საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.03.2005 ბოლო ცვლილება 09.09.2025
ნომერი
№266
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.007.173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 25/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (36)

შემდგომი ცვლილებები (31)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.173

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №266

2005 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებელების მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-20 პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ეს ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტი ს ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემბრი ს ბრძანება №1368 - სსმ III, №160, 29.11.2006წ., მუხ.2189

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მარტი ს ბრძანება №419 - სსმ III, №39, 22.03.2007წ., მუხ.457

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრი ს ბრძანება №1242 - სსმ III, №166, 21.11.2008წ., მუხ.1688

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №78 - სსმ III, №9, 23.01.2009წ., მუხ.84

საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1.

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში � დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების, ქვეგანყოფილებების და ჯგუფების მეშვეობით.

5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სრული სახელწოდებაა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

7. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11კმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 31 მარტი ს ბრძანება № 427 - სსმ III, № 50 , 12 . 04 .200 6 წ., მუხ. 631

თავი II

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

��� მუხლი 2.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონების, კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე:

ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას;

ბ) ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;

გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვითი-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

დ) ამოწმებს კერძო დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობას ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას კერძო დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 31 მარტი ს ბრძანება № 427 - სსმ III, № 50 , 12 . 04 .200 6 წ., მუხ. 631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 9 წლის 2 3 იანვრი ს ბრძანება № 78 - სსმ III, № 9 , 23 . 01 .200 9 წ., მუხ. 8 4

��� მუხლი 3.

1. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი კომპეტენცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 31 მარტი ს ბრძანება № 427 - სსმ III, № 50 , 12 . 04 .200 6 წ., მუხ. 631

��� მუხლი 4.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:

ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

ბ) დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველო.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; რიგითი შემადგენლობისათვის მორიგი და პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება; კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სასამართლოში დეპარტამენტის ინტერესების დაცვა; დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია; დეპარტამენტის საქმისწარმოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე ანალიტიკური მასალების მომზადება; ოპერატიული ინფორმაციის მიღება და გაცემა; დეპარტამენტის თავმჯდომარის ოპერატიული თათბირის ორგანიზება და თათბირის ოქმების შედგენა; დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლი; დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება; დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზაცია; დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველო ორგანიზაციას უკეთებს ობიექტების დაცვას საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა დაცვას მათი ინკასირების დროს; მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას; ფიზიკურ პირთა დაცვას; შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციებს, ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში და კონტროლს შესრულებაზე, ახორციელებს დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფას, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებას და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვასა და მონტაჟს; ობიექტის მოზიდვის მიზნით ატარებს შესაბამის სამუშაოებს.

4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 31 მარტი ს ბრძანება № 427 - სსმ III, № 50 , 12 . 04 .200 6 წ., მუხ. 631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 7 წლის 17 მარტი ს ბრძანება № 419 - სსმ III, № 39 , 2 2 . 0 3 .200 7 წ., მუხ. 457

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 8 წლის 2 1 ნოემბრი ს ბრძანება № 1 242 - სსმ III, № 16 6 , 2 1 . 11 .200 8 წ., მუხ. 1688

��� მუხლი 5.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში. მასვე ეკისრება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლობა და პირადად აგებს პასუხს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის;

ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;

გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;

დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და განსაზღვროს სახელფასო განაკვეთები;

ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს უმცროსი და მორიგი საშუალო სპეციალური წოდებები;

თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;

ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები;

კ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალოდ ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს დააკისროს დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება.

�5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:

ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 31 მარტი ს ბრძანება № 427 - სსმ III, № 50 , 12 . 04 .200 6 წ., მუხ. 631

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 22 ნოემბრი ს ბრძანება № 1368 - სსმ III, № 160 , 29 . 11 .200 6 წ., მუხ. 2189

��� მუხლი 6.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებს, ორგანიზაციას უწევენ თავიანთ საკურატორო დანაყოფების საქმიანობას, რისთვისაც პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 31 მარტი ს ბრძანება № 427 - სსმ III, № 50 , 12 . 04 .200 6 წ., მუხ. 631

თავი IV

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქონება

��� მუხლი 7.

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 8.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 31 მარტი ს ბრძანება № 427 - სსმ III, № 50 , 12 . 04 .200 6 წ., მუხ. 631

��� მუხლი 9.

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� და ,,გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

��� მუხლი 10.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

��� მუხლი 11.

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

��� მუხლი 12.

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №266, 23.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.173 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59884-5/