1. სდზ-ის პირველი სარტყელი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვის ზონას, სადაც აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა წყალასაღების კომუნიკაციების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, კერძოდ:

ა)ზონის საზღვრებში არ დაიშვებიან უცხო პირები;

ბ) აკრძალულია მშენებლობა, რომელსაც არა აქვს უშუალო კავშირი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან, რეკონსტრუქციასა და გაფართოებასთან; აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მილების ჩაწყობა, საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო შენობების განლაგება, ტერიტორიის სამოსახლოდ გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და შესაბამისად;

გ) შხამ-ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით;

დ) წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული შენობების ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების შესაგროვებლად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასაშვებია, სანიტარიული კვანძები მოეწყოს  ჰერმეტულ ამოსანიჩბ ორმოებზე ან დაერთდეს კანალიზაციის ცენტრალიზებულ სისტემაზე ჩამდინარე წყლების სდზ-ის გარეთ გატანის უზრუნველყოფით.

2. ზონაში განთავსებული წყალაღების წერტილები უნდა იყოს კეთილმოწყობილი და დაცული. ზონის არეალში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო და გამაფრთხილებელი ნიშნები. აღნიშნული ღონისძიება უნდა განახორციელოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა