საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.03.2005 ბოლო ცვლილება 09.09.2025
ნომერი
№266
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.007.173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 25/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (36)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (27)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №266

2005 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებულების მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ფ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ეს ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

ი. მერაბიშვილი

  

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების, ქვეგანყოფილებების და ჯგუფების მეშვეობით.

5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სრული სახელწოდებაა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში სახელმწიფო ხაზინასა და სხვა საბანკო ანგარიშები, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11კმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

 
 

თავი II

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 2.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას;

ბ) ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;

გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვით-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის,  ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანავიგაციო სისტემებით) აღჭურვას ან/და მომსახურებას;

დ) ამოწმებს კერძო დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობას „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს კერძო დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს;

ე) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.

2​1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს სპორტულ გამაჯანსაღებელ საქმიანობას.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აფუძნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.

4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობას, აგრეთვე ამტკიცებს მის ატრიბუტიკასა და სიმბოლიკას (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №78 - სსმ III, №9, 23.01.2009წ., მუხ.84

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №676 - ვებგვერდი, 10.08.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 26 აპრილის ბრძანება №291 - ვებგვერდი, 26.04.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №307 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანება №568 - ვებგვერდი, 24.07.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 7 ივნისის ბრძანება №423 - ვებგვერდი, 09.06.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ.

 

    მუხლი 3.

1. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის  უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის, აგრეთვე მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის  მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

ა) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;

ბ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;

გ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;

დ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;

ე) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №307 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივნისის ბრძანება №567 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.

თავი III

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი კომპეტენცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

    მუხლი 4. 

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო;

გ) იურიდიული სამსახური;

დ) ინკასაციის სამმართველო;

დ​1) მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო;

ე) დაცვის ორგანიზაციის სამმართველო;

ვ) ადმინისტრაცია (სამმართველო);

ზ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

თ) შიდა აუდიტის სამსახური.

2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით; კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება.

3. ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება; კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლი, თავისი დანაყოფების მეშვეობით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

4. იურიდიული სამსახურის კომპტენციაა: დეპარტამენტის ორგანიზაციული  საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, აგრეთვე ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და ვიზირება; სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა.

5. ინკასაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა (ინკასაცია) და დაცვა-გაცილება გადაზიდვის დროს.

5​1. მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილება.

6. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ობიექტების, აგრეთვე წესრიგის დაცვის  ორგანიზება;  დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვა და შესრულების კონტროლი, დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფა, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვა და მონტაჟი; ობიექტის მოზიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება; დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული ქსელის მართვა.

7. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; დეპარტამენტის საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევათა და შემთხვევათა შესახებ განცხადებების, შეტყობინებების მიღება, მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გადაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირის ორგანიზება და ოქმის შედგენის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მართვა; დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი; დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისა და სტუმრების საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, საჯარო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული ინფორმაციის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის მარკეტინგული საქმიანობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მარკეტინგული კვლევის განხორციელება, სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; დეპარტამენტის გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ახალი პროდუქტის შექმნა და შეთავაზება.

8. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სტრუქტურული ქედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზება; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება; შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება, დადება და კომპენტენციის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურების განხორციელება;

9.  შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); დეპარტამენტის საქმიანობის  პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი); განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); აუდიტორული შემოწმების შედეგების აუდიტის ანგარიშში ასახვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულებაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს დეპარტამენტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; შიდა აუდიტის სამსახურის  შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

10. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მარტის ბრძანება №419 - სსმ III, №39, 22.03.2007წ., მუხ.457

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1242 - სსმ III, №166, 21.11.2008წ., მუხ.1688

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 3 თებერვლის ბრძანება №133 - სსმ III, №13, 05.02.2009წ., მუხ.167

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანება №253 - სსმ III, №22, 27.02.2009წ., მუხ.275

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 15 თებერვლის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 17.02.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №676 - ვებგვერდი, 10.08.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №901- ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №939 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №925 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №307 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 მარტის ბრძანება №247 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №479 - ვებგვერდი, 25.09.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2018 წლის 15 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 16.03.2018წ.

 
 

    მუხლი 5.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში. მასვე ეკისრება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლობა და პირადად აგებს პასუხს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის;

ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;

გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;

დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, განსაზღვროს ბიუჯეტი, სახელფასო განაკვეთები და ფონდი;

ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს უმცროსი და მორიგი საშუალო სპეციალური წოდებები;

თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;

ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები;

კ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალოდ ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს დააკისროს დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ხელმძღვანელებს.

 5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:

ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1368 - სსმ III, №160, 29.11.2006წ., მუხ.2189

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1075 - სსმ III, №107, 31.08.2009წ., მუხ.1229

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ.

 

    მუხლი 6.

1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო დანაყოფებს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №925 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №1013 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №1013 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.

თავი IV

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქონება

    მუხლი 7.

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებასა და საქმიანობის რეკლამირებას (მათ შორის, სპონსორობას).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №920 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №961 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 09.02.2012წ.

    მუხლი 9.

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

გ​1) დეპარტამენტის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

გ​2) დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ.

 

    მუხლი 10.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 11.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 12.

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №266, 23.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.173 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59884-27/