრება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიე-რების სამინისტრომ გასაუბრების ჩატარება შეიძლება უზრუნველყოს უშუალოდ, ეროვნული გამოცდების ცენტრის ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამის ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით.
7. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და უცხო ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
8. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას გამოიყენება ის წესი, რომელსაც აირჩევს ასეთი პირი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დადგენილი წესით ჩარიცხვის წესის არჩევის შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი”.

მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სექტორებისათვის
1. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენად აირჩიონ რუსული ენა.
2. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, სავალდებულო გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ საერთო წესით.

მუხლი 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრს.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.
21 (ამოღებულია).
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.

თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წინასწარი ორგანიზაცია
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.

მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები:
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში;
დ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ენობრივი სექტორისათვის.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) მოსწავლეთა გვარების ანბანური ჩამონათვალი სახელისა და მამის სახელის მითითებით;
ბ) აპირებს თუ არა მოსწავლე სწავლის გაგრძელებას საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება);
გ) მოსწავლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას აპირებს ქართულ თუ რუსულ სექტორზე;
დ) რომელ უცხო ენას და რომელ ქალაქს ირჩევს მოსწავლე გამოცდების ჩასაბარებლად;
დ1) რომელ ენაზე სურს მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
ე) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. მოსწავლეთა ნუსხაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექციას შეჰყავს ექსტერნებიც.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კითხვარის შევსება სავალდებულოა.
5. შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ამობეჭდილი ანკეტები ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც მოსწავლეები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ კორექტივები და უბრუნებენ ეროვნული გამოცდების ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება.

მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტი იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
თ1) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ი) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომლებზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.

თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება
მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
2. აბიტურიენტი 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას წარადგენს რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი).
3. სარეგისტრაციო პუნქტები იქმნება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში და ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში.
4. განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, მითითებული უნდა იყოს:
ა) იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლის ჩაბარება სურს აბიტურიენტს;
ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება (არა უმეტეს შვიდისა);
გ) აღენიშნება თუ არა აბიტურიენტს რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევა (მოტორული, სმენითი, მხედველობითი), რის გამოც ის საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) სალაროს ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით;
დ) საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ;
ე) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ვ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
6. რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადისა და სრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო (შემდგომში – საგამოცდო) ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
7. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) ქალაქი, რომელშიც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდების ჩატარების თარიღები, დაწყების დრო და სხვა აუცილებელი ინფორმაცია;
დ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება.
8. აბიტურიენტი ბარათზე ხელის მოწერით ადასტურებს საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტესა და თანხმობას საგამოცდო წესების კეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე.
9. აბიტურიენტის მიერ მიმდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ განმეორებითი განაცხადის შეტანა ნებადართულია მხოლოდ განაცხადების მიღების ვადის დაცვით. ასეთ შემთხვევაში გაიცემა ახალი საგამოცდო ბარათი. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი დამატებით წარადგენს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალსწინებულ 2 ფო-ტოსურათს.

მუხლი 13. ვადები
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არაა ამ დებულებით, ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ სარეგის-ტრაციო პუნქტებში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ეროვნული გამოცდების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) (ამოღებულია);
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის.
4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტების დალუქული შეკვრა.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტური რვეულების შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტების რვეულში. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
8. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტთა ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით, რომელიც ტესტების რვეულებს დაეკვრება.
81. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს გადაეცემათ სამუშაო ფურცელი, რომელიც სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოცდის დამთავრების შემდეგ წაიღონ საგამოცდო ცენტრიდან.
9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფუნქციონალური დარღვევები, ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
10. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) საქართველოში გაცემული სრული (საშუალო) ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით;
ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა);
ბ.დ) ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპეციალურ ჟურნალში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.
11. გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
,ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის _ სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-81 პუნქტით გათვალისწინებულისა) და სხვა გამოყენება;
გ) ტესტის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტებისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ტესტის შევსებისას განსხვავებული ფერის მელნის გამოყენებაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა ტესტი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო ტესტი. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ. ზემო-აღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ დებულების 21-ე მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი გამოცდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, საგამოცდო ტესტის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტის რვეულის გვერდების რაოდენობას, შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მას.
15. ჩაბარებული ტესტური რვეულები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და ექსპედიტორის მეშვეობით იგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
16. (ამოღებულია).
17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
18. ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.

მუხლი 15. მეთვალყურე. დამკვირვებელი
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ მეთვალყურეები და დამკვირვებლები. მეთვალყურეთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების დასწრება.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების მეთვალყურე არის ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად და საგამოცდო ცენტრში დაამყაროს წესრიგი.
3. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით და ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წი-ლისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
4. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთვალყურედ/დამკვირვებლად არ დაიშვება პირი, რომლის ნათესავი აბიტურიენტია და ეს აბიტურიენტი გამოცდას აბარებს იმავე საგამოცდო ცენტრში.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგ-ზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
6. მეთვალყურესა და დამკვირვებელს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
7. თუ გამოცდის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ მეთვალყურე/დამკვირვებელი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი უფლებამოსილია დაატოვებინოს მას საგამოცდო ცენტრი.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება
1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული საგამოცდო ტესტები იხსნება, რეგისტრირდება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებში ნაწილდება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის – ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.
3. თითოეული ნაშრომი დამოუკიდებლად სწორდება მინიმუმ ორჯერ შეფასების ერთიანი სქემის მიხედვით. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში ნაშრომი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
31. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებულია განსხვავებული ფერის მელანი არ ექვემდებარება გასწორებას და ფასდება ნული ქულით.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ცალკეულ საგანში აბიტურიენტთა მიერ მიღებული შედეგების გარდა სარეგისტრაციო პუნქტებში გამოსაქვეყნებლად იგზავნება საგამოცდო ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები.

თავი IV. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგამოცდო საგანში განისაზღვრება 15 ქულით.

მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. აბიტურიენტების აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სამ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულის საფუძველზე. იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ჩაბარებული აქვთ:
ა) სამი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა) – აიღება სამივე საგნის სკალირებული ქულების ჯამი;
ბ) ოთხი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა და მათემატიკა) – აიღება სკალირებული ქულების ჯამი ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ზოგად უნარებში და დაემატება უცხო ენისა და მათემატიკის სკალირებულ ქულებს შორის უმაღლესი.
მუხლი 19. რანჟირება კოეფიციენტებით
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 10-ის ტოლია.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებულ აბიტურიენტთა ნუსხიდან ჩარიცხვა ხდება დარჩენილ ადგილებზე.
6. (ამოღებულია).
7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლე-სი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.

მუხლი 20. ერთიანი გამოცდების ქულების მოქმედების ვადა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. აბიტურიენტის მიერ მოპოვებული აბსოლუტური ქულები ძალაშია ორი წლის განმავლობაში, ამასთან, აბიტურიენტების რანჟირება ხორციელდება ყოველ წელიწადს დამოუკიდებლად იმ წელს კონკურსის გათვალისწინებით.
3. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს მომდევნო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები როგორც ცალკეულ, ასევე ყველა საგანში. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მეორე გამოცდის შედეგები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისთვის განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში.

