საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (36)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (35)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №266
2005 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებულების მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ფ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ეს ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების, ქვეგანყოფილებების და ჯგუფების მეშვეობით.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სრული სახელწოდებაა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში სახელმწიფო ხაზინასა და სხვა საბანკო ანგარიშები, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №1.
თავი II
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) (ამოღებულია - 06.05.2020, №66);
ა 1) ახორციელებს ფიზიკურ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვას, აგრეთვე უზრუნველყოფს იურიდიულ პირთა დაცვას, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;
ბ) ახორციელებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;
გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვით-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანავიგაციო სისტემებით) აღჭურვას ან/და მომსახურებას;
დ) (ამოღებულია - 28.06.2019, №55);
ე) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
21. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს სპორტულ გამაჯანსაღებელ საქმიანობას.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აფუძნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობას, აგრეთვე ამტკიცებს მის ატრიბუტიკასა და სიმბოლიკას (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.).
მუხლი 3
1. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის, აგრეთვე მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
ბ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
გ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
დ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
ე) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება.
თავი III
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი კომპეტენცია
მუხლი 4
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) ინსპექტირების სამმართველო;
გ) იურიდიული სამმართველო;
დ) ინკასაციის სამმართველო;
დ1) მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო;
ე) დაცვის ორგანიზაციის სამმართველო;
ვ) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ზ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
თ) შიდა აუდიტის სამსახური;
ი) (ამოღებულია - 25.12.2023, №99);
კ) ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით; კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება.
3. ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება.
4. იურიდიული სამმართველოს კომპტენციაა: დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ წინადადებების მომზადება; სამართლებრივ საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა და ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა.
5. ინკასაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა (ინკასაცია) და დაცვა-გაცილება გადაზიდვის დროს.
51. მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილება.
6. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ობიექტების, აგრეთვე წესრიგის დაცვის ორგანიზება; დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვა და შესრულების კონტროლი, დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფა, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვა და მონტაჟი; ობიექტის მოზიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება; დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული ქსელის მართვა.
7. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; დეპარტამენტის საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევათა და შემთხვევათა შესახებ განცხადებების, შეტყობინებების მიღება, მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გადაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირის ორგანიზება და ოქმის შედგენის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მართვა; დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი; დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისა და სტუმრების საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, საჯარო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული ინფორმაციის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის მარკეტინგული საქმიანობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მარკეტინგული კვლევის განხორციელება, სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; დეპარტამენტის გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ახალი პროდუქტის შექმნა და შეთავაზება.
8. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სტრუქტურული ქედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზება; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება; შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება, დადება და კომპენტენციის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურების განხორციელება;
9. შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); დეპარტამენტის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი); განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); აუდიტორული შემოწმების შედეგების აუდიტის ანგარიშში ასახვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულებაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს დეპარტამენტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; შიდა აუდიტის სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
91. ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მუზეუმის დაცვა.
10. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 5
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში. მასვე ეკისრება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლობა და პირადად აგებს პასუხს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის;
ა1) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;
დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, განსაზღვროს ბიუჯეტი, სახელფასო განაკვეთები და ფონდი;
ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებები;
თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;
ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები;
ი1) მინისტრთან ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით განსაზღვროს დაცვითი მომსახურების სახეები და მათი ტარიფები;
კ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალოდ ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს დააკისროს დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ხელმძღვანელებს.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:
ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
მუხლი 6
1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო დანაყოფებს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.
თავი IV
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქონება
მუხლი 7
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებასა და საქმიანობის რეკლამირებას (მათ შორის, სპონსორობას).
მუხლი 9
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
გ1) დეპარტამენტის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
გ2) დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 10
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 11
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 12
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+

7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11კმ.
7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №1.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.
თავი II
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) (ამოღებულია - 06.05.2020, №66);
ა1) ახორციელებს ფიზიკურ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვას, აგრეთვე უზრუნველყოფს იურიდიულ პირთა დაცვას, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.173

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებელების მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-20 პუნქტის ,,ბ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ეს ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.
მუხლი 1. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.🔗
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების, ქვეგანყოფილებების და ჯგუფების მეშვეობით.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურებისა და განყოფილებების მეშვეობით.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სრული სახელწოდებაა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში სახელმწიფო ხაზინასა და სხვა საბანკო ანგარიშები, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №1.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.
6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11კმ.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) (ამოღებულია - 06.05.2020, №66);
ა1) ახორციელებს ფიზიკურ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვას, აგრეთვე უზრუნველყოფს იურიდიულ პირთა დაცვას, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;
ბ) ახორციელებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვას (ინკასაცია) და დაცვას გადაზიდვის დროს, მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;
გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვით-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანავიგაციო სისტემებით) აღჭურვას ან/და მომსახურებას;
დ) (ამოღებულია - 28.06.2019, №55);
ე) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
21. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს სპორტულ გამაჯანსაღებელ საქმიანობას.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აფუძნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობას, აგრეთვე ამტკიცებს მის ატრიბუტიკასა და სიმბოლიკას (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.).
