1. სდზ-ის მესამე სარტყლის ტერიტორიაზე დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომლებიც უარყოფითად არ იმოქმედებს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების რესურსებზე და ხარისხზე.
2. სდზ-ის მესამე სარტყელში აკრძალულია:
ა) გარემოზე ზემოქმედების მაღალი რისკის მქონე საწარმოების და ობიექტების განთავსება და ექსპლუატაცია. ასეთი ობიექტების განლაგება დასაშვებია მხოლოდ წყალშემცველი ჰორიზონტის დაბინძურებისაგან დაცვის (ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო პირობების დაცვის) სპეციალური ღონისძიებების შემუშავების შემდეგ, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებისა:
ა.ა) 100 ტ ან მეტი ჯამური მოცულობის სახიფათო ნივთიერებების და მასალების (მათ შორის შხამქიმიკატების და მინერალური სასუქების) საწყობების განთავსება და ექსპლუატაცია;
ა.ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება;
ა.გ) ნარჩენების (საყოფაცხოვრებო, სამრეწველო) სანაყაროების ან სამარხების მოწყობა;
ა.დ) ცხოველთა სამარხების მოწყობა;
ა.ე) შხამ-ქიმიკატების, მინერალური სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალებების უკონტროლო გამოყენება;
ა.ვ) ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება;
ა.ზ) დღე-ღამეში 500 ტონა ან მეტი ქვანახშირის ან ბიტუმოვანი ფიქლის გათხიერება ან/და გაზიფიცირება;
ა.თ) 10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ან/და წვის სხვა დანადგარის მშენებლობა და ექსპლუატაცია (მხოლოდ თხევად საწვავზე მომუშავე);
ა.ი) ატომური ელექტროსადგურის ან სხვა ბირთვული რეაქტორის განთავსება, მისი დემონტაჟისა და დეკომისიის ჩათვლით, გარდა იმ კვლევითი დანადგარისა, რომელიც გამოიყენება დაშლადი მასალების, ბირთვული საწვავის წარმოებისა და გარდაქმნისათვის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 1 კილოვატ უწყვეტ სითბურ დატვირთვას არ აღემატება;
ა.კ) ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული დანადგარი, რომლის დანიშნულებაა:
ბირთვული საწვავის წარმოება ან/და გამდიდრება.
დასხივებული ბირთვული საწვავის ან მაღალი აქტივობის მქონე რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება;
დასხივებული ბირთვული საწვავის საბოლოო განთავსება სამარხში;
დასხივებული ბირთვული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების საწარმოო ტერიტორიის გარეთ შენახვა, თუ დაგეგმილია მათი 3 წელზე მეტი ვადით შენახვა;
რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსება სამარხში.
ა.ლ) თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით;
ა.მ) მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა;
ა.ნ) აზბესტის ამოღება, აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქციის დამუშავება ან/და გარდაქმნა;
ა.ო) ქიმიური მრეწველობა;
ა.პ) ქიმიური წარმოება;
ა.ჟ) სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება;
ა.რ) არასახიფათო და სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება;
ა.ს) ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი მოსახლეობისათვის, შესაბამისი წარმადობით;
ა.ტ) 800 მილიმეტრი ან მეტი დიამეტრის და 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და ექსპლუატაცია ნავთობის, გაზის ან ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე გეოლოგიური დასაწყობების მიზნით ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ტრანსპორტირებისათვის;
ა.უ) მერქნისგან ან მსგავსი ბოჭკოვანი მასალისგან ცელულოზის წარმოება, დღე-ღამეში 200 ტონაზე მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება;
ა.ფ) წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია;
ა.ქ) 100 მ3 ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;
ა.ღ) რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავება ან/და შენახვა;
ა.ყ) 100 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა;
ა.შ) შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;
ა.ჩ) ფეთქებადი ნივთიერებების აღდგენა ან განადგურება.
3. სდზ-ის მესამე სარტყლის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები:
ა) ყველა სახის საწარმოო და კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება/ექსპლუატაციის (რომლებთანაც დაკავშირებულია ჩამდინარე წყლების, სანიაღვრე წყლების, ნარჩენების წარმოქმნა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა) დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისგან დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ)ყველა ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს საკანალიზაციო წყლების მართვა. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალიზებულ საკანალიზაციო სისტემაში ან ინდივიდუალურ/კოლექტიურ ჰერმეტულ შემკრებ რეზერვუარებში, ჩამდინარე წყლების სანიტარიული ზონის გარეთ გატანის პირობით;
გ) ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს სდზ-ის მესამე სარტყელში არსებული საცხოვრებელი სახლების ჩამდინარე წყლების მართვა ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობით;
დ) სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნის პრევენციის მიზნით უნდა განხორციელდეს ტერიტორიის სისტემატური მონიტორინგი და გამოვლენილი დაბინძურებული უბნების დასუფთავებ