თავი V. ერთიან ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და საბოლოო შედეგები
მუხლი 21. პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი დავები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ, რომელთანაც იქმნება შესაბამისი საგნობრივი საპრეტენზიო კომისიები.
2. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ ქალაქის სარეგისტრაციო პუნქტში, სადაც აბიტურიენტმა გაიარა ტესტირება. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. საგამოცდო პუნქტში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს აბიტურიენტს იმავე სარეგისტრაციო პუნქტის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
21. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).
22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა სხვა აბიტურიენტის მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.
23. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა საგამოცდო პროცესში მონაწილე აბიტურიენტებისა და სხვა პირების მხრიდან (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ აბიტურიენტების ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელთაც დაარღვიეს საგამოცდო პროცედურა, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, აგრეთვე, აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.
24. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს საგამოცდო ტესტის/ტესტების ხელახალი შეფასება. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
3. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ისინი დახარისხდება საგნების მიხედვით და დაიგზავნება შესაბამის საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში.
4. ცალკეული საგნის შეფასებებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებები განიხილება საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში. განხილვის შედეგებს ამტკიცებს საპრეტენზიო საბჭო. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები განმცხადებლებს ეგზავნებათ აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 18 დღისა.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ეგზავნებათ ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება სარეგისტრაციო პუნქტში საჯარო სტენდზე გაკვრით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად, რაც ახალი განაცხადის გაკეთების საშუალებას აძლევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტებზე. აბიტურიენტის ახალ განაცხადში ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2 დღის ვადაში სარეგისტრაციო პუნქტში მონაცემების საჯარო სტენდზე განთავსებიდან.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ახალი განაცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

მუხლი 22. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელთათვის.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა, მათ შორის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასვლის წესით ფორმდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს ნოემბრის პირველი ორშაბათისა. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ ვადაში არ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად. ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტი გამოიცემა მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, რაც აისახება რექტორის ერთიან ინდივიდუალურ აქტში. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრეტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, გარდა ამ დებულების 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები გადაყვანის წესით შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე და უნდა გაფორმდეს ამ ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც სურთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა გადაყვანის წესით, აღემატება აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებულ ადგილების რაოდენობას, გადაყვანის წესით სტუდენტის ჩასარიცხად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოიყენება ამ დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით აბიტურიენტთა მიღება შეიძლება გახდეს ამ დაწესებულების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი.

მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული გამოცდების ცენტრის შექმნამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
11. 2005-2006 სასწავლო წლისათვის სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ასეთ დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტების მიერ სწავლის გაგრძელებისათვის დადგენილი კონკურსის ორგანიზაციული ხარჯების გაღება დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვადას, ფორმას და ხარჯების ზღვრულ ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
12. დებულების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შექმნილი საპრეტენზიო საბჭოსა და საგნობრივი საპრეტენზიო კომისიების საქმიანობისათვის საჭირო (მათ შორის შრომის ანაზღაურების) ორგანიზაციული ხარჯების გაღება 2005 წელს დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად. 2005-2006 სასწავლო წლისთვის ამ დებულების მე-6 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადები განისაზღვროს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ.
3. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად, ჩარიცხულ იქნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ ან მეორე კურსზე ამ დაწესებულებასთან შეთანხმებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.
31. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მე-10 კლასის დამთავრების შემდეგ, დაასრულეს ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 1-ლი კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.
4. 2005-2006 სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეებისათვის საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას იმავე წესით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილია ზოგადსა-განმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ პირების ჩარიცხვა გადასვლის წესით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხნენ საქართველოს (მათ შორის, არააკრედიტებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხორციელდება ამ დებულების 22-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული წესით, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, თუ:
ა) არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რითაც პირი სწავლობდა. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული იმ პირების ჩარიცხვა/აღდგენა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არა უმეტეს 3 წლის წინ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და გარიცხვიდან სულ მცირე 2005 წლის 10 იანვრამდე ირიცხებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულების სტუდენტად.

+

ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიებისაგან შემდგარი დროებითი ორგანო;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება – ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
მ) საგნობრივი ქვეკომისიები – საპრეტენზიო საბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც იქმნება საგამოცდო საგნების მიხედვით;
ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება კურატორებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
რ1) სამუშაო ფურცელი _ განსხვავებული ფერის სუფთა ფურცელი, რომელიც აბიტურიენტს გადაეცემა ტესტისაგან დამოუკიდებლად და რომელზეც მას თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გააკეთოს ჩანაწერები
ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
უ) სპეციალობათა რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სპეციალობების/ფაკულტეტების ნუსხა, რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება;
უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხა, რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება;
ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:
ა) რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ სპეციალობაზე/ფაკულტეტზე.
ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ ფაკულტეტზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს ეროვნული გამოცდების ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.
2. თითოეული საგამოცდო ტესტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.
3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომელიც განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით;
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს, თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ერთ არჩევით საგანს, 60 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ორ არჩევით საგანს, 70 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალ-დებულო და სამ არჩევით საგანს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის ხელახალი შეფასების საფასურს, რომელიც განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით.
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომელიც განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასების შედეგად დაკმაყოფილდება აბიტურიენტის შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზია, მას უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხა-დის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება:
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი გამოცდის ჩაბარება.
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და ზოგადი უნარები.
ბ) ერთ-ერთი უცხოური ენა აბიტურიენტის შერჩევით (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული);
3. კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აირჩიოს დამატებითი გამოცდა/გამოცდები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
გ) ზოგადი უნარები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის მე-3 პუნქტში აღნიშნული გამოცდებიდან აირჩიოს ერთი ან ორი გამოცდა. უკანასკნელ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.
2. მათემატიკის გამოცდა არჩევითია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული სპეციალობის/ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის დააწესოს მათემატიკის გამოცდის სავალდებულობა. ამ შემთხვევაში ამ გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც სპეციალობათა რეიტინგულ ჩამონათვალში მიუთითებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ასეთ ფაკულტეტს/სპეციალობას.
5. ორი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეული დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს მისაღები კონტინგენტის 20%-ზე ნაკლები.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 6. შეღავათები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ფაკულტეტების/სპეციალობების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ფაკულტეტების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე და არ აღემატება ფაკულტეტზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის 10%-ს.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაცხადების განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გამოყოს ადგილები არა უგვიანეს 6 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
2. (ამოღებულია).
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით არა უგვიანეს 2 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბა-მისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით არა უგვიანეს 1 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით დადგენილი ნუსხის შესაბამისად.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, არა უგვიანეს 2 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აცნობებენ ეროვნული გამოცდების ცენტრს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, რაოდენობას ფაკულტეტების/სპეციალობების მიხედვით, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს შესაბამის დაწესებულებებში.
4. არა უგვიანეს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული გამოცდების ცენტრს წარუდგენს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამის ფაკულტეტებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და მოცემულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით.
5. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაძლებელია დაწესდეს გასაუბრება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიე-რების სამინისტრომ გასაუბრების ჩატარება შეიძლება უზრუნველყოს უშუალოდ, ეროვნული გამოცდების ცენტრის ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამის ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით.
7. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და უცხო ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
8. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას გამოიყენება ის წესი, რომელსაც აირჩევს ასეთი პირი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დადგენილი წესით ჩარიცხვის წესის არჩევის შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულენოვანი სექტორისათვის🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
1. იმ აბიტურიენტს, რომელსაც სწავლის გაგრძელება სურს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულენოვან სექტორზე, უფლება აქვს მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბაროს ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მიუთითებს განაცხადში.
მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სექტორებისათვის
2. ის აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ გამარტივებული ტესტით, მაგრამ არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენად აირჩიონ რუსული.
1. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენად აირჩიონ რუსული ენა.
2. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, სავალდებულო გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ საერთო წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრს.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.
21. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განცხადებაში გამოთქვამს არჩევითი გამოცდის ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა აუცი-ლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ჩასარიცხად არჩევითი გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
21 (ამოღებულია).
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წინასწარი ორგანიზაცია
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალობების/ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები:
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში;
დ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ენობრივი სექტორისათვის.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) მოსწავლეთა გვარების ანბანური ჩამონათვალი სახელისა და მამის სახელის მითითებით;
ბ) აპირებს თუ არა მოსწავლე სწავლის გაგრძელებას საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება);
გ) მოსწავლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას აპირებს ქართულ თუ რუსულ სექტორზე;
დ) რომელ უცხო ენას და რომელ ქალაქს ირჩევს მოსწავლე გამოცდების ჩასაბარებლად;
დ1) რომელ ენაზე სურს მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
ე) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. მოსწავლეთა ნუსხაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექციას შეჰყავს ექსტერნებიც.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კითხვარის შევსება სავალდებულოა.
5. შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ამობეჭდილი ანკეტები ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც მოსწავლეები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ კორექტივები და უბრუნებენ ეროვნული გამოცდების ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) სპეციალობა/ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;
ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/ საგნები სპეციალობების/ფაკულტეტების მიხედვით;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
თ) სპეციალობების/ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები;
თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტი იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
თ1) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ი) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ სპეციალობას/ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული აკრედიტებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალობა/ფაკულტეტი, რომლებზეც მიმდინარე წელს წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომლებზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება
მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
2. აბიტურიენტი 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას წარადგენს რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი).
3. სარეგისტრაციო პუნქტები იქმნება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში და ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში.
4. განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, მითითებული უნდა იყოს:
ა) იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლის ჩაბარება სურს აბიტურიენტს;
ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების/სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება (არა უმეტეს ხუთისა);
ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება (არა უმეტეს შვიდისა);
გ) აღენიშნება თუ არა აბიტურიენტს რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევა (მოტორული, სმენითი, მხედველობითი), რის გამოც ის საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) სალაროს ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით;
დ) საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ;
ე) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ვ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
6. რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადისა და სრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო (შემდგომში – საგამოცდო) ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
7. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) ქალაქი, რომელშიც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდების ჩატარების თარიღები, დაწყების დრო და სხვა აუცილებელი ინფორმაცია;
დ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების/ სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება.
დ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება.
8. აბიტურიენტი ბარათზე ხელის მოწერით ადასტურებს საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტესა და თანხმობას საგამოცდო წესების კეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე.
9. აბიტურიენტის მიერ მიმდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ განმეორებითი განაცხადის შეტანა ნებადართულია მხოლოდ განაცხადების მიღების ვადის დაცვით. ასეთ შემთხვევაში გაიცემა ახალი საგამოცდო ბარათი. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი დამატებით წარადგენს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალსწინებულ 2 ფო-ტოსურათს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 13. ვადები
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არაა ამ დებულებით, ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ სარეგის-ტრაციო პუნქტებში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ეროვნული გამოცდების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) (ამოღებულია);
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის.
4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტების დალუქული შეკვრა.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტური რვეულების შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტების რვეულში. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
8. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტთა ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით, რომელიც ტესტების რვეულებს დაეკვრება.
81. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს გადაეცემათ სამუშაო ფურცელი, რომელიც სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოცდის დამთავრების შემდეგ წაიღონ საგამოცდო ცენტრიდან.
9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფუნქციონალური დარღვევები, ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
10. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) საქართველოში გაცემული სრული (საშუალო) ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით;
ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა);
ბ.დ) ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპეციალურ ჟურნალში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.
11. გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
,ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის _ სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-81 პუნქტით გათვალისწინებულისა) და სხვა გამოყენება;
გ) ტესტის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტებისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ტესტის შევსებისას განსხვავებული ფერის მელნის გამოყენებაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა ტესტი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო ტესტი. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ. ზემო-აღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ დებულების 21-ე მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი გამოცდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, საგამოცდო ტესტის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტის რვეულის გვერდების რაოდენობას, შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მას.
15. ჩაბარებული ტესტური რვეულები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და ექსპედიტორის მეშვეობით იგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
16. (ამოღებულია).
17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
18. ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
მუხლი 15. მეთვალყურე. დამკვირვებელი
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ მეთვალყურეები და დამკვირვებლები. მეთვალყურეთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების დასწრება.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების მეთვალყურე არის ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად და საგამოცდო ცენტრში დაამყაროს წესრიგი.
3. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით და ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წი-ლისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
4. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთვალყურედ/დამკვირვებლად არ დაიშვება პირი, რომლის ნათესავი აბიტურიენტია და ეს აბიტურიენტი გამოცდას აბარებს იმავე საგამოცდო ცენტრში.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგ-ზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
6. მეთვალყურესა და დამკვირვებელს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
7. თუ გამოცდის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ მეთვალყურე/დამკვირვებელი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი უფლებამოსილია დაატოვებინოს მას საგამოცდო ცენტრი.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება
1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული საგამოცდო ტესტები იხსნება, რეგისტრირდება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებში ნაწილდება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის – ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.
3. თითოეული ნაშრომი დამოუკიდებლად სწორდება მინიმუმ ორჯერ შეფასების ერთიანი სქემის მიხედვით. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში ნაშრომი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
31. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებულია განსხვავებული ფერის მელანი არ ექვემდებარება გასწორებას და ფასდება ნული ქულით.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ცალკეულ საგანში აბიტურიენტთა მიერ მიღებული შედეგების გარდა სარეგისტრაციო პუნქტებში გამოსაქვეყნებლად იგზავნება საგამოცდო ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
თავი IV. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
1. აბიტურიენტს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური და კოეფიციენტებით რანჟირების პროცედურაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თითოეულ საგამოცდო საგანში გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგამოცდო საგანში განისაზღვრება 15 ქულით.
2. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგამოცდო საგანში განისაზღვრება 15 ქულით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. აბიტურიენტების აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სამ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულის საფუძველზე. იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ჩაბარებული აქვთ:
ა) სამი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა) – აიღება სამივე საგნის სკალირებული ქულების ჯამი;
ბ) ოთხი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა და მათემატიკა) – აიღება სკალირებული ქულების ჯამი ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ზოგად უნარებში და დაემატება უცხო ენისა და მათემატიკის სკალირებულ ქულებს შორის უმაღლესი.
მუხლი 19. რანჟირება კოეფიციენტებით
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალისა და სპეციალობის მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე.
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 10-ის ტოლია.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 10-ის ტოლია.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე/სპეციალობებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება.
5. ცალკეულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, რანჟირებულ აბიტურიენტთა ნუსხიდან ჩარიცხვა ხდება დარჩენილ ადგილებზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებულ აბიტურიენტთა ნუსხიდან ჩარიცხვა ხდება დარჩენილ ადგილებზე.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის განსაზღვრული კონტინგენტის რაოდენობა ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრს არა უგვიანეს 6 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
6. (ამოღებულია).
7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ დაწესებულებების სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ სპეციალობაზე/ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე სპეციალობაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხვა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე სპეციალობაზე/ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო სპეციალობაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლე-სი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ დაწესებულებების ვერც ერთ სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 20. ერთიანი გამოცდების ქულების მოქმედების ვადა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. აბიტურიენტის მიერ მოპოვებული აბსოლუტური ქულები ძალაშია ორი წლის განმავლობაში, ამასთან, აბიტურიენტების რანჟირება ხორციელდება ყოველ წელიწადს დამოუკიდებლად იმ წელს კონკურსის გათვალისწინებით.
3. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს მომდევნო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები როგორც ცალკეულ, ასევე ყველა საგანში. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მეორე გამოცდის შედეგები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალობაზე/ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ეროვნული ერთიანი გამოცდების განმეორებით ჩაბარებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისთვის განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისთვის განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
თავი V. ერთიან ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და საბოლოო შედეგები
მუხლი 21. პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი დავები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ, რომელთანაც იქმნება შესაბამისი საგნობრივი საპრეტენზიო კომისიები.
2. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ ქალაქის სარეგისტრაციო პუნქტში, სადაც აბიტურიენტმა გაიარა ტესტირება. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. საგამოცდო პუნქტში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს აბიტურიენტს იმავე სარეგისტრაციო პუნქტის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
21. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).
22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა სხვა აბიტურიენტის მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.
23. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა საგამოცდო პროცესში მონაწილე აბიტურიენტებისა და სხვა პირების მხრიდან (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ აბიტურიენტების ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელთაც დაარღვიეს საგამოცდო პროცედურა, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, აგრეთვე, აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.
24. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს საგამოცდო ტესტის/ტესტების ხელახალი შეფასება. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
3. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ისინი დახარისხდება საგნების მიხედვით და დაიგზავნება შესაბამის საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში.
4. ცალკეული საგნის შეფასებებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებები განიხილება საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში. განხილვის შედეგებს ამტკიცებს საპრეტენზიო საბჭო. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები განმცხადებლებს ეგზავნებათ აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 18 დღისა.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ეგზავნებათ ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება სარეგისტრაციო პუნქტში საჯარო სტენდზე გაკვრით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალობებზე/ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად, რაც ახალი განაცხადის გაკეთების საშუალებას აძლევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სპეციალო-ბებზე/ფაკულტეტებზე. აბიტურიენტის ახალ განაცხადში ვაკანსიების გათვალისწინებით მითი-თებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალობების/ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2 დღის ვადაში სარეგისტრაციო პუნქტში მონაცემების საჯარო სტენდზე განთავსებიდან.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ეგზავნებათ ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება სარეგისტრაციო პუნქტში საჯარო სტენდზე გაკვრით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად, რაც ახალი განაცხადის გაკეთების საშუალებას აძლევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტებზე. აბიტურიენტის ახალ განაცხადში ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2 დღის ვადაში სარეგისტრაციო პუნქტში მონაცემების საჯარო სტენდზე განთავსებიდან.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ახალი განაცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე/სპეციალობებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ახალი განაცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 22. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალობის/ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ-თათვის.
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელთათვის.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის სპეციალობაზე/ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა-გადმოყვანა, ფორმდება რექტორის ერთიანი ინდივიდუალური აქტით, არა უგვიანეს სასწავლო წლის დასაწყისისა. სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტის გადმოყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური აქტი შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადას-ტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სტუდენტის ჩარიცხვა სხვა, მათ შორის არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრე-დიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში. ჩარიცხვის იგივე წესი ვრცელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩასარიცხად/აღსადგენად. სტუდენტების ჩარიცხვა-გადმოყვანის შესახებ ერთიანი ინდივიდუალური აქტის ასლი 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა, მათ შორის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასვლის წესით ფორმდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს ნოემბრის პირველი ორშაბათისა. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ ვადაში არ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად. ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტი გამოიცემა მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, რაც აისახება რექტორის ერთიან ინდივიდუალურ აქტში. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრეტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, გარდა ამ დებულების 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები გადაყვანის წესით შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე და უნდა გაფორმდეს ამ ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც სურთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა გადაყვანის წესით, აღემატება აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებულ ადგილების რაოდენობას, გადაყვანის წესით სტუდენტის ჩასარიცხად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოიყენება ამ დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით აბიტურიენტთა მიღება შეიძლება გახდეს ამ დაწესებულების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული გამოცდების ცენტრის შექმნამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
11. 2005-2006 სასწავლო წლისათვის სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ასეთ დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტების მიერ სწავლის გაგრძელებისათვის დადგენილი კონკურსის ორგანიზაციული ხარჯების გაღება დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვადას, ფორმას და ხარჯების ზღვრულ ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
12. დებულების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შექმნილი საპრეტენზიო საბჭოსა და საგნობრივი საპრეტენზიო კომისიების საქმიანობისათვის საჭირო (მათ შორის შრომის ანაზღაურების) ორგანიზაციული ხარჯების გაღება 2005 წელს დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად. 2005-2006 სასწავლო წლისთვის ამ დებულების მე-6 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადები განისაზღვროს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ.
3. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად, ჩარიცხულ იქნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ ან მეორე კურსზე ამ დაწესებულებასთან შეთანხმებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.
31. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მე-10 კლასის დამთავრების შემდეგ, დაასრულეს ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 1-ლი კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.
4. 2005-2006 სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეებისათვის საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას იმავე წესით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილია ზოგადსა-განმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ პირების ჩარიცხვა გადასვლის წესით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხნენ საქართველოს (მათ შორის, არააკრედიტებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხორციელდება ამ დებულების 22-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული წესით, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, თუ:
ა) არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რითაც პირი სწავლობდა. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული იმ პირების ჩარიცხვა/აღდგენა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არა უმეტეს 3 წლის წინ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და გარიცხვიდან სულ მცირე 2005 წლის 10 იანვრამდე ირიცხებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულების სტუდენტად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო🔗
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესს, პირობებსა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში _ სარეგისტრაციო პუნქტი) _ ერ-თიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკავებული შენობა ან მისი ნაწილი.
ა1) აკრედიტებული სტუდენტი (შემდგომში _ სტუდენტი) სტუდენტი, რომელიც სწავლობს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა აკრედიტაცია ან სტუდენტი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვლება აკრედიტებულად, აგრეთვე სტუდენტი, რომლის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე-სებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები და მიღწეული შედეგები ცნობილი იქნება საქარ-თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ;
ბ) გამოცდის ადმინისტრატორი (შემდგომში – ადმინისტრატორი) – საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
გ) გამოცდის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე საგამოცდო პროცესს.
ბ1) გამოცდის ადმინისტრატორის თანაშემწე (შემდგომში _ ადმინისტრატორის თანაშემწე) _ პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
ბ2) გამოცდის კოორდინატორი (შემდგომში _ კოორდინატორი) _ პირი, რომელიც ასრულებს გამოც-დის ადმინისტრატორის მოადგილის უფლება მოვალეობას და კოორდინაციას უწევს საგამოცდო სექტორის მეთვალყურეთა მუშაობას;
გ) (ამოღებულია);
დ) გამსწორებელი – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;
ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელმაც ამ დებულებით დადგენილი წესით გაიარა აკრედიტაცია ეროვნული გამოცდების ცენტრში დამკვირვებლის სტატუსით;
ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით ეროვნული გამოცდების ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ვ) დამკვირვებლის აკრედიტაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ) დამკვირვებლის რეგისტრაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მი-იღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ზ) ენობრივი სექტორი – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
ზ) სწავლების ენა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება (ზოგად-საგანმანათლებლო, პროფესიული, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო), რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
თ1) საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში _ რესურსცენტრი) _ საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო;
თ2) ლოგისტიკის ჯგუფი _ ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე;
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ი1) რანჟირება აბსოლუტური ქულით _ ამ დებულებით დადგენილი წესით აბიტურიენტის მიერ ერ-თიან ეროვნული გამოცდაზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულის (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) შედეგად მოპოვებული ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში;
კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიებისაგან შემდგარი დროებითი ორგანო;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება – ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფი – ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
მ) საგნობრივი ქვეკომისიები – საპრეტენზიო საბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც იქმნება საგამოცდო საგნების მიხედვით;
ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში _ კურატორი) – ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
ო1) საგამოცდო სექტორის მეთვალყურე (შემდგომში _ მეთვალყურე) – ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება კურატორებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი (შემდგომ _ რეგისტრატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
რ1) სამუშაო ფურცელი _ განსხვავებული ფერის სუფთა ფურცელი, რომელიც აბიტურიენტს გადაეცემა ტესტისაგან დამოუკიდებლად და რომელზეც მას თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გააკეთოს ჩანაწერები
რ1) (ამოღებულია);
ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ტ1) საგამოცდო ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხა, რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება;
ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები🔗
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:
ა) რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ა) რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;
ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ ფაკულტეტზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს ეროვნული გამოცდების ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.
2. თითოეული საგამოცდო ტესტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.
3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს, თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ერთ არჩევით საგანს, 60 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალდებულო და ორ არჩევით საგანს, 70 ლარს – თუ აბიტურიენტი აბარებს სამ სავალ-დებულო და სამ არჩევით საგანს;
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში, შეადგენს 10 ლარს;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომელიც განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით.
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც, თითოეულ საგანში, შეადგენს 30 ლარს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხა-დის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.
51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა,, ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას, აბიტურიენტის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის მიღება ხდება რეგისტრაციის პროცესის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, განაცხადში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა, ვადა და თანხის მიღების ადგილი. განაცხადების მიღების დასრულებიდან თანხები გაიცემა განაცხადში მითითებულ ვადებში.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში, რომელიც აითვლება საპრეტენზიო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 5. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები🔗
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი გამოცდის ჩაბარება.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და ზოგადი უნარები.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი უცხოური ენა- (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და ზოგადი უნარები.
3. კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აირჩიოს დამატებითი გამოცდა/გამოცდები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის მე-3 პუნქტში აღნიშნული გამოცდებიდან აირჩიოს ერთი ან ორი გამოცდა. უკანასკნელ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.
5. ორი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეული დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს მისაღები კონტინგენტის 20%-ზე ნაკლები.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტზე ერთზე მეტი სპეციალობაა, სტუდენტების გადანაწილება სპეციალობებზე განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათი განცხადებების საფუძველზე, დამატებითი გამოცდის, გასაუბრების და ა.შ. გარეშე.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენობრივი სექტორისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში, მათემატიკაში, საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებირივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 6. შეღავათები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ფაკულტეტების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე და არ აღემატება ფაკულტეტზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის 10%-ს.
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფს ადგილებს ფაკულტეტების მიხედვით, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ აღემატება ფაკულტეტზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის 10%.
11. უცხო ქვეყის მოქალაქეებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც სურთ უმაღლესი განათლების მიღება საქარ-თველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეუძლიათ მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, თუ გააჩნიათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება იმ უცხო ქვეყანაში, სადაც მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება.
2. (ამოღებულია).
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბა-მისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით არა უგვიანეს 1 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით დადგენილი ნუსხის შესაბამისად.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქარ-თველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ნუსხის შესაბამისად.
4. არა უგვიანეს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული გამოცდების ცენტრს წარუდგენს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამის ფაკულტეტებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და მოცემულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში საქართველოს განათ-ლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული გამოცდების ცენტრს წარუდგენს იმ უცხო ქვეყნის მო-ქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართ-ველოს ტერიტორიაზე, რაოდენობასა და სახელობით ნუსხას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამის ფაკულტეტებზე.
41. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების და ამ დებულების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, მოცემულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით.
5. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაძლებელია დაწესდეს გასაუბრება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიე-რების სამინისტრომ გასაუბრების ჩატარება შეიძლება უზრუნველყოს უშუალოდ, ეროვნული გამოცდების ცენტრის ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამის ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით.
6. უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვ-რობენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელთაც სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ არ გააჩნიათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება იმ ქვეყანაში, სადაც მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით.
7. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და უცხო ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
7. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და უცხო ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული საერთო წესით.
8. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას გამოიყენება ის წესი, რომელსაც აირჩევს ასეთი პირი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დადგენილი წესით ჩარიცხვის წესის არჩევის შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი”.
8. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას გამოიყენება ის წესი, რომელსაც აირჩევს ასეთი პირი. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დადგენილი წესით ჩარიცხვის წესის არჩევის შემთხვევაში, მასზე ვრცელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დადგენილი წესი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სექტორებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
1. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენად აირჩიონ რუსული ენა.
მუხლი 7. (ამოღებულია).🔗
2. ის აბიტურიენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე, სავალდებულო გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ საერთო წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის🔗
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრს.
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღ-ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრს ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.
2. (ამოღებულია).
21 (ამოღებულია).
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.
41. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აბიტურიენტებს კონკურსის შედეგად ექნებათ თანაბარი ქულები, ჩარიცხვა განხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულების ჯამის მიხედვით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები
მუხლი 9. მონაცემთა ბაზები🔗
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფენ აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 10. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა🔗
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები:
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში;
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.
დ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ენობრივი სექტორისათვის.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რესურსცენტრებში აგზავნის აბიტურიენტების მიერ შესასვსები განცხადების ფორმას, რომელშიც მითითებულია:
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) აბიტურიენტის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
ა) მოსწავლეთა გვარების ანბანური ჩამონათვალი სახელისა და მამის სახელის მითითებით;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უკვე დამთავრებული აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ზოგადი ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელების მითითებით, ხოლო თუ პირი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით;
ბ) აპირებს თუ არა მოსწავლე სწავლის გაგრძელებას საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება);
გ) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი;
გ) მოსწავლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას აპირებს ქართულ თუ რუსულ სექტორზე;
დ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა;
დ) რომელ უცხო ენას და რომელ ქალაქს ირჩევს მოსწავლე გამოცდების ჩასაბარებლად;
ე) იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ადრე ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სურს თუ არა შეინახოს ადრე მიღებული შეფასება რომელიმე საგანში;
დ1) რომელ ენაზე სურს მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება ზოგად უნარებში, მათემატიკაში, ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
ვ) იმ ფაკულტეტის/ფაკულტეტების (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების /დაწესებულებების მითითებით;
ე) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
ზ) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. მოსწავლეთა ნუსხაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექციას შეჰყავს ექსტერნებიც.
3. ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ექსტერნები უნდა დარეგისტრირდნენ რესურსცენტრში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ სწავლობენ.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კითხვარის შევსება სავალდებულოა.
4. სარეგისტრაციო განცხადების შევსება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდაში/გამოცდებში.
5. შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ამობეჭდილი ანკეტები ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც მოსწავლეები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ კორექტივები და უბრუნებენ ეროვნული გამოცდების ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რესურსცენტრები ვალდებულნი არიან ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ სარეგისტრაციო განაცხადების შევსე-ბისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.
6. შევსებული განცხადებები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს მათ დახარისხებას და გადასცემს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფს, სადაც ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.
7. ლოგისტიკის ჯგუფი უზრუნველყოფს ცალკეული აბიტურიენტის კომპიუტერულად დამუშავებული ამონაბეჭდი ფორმების დაგზავნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში, სადაც აბიტურიენტები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მხოლოდ ტექნიკური კორექტივები, რის შემდეგაც ამონაბეჭდი ფორმები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტაკითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტი იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
თ) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
თ1) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ი) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ი) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
კ) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფში ხდება მონაცემთა კომპიუტე-რული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ ფაკულტეტს მი-ენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომლებზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი, რომელზეც წარმოებს აბიტურიენტთა მიღება მიმდინარე წელს.“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია
მუხლი 12. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია🔗
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
2. აბიტურიენტი 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას წარადგენს რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი).
2. დებულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
3. სარეგისტრაციო პუნქტები იქმნება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში და ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში.
4. განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, მითითებული უნდა იყოს:
ა) იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლის ჩაბარება სურს აბიტურიენტს;
ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება (არა უმეტეს შვიდისა);
გ) აღენიშნება თუ არა აბიტურიენტს რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევა (მოტორული, სმენითი, მხედველობითი), რის გამოც ის საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) სალაროს ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
ბ) საბანკო ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით, ან დაბადების მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
დ) საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ;
დ) საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ ან ცნობა გაცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან რესურსცენტრიდან იმის შესახებ, რომ პირი დარეგისტრირებული არის ექსტერნად;
ე) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ე) ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად, უმაღლესი განათ-ლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელითაც დასტურ-დება, რომ პირი სწავლობს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
ვ) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიი-ღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
6. რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადისა და სრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო (შემდგომში – საგამოცდო) ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
ზ) ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
7. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
3. აბიტურიენტთა ბაზის საბოლოო ფორმირების შემდეგ აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (შემდგომში – საგამოცდო ბარათი), რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
4. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) ქალაქი, რომელშიც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდების ჩატარების თარიღები, დაწყების დრო და სხვა აუცილებელი ინფორმაცია;
გ) გამოცის/გამოცდების ჩატარების თარიღები, დაწყების დრო.
დ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება.
5. საგამოცდო ბარათთან ერთად აბიტურიენტს ეგზავნება ამონაბეჭდი იმ ფაკულტეტის/ფაკულტე-ტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება.
8. აბიტურიენტი ბარათზე ხელის მოწერით ადასტურებს საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტესა და თანხმობას საგამოცდო წესების კეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე.
6. იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც რეგისტრაციისათვის დადგენილ პერიოდში საზღვარგარეთ სწავლის, დროებითი ქმედუუნარობის თუ ოჯახური მდგომარეობის (ოჯახის წევრის გარდაცვალება), დაუძლეველი ძალისა ან ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას დროულად გაეკეთებინათ განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ, ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიხსნება სარეგისტრაციო პუნქტი ქალაქ თბილისში. ამ პუნქტში მოყვანილი გარემოებები აბიტურიენტის მიერ დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტალურად.
9. აბიტურიენტის მიერ მიმდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ განმეორებითი განაცხადის შეტანა ნებადართულია მხოლოდ განაცხადების მიღების ვადის დაცვით. ასეთ შემთხვევაში გაიცემა ახალი საგამოცდო ბარათი. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი დამატებით წარადგენს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალსწინებულ 2 ფო-ტოსურათს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 13. ვადები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არაა ამ დებულებით, ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ სარეგის-ტრაციო პუნქტებში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
მუხლი 13. ვადები🔗
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ რესურსცენტრში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ეროვნული გამოცდების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დამოწმებული ცნობა;
გ) (ამოღებულია);
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის.
4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტების დალუქული შეკვრა.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტური რვეულების შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტების რვეულში. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. კურატორი და მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
8. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტთა ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით, რომელიც ტესტების რვეულებს დაეკვრება.
8. აბიტურიენტთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით.
81. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს გადაეცემათ სამუშაო ფურცელი, რომელიც სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოცდის დამთავრების შემდეგ წაიღონ საგამოცდო ცენტრიდან.
81. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავა-ლებათა რვეულზე თანდართული სამუშაო ფურცელი, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში ტესტურ დავალებათა რვეულთან ერთად. ტესტური დავალებათა რვეული და სამუშაო ფურცელი საგამოცდო ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფუნქციონალური დარღვევები, ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
10. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ა) ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
ბ.ბ) საქართველოში გაცემული სრული (საშუალო) ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით;
ბ.ბ) საგამოცდო ბარათი“;
ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა);
,,გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპე-ციალურ უწყისში;
ბ.დ) ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპეციალურ ჟურნალში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.
11. გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
,ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის _ სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-81 პუნქტით გათვალისწინებულისა) და სხვა გამოყენება;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის _ სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა გამოყენება;
გ) ტესტის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა)- ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტებისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ტესტის შევსებისას განსხვავებული ფერის მელნის გამოყენებაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა ტესტი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო ტესტი. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ. ზემო-აღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ დებულების 21-ე მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი გამოცდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბიტუ-რიენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შემჩნეული იქნება ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მას ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფორმდება ეროვ-ნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ოქმი აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო პროცესის მონაწილე პირების მიმართ ამ დებულების 21-ე მუხლის საფუძველზე წარადგინოს პრეტენზია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას ჩაუტარდება ხელახალი გამოცდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით და ვადებში. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც აგრეთვე ფორმდება შესაბამისი ოქმით.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, საგამოცდო ტესტის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტის რვეულის გვერდების რაოდენობას, შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მას.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურა-ტორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
15. ჩაბარებული ტესტური რვეულები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და ექსპედიტორის მეშვეობით იგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
15. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
16. (ამოღებულია).
17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
18. ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
მუხლი 15. მეთვალყურე. დამკვირვებელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ მეთვალყურეები და დამკვირვებლები. მეთვალყურეთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების დასწრება.
მუხლი 15. პირები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაესწრონ საგამოცდო პროცესს🔗
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების მეთვალყურე არის ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად და საგამოცდო ცენტრში დაამყაროს წესრიგი.
1. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებელია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
3. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით და ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წი-ლისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
4. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთვალყურედ/დამკვირვებლად არ დაიშვება პირი, რომლის ნათესავი აბიტურიენტია და ეს აბიტურიენტი გამოცდას აბარებს იმავე საგამოცდო ცენტრში.
ბ) ადმინისტრატორი;
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგ-ზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
გ) კოორდინატორი;
6. მეთვალყურესა და დამკვირვებელს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
დ) ადმინისტრატორის თანაშემწე;
7. თუ გამოცდის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ მეთვალყურე/დამკვირვებელი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი უფლებამოსილია დაატოვებინოს მას საგამოცდო ცენტრი.
ე) კურატორი;
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ვ) მეთვალყურე;
ზ) დამკვირვებელი;
თ) რეგისტრატორი.
2. ამასთან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ადმინისტრატორი, კოორდინატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კურატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი და რეგისტრატორი არ შეიძლება დანიშნული იყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდას აბარებს მისი ნათესავი აბიტურიენტი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების ყოფნა.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით და ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
6. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს და დამკვირვებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება🔗
1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული საგამოცდო ტესტები იხსნება, რეგისტრირდება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებში ნაწილდება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებში ნაწილდება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის – ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.
3. თითოეული ნაშრომი დამოუკიდებლად სწორდება მინიმუმ ორჯერ შეფასების ერთიანი სქემის მიხედვით. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში ნაშრომი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
31. ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებულია განსხვავებული ფერის მელანი არ ექვემდებარება გასწორებას და ფასდება ნული ქულით.
31. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებულია განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის გრაფიკულ გამოსახულებას (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ ექვემდებარება გასწორებას და ფასდება ნული ქულით.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ცალკეულ საგანში აბიტურიენტთა მიერ მიღებული შედეგების გარდა სარეგისტრაციო პუნქტებში გამოსაქვეყნებლად იგზავნება საგამოცდო ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება რესურსცენტრებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. რესურსცენტრებში აგრეთვე გამოსაქვეყნებლად იგზავნება საგამოცდო ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები. ამასთან, ზემოაღნიშნულ ვადაში საგამოცდო ცენტრების მეშვეობით ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აბიტურიენტების მიერ შევსებული პასუხების ფურცლების ასლების გაცემას. პასუხების ფურცლის ასლის მისაღებად საჭიროა აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შევსებული წერილობითი მოთხოვნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი🔗
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგამოცდო საგანში განისაზღვრება 15 ქულით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით
მუხლი 18. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულები ექნებათ.
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულა ექნება და შესაბამის წელს მოიპოვებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებას.
2. აბიტურიენტების აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სამ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულის საფუძველზე. იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ჩაბარებული აქვთ:
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეზე ჩასარიცხად არჩევითი გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.
ა) სამი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა) – აიღება სამივე საგნის სკალირებული ქულების ჯამი;
3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
ბ) ოთხი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა და მათემატიკა) – აიღება სკალირებული ქულების ჯამი ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ზოგად უნარებში და დაემატება უცხო ენისა და მათემატიკის სკალირებულ ქულებს შორის უმაღლესი.
ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ;
ბ) იმ პირებზე, რომელთაც მოიპოვეს შესაბამისი ქულა ზოგადი უნარების გამოცდაში, მაგრამ ვერ მოიპოვეს შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 19. რანჟირება კოეფიციენტებით🔗
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე.
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 10-ის ტოლია.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
21. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს, იმ საგნებში, რომელიც სავალდებულოა ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებულ აბიტურიენტთა ნუსხიდან ჩარიცხვა ხდება დარჩენილ ადგილებზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის და რომლებზეც ამ დებულებით დადგენილი წესით არ იქნებიან ჩარიცხულნი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე.
51. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე აკრედიტაციის შედეგად მისაღები კონტინგენტისათვის გამოყოფილ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ, ფაკულტეტზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ეროვნული გამოცდების ცენტრის შუამდგომლობით იღებს გა-დაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ეროვნული გამოცდების ცენტრი მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის _ საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს (შემდგომში _ აკრედიტაციის სამსახური). აკრედიტაციის სამსახური ეროვნული გამოცდების ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთ-ხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
6. (ამოღებულია).
7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლე-სი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 20. ერთიანი გამოცდების ქულების მოქმედების ვადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 20. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მოქმედების ვადა და მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების წესი🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. აბიტურიენტის მიერ მოპოვებული აბსოლუტური ქულები ძალაშია ორი წლის განმავლობაში, ამასთან, აბიტურიენტების რანჟირება ხორციელდება ყოველ წელიწადს დამოუკიდებლად იმ წელს კონკურსის გათვალისწინებით.
2. აბიტურიენტს შეუძლია მის მიერ მოპოვებული გამოცდის/გამოცდების ქულები გამოიყენოს მომდევნო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. აბიტურიენტების რანჟირება ხორციელდება ყოველ წელიწადს დამოუკიდებლად იმ წლის კონკურსის გათვალისწინებით.
3. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს მომდევნო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები როგორც ცალკეულ, ასევე ყველა საგანში. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მეორე გამოცდის შედეგები.
3. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს მომდევნო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები როგორც ცალკეულ, ასევე ყველა საგანში. ამ შემთ-ხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მეორე გამოცდებისას მიღებული შეფასება (შეფასებები), იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი უფრო დაბალია ვიდრე წინა წელს მიღწეული შედეგები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისთვის განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, მისი ჩარიცხვა განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისათვის მისაღები კონტინგენტის ფარგლებში და ის სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლამდე.
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, ან იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, მისი ჩარიცხვა განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისათვის მისაღები კონტინგენტის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმის განსასაზღვრად, თუ რა ეტაპიდან განაგრძობს სწავლას სტუდენტი, გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის თაობაზე წერილობითი მოტივირებული დასკვნის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტი მისი სურვილისამებრ გამოიყენოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ის სწავლობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განმეორებით ჩაბარებამდე, ან რომელშიც ის ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გასვლის შემდგომ.“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 21. პრეტენზიების წარდგენა და განხილვა🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი დავები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ, რომელთანაც იქმნება შესაბამისი საგნობრივი საპრეტენზიო კომისიები.
2. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ ქალაქის სარეგისტრაციო პუნქტში, სადაც აბიტურიენტმა გაიარა ტესტირება. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. საგამოცდო პუნქტში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს აბიტურიენტს იმავე სარეგისტრაციო პუნქტის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ ქალაქის რესურსცენტრში, სადაც აბიტურიენტმა გაიარა გამოცდა. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რესურსცენტრში შეტანილი პრეტენზია განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში, რომელიც მას განიხილავს 5 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს აბიტურიენტს იმავე რესურსცენტრის მეშვეობით, რომელშიც მან წარადგინა პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
21. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).
22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა სხვა აბიტურიენტის მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.
23. თუ ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა სხვა აბიტურიენტის მიმართ საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა საგამოცდო პროცესში მონაწილე აბიტურიენტებისა და სხვა პირების მხრიდან (აბიტურიენტისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ აბიტურიენტების ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელთაც დაარღვიეს საგამოცდო პროცედურა, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია საგამოცდო პროცესის სხვა მონაწილის (ადმინისტრატორი, ადმინისტრატორის თანაშემწე, კოორდინატორი, მეთვალყურე, დამკვირვებელი, რეგისტრატორი) მიერ, საპრეტენზიო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, აგრეთვე, აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრის ადმინისტრაციას.
24. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს საგამოცდო ტესტის/ტესტების ხელახალი შეფასება. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
24. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადას-ტურებელი ქვითარი. საპრეტენზიო განაცხადი ბარდება რესურსცენტრში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ისინი დახარისხდება საგნების მიხედვით და დაიგზავნება შესაბამის საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში.
3. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ჯგუფში, სადაც ისინი დახარისხდება საგნების მიხედვით და დაიგზავნება შესაბამის საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში.
4. ცალკეული საგნის შეფასებებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებები განიხილება საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში. განხილვის შედეგებს ამტკიცებს საპრეტენზიო საბჭო. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები განმცხადებლებს ეგზავნებათ აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 18 დღისა.
4. ცალკეული საგნის შეფასებებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებები განიხილება საგ-ნობრივ საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით. კომისიის წევრი იხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საპრეტენზიო საბჭო. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები განმცხადებლებს ეგზავნებათ რესურსცენტრში განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 25 დღისა.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ეგზავნებათ ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება სარეგისტრაციო პუნქტში საჯარო სტენდზე გაკვრით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად, რაც ახალი განაცხადის გაკეთების საშუალებას აძლევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტებზე. აბიტურიენტის ახალ განაცხადში ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2 დღის ვადაში სარეგისტრაციო პუნქტში მონაცემების საჯარო სტენდზე განთავსებიდან.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბი-ტურიენტებს ეგზავნებათ წინასწარი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესა-ბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება რესურსცენტრებში და/ან საგამოცდო ცენტრებში საჯარო სტენდზე გაკვრით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად.
51. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერცერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ახალი განაცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
მუხლი 22. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები🔗
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამატკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელთათვის.
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა, მათ შორის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასვლის წესით ფორმდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს ნოემბრის პირველი ორშაბათისა. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ ვადაში არ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად. ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტი გამოიცემა მხოლოდ საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, რაც აისახება რექტორის ერთიან ინდივიდუალურ აქტში. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრეტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, გარდა ამ დებულების 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება უმაღლესი საგანმანათელბლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იგზავნება გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
31. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები გადაყვანის წესით შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე და უნდა გაფორმდეს ამ ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც სურთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა გადაყვანის წესით, აღემატება აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებულ ადგილების რაოდენობას, გადაყვანის წესით სტუდენტის ჩასარიცხად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოიყენება ამ დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
31. აბიტურიენტების ადგილები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცხადდება ვაკანტურად.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით აბიტურიენტთა მიღება შეიძლება გახდეს ამ დაწესებულების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული გამოცდების ცენტრის შექმნამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
მუხლი 221. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით🔗
11. 2005-2006 სასწავლო წლისათვის სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ასეთ დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტების მიერ სწავლის გაგრძელებისათვის დადგენილი კონკურსის ორგანიზაციული ხარჯების გაღება დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვადას, ფორმას და ხარჯების ზღვრულ ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები გადაყვანის წესით შესაძლებელია განხორციელდეს სწავლების მეორე წლიდან კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე და უნდა გაფორმდეს ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოცებიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
12. დებულების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შექმნილი საპრეტენზიო საბჭოსა და საგნობრივი საპრეტენზიო კომისიების საქმიანობისათვის საჭირო (მათ შორის შრომის ანაზღაურების) ორგანიზაციული ხარჯების გაღება 2005 წელს დაევალოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
2. სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში ფაკულტეტების მიხედვით, რაც აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რექტორის ერთიან აქტში, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად. 2005-2006 სასწავლო წლისთვის ამ დებულების მე-6 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადები განისაზღვროს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რექტორის აქტი გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება იმ სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
3. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად, ჩარიცხულ იქნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ ან მეორე კურსზე ამ დაწესებულებასთან შეთანხმებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.
4. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც სურთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა გადაყვანის წესით, აღემატება აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას, ამ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:
31. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მე-10 კლასის დამთავრების შემდეგ, დაასრულეს ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 1-ლი კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად ჩარიცხულ იქნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.
ა) არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;
4. 2005-2006 სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეებისათვის საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას იმავე წესით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილია ზოგადსა-განმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის.
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ პირების ჩარიცხვა გადასვლის წესით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხნენ საქართველოს (მათ შორის, არააკრედიტებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხორციელდება ამ დებულების 22-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული წესით, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, თუ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
ა) არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რითაც პირი სწავლობდა. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება;
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები🔗
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული გამოცდების ცენტრის შექმნამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული იმ პირების ჩარიცხვა/აღდგენა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არა უმეტეს 3 წლის წინ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და გარიცხვიდან სულ მცირე 2005 წლის 10 იანვრამდე ირიცხებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულების სტუდენტად.
2. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის შემთხვევაში, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმის განსასაზღვრად, თუ რა ეტაპიდან განაგრძობს სწავლას სტუდენტი, გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის თაობაზე წერილობითი მოტივირებული დასკვნის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
4. ამ დებულების 221 მუხლით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული იმ პირების ჩარიცხვა/აღდგენა უმაღ-ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არა უმეტეს 3 წლის წინ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და გარიცხვიდან სულ მცირე 2005 წლის 10 იანვრამდე ირიცხებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად.
5. 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში არ არის ძალაში მომდევნო წლებისათვის. აბიტურიენტი, რომელსაც 2005 წელს ჩაბარებული აქვს გამოცდა ქარ-თულ ენასა და ლიტერატურაში, 2006 წელს თავისუფლდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარებისათვის.
6. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასური ამოქმედებულად ჩაითვალოს 2006 წლის 1 იანვრიდან.
7. აბიტურიენტი, რომელმაც 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ვერ ჩაირიცხა მის მიერ ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებულ ვერცერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილი არის გავიდეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე. ამ სტუდენტზე ვრცელდება ამ დებულების მე-20 მუხლის მე-4-6 პუნქტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის ბრძანება №337-სსმIII, №80, 05.07.2005წ., მუხ.864
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნომბრის ბრძანება №639-სსმIII, №139, 29.11.2005წ., მუხ.1531
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1197
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ", №127, 28.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59740-2/