მუხლი 3
მუხლი 2.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებისა და განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა.
2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების საფუძველზე:
ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას;
ბ) ახორცილებს ეროვნული საგანძურის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სათბობენერგეტიკული ობიექტების, ფულადი სახსრების ინკასირებისა და მოძრავი ტვირთების დაცვას;
გ) ახორციელებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას, ტვირთების გაცილებას და მათ დაცვას დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
დ) შეიმუშავებს და ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე ტექნიკურ საშუალებათა სრულყოფისა და გაძლიერების ღონისძიებებს;
ე) ახორციელებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციით აღჭურვას;
ვ) ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს დაცვის პოლიციის დანაყოფების მიერ დაცული ობიექტების სიგნალიზაციის საშუალებებით აღჭურვის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოთა შესრულებას.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი მიმართოს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებისათვის საჭირო ღინისძიებების დასაფინანსებლად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ტვირთისა და ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამსახურის მეშვეობით, დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) სარკინიგზო კომუნიკაციების, ხიდებისა და გვირაბების დაცვას რკინიგზის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
ბ) მნიშვნელოვანი სარკინიგზო ობიექტების დაცვას;
გ) საბარგო მატარებელთა გაცილებას და მათ დაცვას;
დ) შეპირისპირების სადგურებში გადასაზიდი ტვირთების მიღება-გადაბარების ღონისძიებებში მონაწილეობას და მათი დაცვისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შექმნის ორგანიზაციას.
მუხლი 3.
1. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის, აგრეთვე მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
ბ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
გ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
დ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
ე) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი კომპეტენცია
მუხლი 4
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) ინსპექტირების სამმართველო;
გ) იურიდიული სამმართველო;
დ) ინკასაციის სამმართველო;
დ1) მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო;
ე) დაცვის ორგანიზაციის სამმართველო;
ვ) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ზ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
თ) შიდა აუდიტის სამსახური;
ი) (ამოღებულია - 25.12.2023, №99);
კ) ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით; კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება.
3. ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება.
4. იურიდიული სამმართველოს კომპტენციაა: დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ წინადადებების მომზადება; სამართლებრივ საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა და ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა.
5. ინკასაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა (ინკასაცია) და დაცვა-გაცილება გადაზიდვის დროს.
51. მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილება.
6. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა: საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ობიექტების, აგრეთვე წესრიგის დაცვის ორგანიზება; დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციების შემუშავება, პრაქტიკულ საქმიანობაში მათი დანერგვა და შესრულების კონტროლი, დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფა, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვა და მონტაჟი; ობიექტის მოზიდვის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება; დეპარტამენტის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; დეპარტამენტში არსებული კომპიუტერული ქსელის მართვა.
7. ადმინისტრაციის კომპეტენციაა: კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; დეპარტამენტის საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევათა და შემთხვევათა შესახებ განცხადებების, შეტყობინებების მიღება, მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გადაცემა; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება; დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირის ორგანიზება და ოქმის შედგენის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მართვა; დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი; დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისა და სტუმრების საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, საჯარო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული ინფორმაციის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის მარკეტინგული საქმიანობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მარკეტინგული კვლევის განხორციელება, სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; დეპარტამენტის გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების ახალი პროდუქტის შექმნა და შეთავაზება.
8. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სტრუქტურული ქედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზება; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება; შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მომზადება, დადება და კომპენტენციის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურების განხორციელება;
9. შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); დეპარტამენტის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი); განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); აუდიტორული შემოწმების შედეგების აუდიტის ანგარიშში ასახვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულებაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს დეპარტამენტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; შიდა აუდიტის სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
91. ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მუზეუმის დაცვა.
10. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 5
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 4.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:
ა) აპარატი (სამმართველო);
ბ) კადრების სამმართველო;
გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
დ) დაცვის ორგანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 5.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში. მასვე ეკისრება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლობა და პირადად აგებს პასუხს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას და მოქმედებს დამოუკიდებლად საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სახელით და პირადად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის;
ა1) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისათვის;
ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;
დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, განსაზღვროს ბიუჯეტი, სახელფასო განაკვეთები და ფონდი;
ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებები;
თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;
ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები;
ი1) მინისტრთან ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით განსაზღვროს დაცვითი მომსახურების სახეები და მათი ტარიფები;
კ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალოდ ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს დააკისროს დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ხელმძღვანელებს.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:
დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და განსაზღვროს სახელფასო განაკვეთები;
ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
ზ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;
თ) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:
ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
მუხლი 6
1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო დანაყოფებს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებებს და უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულებას.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქონება
მუხლი 7
მუხლი 7.🔗
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8
მუხლი 8.🔗
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებასა და საქმიანობის რეკლამირებას (მათ შორის, სპონსორობას).
მუხლი 9
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემის განვითარებას და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებას. სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 9.
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
გ1) დეპარტამენტის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
გ2) დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 10
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ და ,,გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 10.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 11
მუხლი 11.🔗
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 12
მუხლი 12.🔗
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №266, 23.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.173 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59884-35/